0
სრინივასა აიენგარ რამანუჯანი - ეს ახალგაზრდა ყმაწვილი წარმოშობით ინდოეთის ქალაქიდან ეროდედან იყო. მას მხოლოდ საშუალო განათლება ჰქონდა ჯერ კიდევ სკოლაში განცვიფრებულები იყვნენ მისი შესაძლებლობებით მათემატიკაში და ნაცნობმა სტუდენტმა მას ათხოვა ტრიგონომეტრიის სახელმძღვანელო. რამანუჯანმა 14 წლის ასაკში აღმოაჩინა ლეონარდ ეილერის სინუსის და კოსინუსის ფორმულა და ძალიან დამწუხრდა როდესაც შეიტყო რომ უკვე გამოქვეყნებული იყო. 16 წლის ასაკში მას ხელში ჩაუვარდა ჯორჯ შუბრიჯის ორტომეული რომელშიც 6165 თეორემა და ფორმულა შედიოდა პრაქტიკულად დამტკიცებისა და ახსნის გარეშე და 16 წლის რამანუჯანი გადაეშვა ამ ფორმულების სამყაროში ყოველგვარი სპეციალური განათლების გარეშე სრულიად დამოუკიდებლად (განა აღმაფრთოვანებელი ტვინი არ არის?!) 1913 წელს ცნობილმა კემბრიჯელმა მათემატიკოსმა გოდფრი ჰარდიმ მიიღო წერილი რომელშიც რამანუჯანი განმარტავდა რომ მას არ ჰქონდა საშუალო სკოლის გარდა არავითარი განათლება თუმცა სკოლის შემდეგ დაინტერესებულია მათემატიკით წერილში დართული ფორმულები კი მისი მუშაობის შედეგი იყო და სთხოვდა რომ თუ ეს ფორმულები საინტერესო იყო გამოექვეყნებინა რადგან თვითონ ღარიბი იყო და უსახსრობის გამო ვერ ახერხებდა გამოქვეყნებას გოდფრი ჰარდი გაოცებული დარჩა წერილით და მალე ჰარდისა და რამანუჯინს შორის აქტიური მიმოწერა დაიწყო ამ წერილების წყალობით ჰარდის 120 მდე მათემატიკაში მანამდე ჯერ უცნობი ფორმულა შეუგროვდა 27 წლის ასაკში ჰარდის დაჟინებული თხოვნით რამანუჯანი ჩავიდა კემბრიჯში სადაც გახდა ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრი და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი რის შემდეგაც მან კიდევ და კიდევ დიდი შემართებით გააგრძელა თავისი ნაშრომებით მისივე კოლეგების განცვიფრება 1920 წელს ის დაბრუნდა ინდოეთში სადაც მალევე დაიღუპა სავარაუდოდ ტუბერკულიოზით რომლითაც კემბრიჯში დაავადდა ხოლო შიმშილისა და ცუდი პირობების გამო დაუმძიმდა მდგომარეობა (ეს შესანიშნავი ტვინი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა და ვინ იცის კიდევ რამხელა ცოდნის მიცემა შეეძლო მას კაცობრიობისთვის მომიტევეთ უგრძელესი პოსტისთვის უბრალოდ აღმაფრთოვანა ამ ისტორიამ)
0