5 votes
3 comments
0 shares
Save
4 views
Giorgi Sharangia
Tbilisi · 11 months ago

სულ 20 კაცია მგონი აქ🤣🤣


Giorgi Sharangia
Tbilisi · 11 months ago
Similar Posts
Kutaisi Daily
Zeda Simoneti · 2 months ago
"ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო" - აკა მორჩილაძის ქუთაისი
რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მწერალმა აკა მორჩილაძემ ვრცელი ბლოგი დაწერა, სადაც ის ქუთაისის ისტორიაზე ყვება და ამ ქალაქის ღირებულებებს იხსენებს. გთავაზობთ ბლოგს: ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს. ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო. შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება. ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით. არსებობს ახლა ძველი შესასვლელი? ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი. ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ მიდიხარ ხოლმე გეოგრაფიის დასამახსოვრებლად. არასდროს. ქუთაისში მიდიხარ და მორჩა. მართლა არ ვიცი, როგორ დავწერო ქუთაისზე. თავში სულ ფერადები დამირბის. ეს არ არის ბოლო ოცი წლის ფერადები. იყო ფერადები ბოლო ოც წელიწადს? ალბათ იყო, მაგრამ მე როგორღაც არ მომხვდა. 1918 წლის ზამთარში, სულ რამდენიმე დღეში, ქუთაისი დაიცალა. ყველამ, ვინც ქუთაისის სახეს ქმნიდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ თბილისში წამოსულიყო. პოეტებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა, მასწავლებლებმა, ინჟინრებმა ასე გადაწყვიტეს. მგონი იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყო და ერთგვარ ცენტრად თბილისი აღიქმებოდა. ეს შეუმჩნეველი ამბავია ჩვენს ისტორიაში. თან უცნაური ამბავი. არადა მომხდარი ამბავია. დიდი შეცდომაც, რომელიც ალბათ ვეღარასდროს გამოსწორდება. ქუთაისის ლეგენდარული ქართული გიმნაზიის მასწავლებლები შეიქნენ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორები. განთქმული ქუთაისელი ექიმები მოეწყვნენ თბილისის საავადმყოფოებში. ქუთაისელი პოეტები ჩამოსხდნენ თბილისის კაფე "ქიმერიონში", რომელიც ეგებ სხვა არც არაფერი იყო, უქიმერიონის გარდა. უქიმერიონის აღმართი... გეხსომებათ. ამის შედეგი ის იყო, რომ ერთი ქალაქი დაიმცრო, მეორე კი კიდევ უფრო იზარდა. არა მხოლოდ ესენი: ლეგენდარული ახალციხური გვარებიც კი, რომლებიც ქუთაისში აგე, როდის მოვიდნენ, თბილისისკენ გამოეშურენ. რა არის ეს თბილისი ამისთანა. რატომ იყო საჭირო. რისთვის იყო საჭირო ეს დაძვრა. ასეთი უცაბედი. არც მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს ამბავი. ერთადერთი წინადადება ეწერა, - ასე მოხდაო. მგონი, არც იყო ქართული ტექსტი. ინგლისური იყო. ნამდვილად ინგლისური. ჩვენს წიგნებში არ წერია ხოლმე ასეთი რამეები. ეს ალბათ ძლიერ ინფარქტს ნიშნავდა. სულაც არ მინდოდა ამ დრამატული ამბის გახსენება. ბოლოს და ბოლოს ქუთაისს თავადაც ერგებოდა საუნივერსიტეტო ქალაქად ყოფნა. მოხუცებული დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ყველა თანამდებობას ჩამოშორებული იყო, ბოლოს იმერეთის თავადაზნაურობის მარშლად აირჩიეს. გადარეული ყოფილა, - რა მიქნეს ამ ქუთაისელებმა, როგორ დამხვდნენო. ეტლში ჩამსვეს და მთელი ქალაქი ზარზეიმით მომატარესო. დიმიტრი, ქართლელი ყიფიანი იყო, სუმბათაანთ აზნაური. ცხოვრება ისე გალია, რომ ზედმეტად არავის გაუღიმია მისთვის. ქუთაისური გიტარა. სად წავიდა ქუთაისური გიტარა? მგონი, დღევანდელ თბილისურ ტრიოებში გადმოინაცვლა. ოღონდ, სიმართლე რომ ვთქვა, არც ამის გახსენება მინდოდა. სულ სხვა რამის დაწერა მინდა. სამსონ ფირცხალავას უწერია, - ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოვედი, წავხდი კაცი, ვერ შევეგუე ასეთ სიჭრელეს, ასეთ განსხვავებულობასო. პურსაც კი ვერ ვჭამდი, იმდენად განსხვავდებოდა ქუთაისურისგან, ჩემი დამემართა, სანამ მივეჩვიეო. ბავშვობისა რა მახსოვს და, ადრიან დილით ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პაწაწინა სახლში მამიდაჩემი ცხელ ხაჭაპურს ჭრის და ჩაის ძველებურ ჭიქაში ბლომად ალუბლის მურაბას მიყრის. ვფიქრობდი, რანაირია ნეტა ეს ქუთაისი-თქო. არ ვიცოდი, ვიცოდი მხოლოდ ეს სახლი. ჩვენები ომამდე ქუთაისში ცხოვრობდნენ, კაი დიდი სახლი ჰქონდათ გორაზე. მერე ომმა არია ცხოვრება. ბაბუაჩემი დაიძრა. ეს გრძელი ისტორიაა და უცხოს არ დააინტერესებს. სინამდვილეში სულ სხვა რამე მინდოდა მეთქვა. აი, ვუტრიალებ და ვერ ვახერხებ. რაღაც ნაკუწებს ვკრეფ და მგონი, საბოლოოდ რამე გამომივა. მე რა უნდა დავწერო ქუთაისზე. ბავშვობიდან ვყოფილვარ იქ. ქუთაისის სადგურში დიდთოვლობას გაჩხერილ მატარებელშიც ვმჯდარვარ, სათაფლიას დუქანშიც ვყოფილვარ, გელათის ამბავსაც მივხვედრილვარ, მგონი, და ბაგრატის ტაძრის თაღში რომ ლეღვის ხე იყო შეზრდილი, ისიც დამამახსოვრდა. შიგ ჩიტები ფრთხიალებდნენ. ლეღვი იყო, მგონი. ვერ ვცნობდი მაშინ, პატარა ვიყავი. საოცარი რამ კი იყო. ახლა აღარ არისო, - მითხრეს. ბაგრატი უნდა აშენდესო, მგონი, ამასაც ამბობდნენ. ის თაღში ამოზრდილი ტოტები და შიგ შეფრთხიალებული ჩიტი, მგონი, ყველაზე ლამაზი რამ არი, რაც ცხოვრებაში მინახავს.კიბეც გადასარევია. გახსოვთ, "საბუდარელ ჭაბუკში" ჩხუბი როა ამ კიბეზე? ცუდი უშანგი და კარგი გოგიტა რო ჩხუბობენ? ქუთაისი სურათებია. სურათებს სიცოცხლე უნდა. სად არის სიცოცხლე? რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ნაგლეჯები: რესტორანი ქვაშავაზე. ძველი გოგისვანიძეები. დავით აღმაშენებელი. მოწამეთა. მამაო გაგი თავისი სამკურნალო ბალახებით. ყველა მაინც გაგის ეძახდა. ბიკენტიას წყვილი ქაბაბი. ნიკო ნიკოლაძის დები. აკაკი აივანზე. ბოჩკები. ქუთეისელი ქურდები. ქუთეისელი ბუფეტჩიკები. ტუა. ბუნჩულა. რა ვიცი. სულ სურათებია, რომლებსაც ბავშვობიდან ვხედავდი გაკვრით ან არ ვხედავდი, ყურს მოვკრავდი და წარმოვიდგენდი. რა ინდუსტრიის მშენებელი ეგ იყო. გალაკტიონი. ქუთაისის გიმნაზია. ცისფერი ყანწის ბიჭები. დახვრეტილი ბარონ ბიბინეიშვილის მოგონებები ქუთაისის შესახებ. საოცარი მოგონებები, სხვათა შორის. ქუთაისის ციხე. აწ გამქრალი. სტალინის კამერა. გიჟუას ნახტომი. თხაწვერა გოგია. პოეზია. ქუთაისის თეატრი. ის, ძველი, ჭიჭიკია და ბიჭიკია. იმათი ძაღლი. ბისკვიტია. პიანი ბაზარი. მწვანე ბაზარი. კვაჭი კვაჭანტირაძე, კაცი დაბადებული სამტრედიასა და ხონს შუა, ქუთაისში გაგიმნაზისტებული. სულ მომწონდა ქუთაისის უბნების სახელები. თბილისისა როგორღაც უფრო დამჯდარი და პირქუში იყო. მწვანეყვავილა. სასაფლაოს უკეთესი სახელი მე არ გამიგონია. ასე რომ ჟღერდეს. სამსონ თოფურია. სამსონ თოფურიას ლეგენდარული ბიუსტი. სად არის იგი? გინახავთ სამსონ თოფურიას ფოტო? ექიმი, ადესაში მტვირთავად ნამუშევარი. სხვა იერის კაცი. აკაკის გადამრჩენი, არაერთხელ. ექიმი ასევე, ივანე გომართელი. სოციალისტი, მგონი. წერდა გაუთავებლად. გარეგნობა-საუკეთესო სასიძო. რიონის წვერა. რიონის ქვები. კომუნისტებმა გაისროლეს რიონი ქუთაისიდან. დააწყალმარჩხეს. დარჩა ქვები. თეთრი. ქუთაისის ხიდები... შეიძლება, რომ ყველაფერი ასე სახელიანი იყოს? ასე გამოკვეთილი? ჯაჭვის ხიდი. სანამ ვნახავდი, ბავშვობაში უშველებელი წარმომედგინა. მერე გადავიარეთ. პატარა ხიდია. მაინც განუმეორებელი. არაფერი და ყველაფერი. როგორ მირბის ზედ, რევოლვერმომარჯვებული კონსტანტინე დადეშქელიანი, რომელმაც ეს წუთია მოჰკლა გუბერნატორი. ამპრეტუზო მედუზო. პიკასოს ბიჭი. ლადო მესხიშვილი, ხმა ჩახლეჩილი, ფრანც მოორის როლში, კინაღამ მართლა რომ ჩამოიხრჩო თავი. პიპინია მიქელაძე ახტა სცენაზე, ხმლით გადასჭრა თოკი. დარჩა ხმა გაბზარული. ქუთაისის ხმა. სერგია ერისთავი. გიცანი, სერგია გიცანიიი? რიონს რო მივქონდე და მეძახდე, გიცნობო, ასეა საქართველოს ამბავიო. სერგია ერისთავი. ქუთაისური ხუმრობა. დღეს, მგონი, ოდნავ ნაძალადევი, სერგიაზე და სხვათა კლასიკაზე აწყობილი. ოთარ მამფორიაზე, რასაკვირველია.[pagebreak] მინახავს მოხუცებული ბუღალტრები, შავი ჰალსტუხებით, ტილოს პიჯაკებში, გარეთა ჯიბეში სამი-სამი ავტორუჩკით, შლაპებით. ბაღში. მოვესწარი ამის შემჩნევას. ბაღისკიდეც მახსოვს. ცოტა ლუპენული ხუმრობებისკენ მიდრეკილად წერდნენ მის შესახებ. ბულვარი, გულვარდი. ასე უნდა სწორედ სიტყვის მორგება და გადაკეთება. დანიელა ურია. ქუთაისის ებრაელობა. ქუთაისის რუსობა და ქუთაისის პოლონელობა. მოკრივე ბოჭოლია. ნამდვილი ვარსკვლავის კი არა, შოუ და რაღაცა. ძველი ქუთაისელი ძელეცები. ერთხელ, ბავშვობაში, ქუჩაზე დამახსოვრებული კაცი. ეს ვინაა, იცი? იობიძეა, ათასკაციანი ქორწილი რო გადოუხადა შვილს და რო დეიჭირეს. დაჭერები. პიერ, პიერ. მე მილიციაში ვმუშაობ და ქორწილებში თუ ვუბაგუნე დოლს... ქუთეისია, უნდა უბაგუნო. ჩემი მეგობარი ნოდარი. ტიტე ვაჩაძე. ტორპედო. ქუთაისის ტორპედო. თავისი მთელი ამბებით. იუზა ლოსაბერიძის გოლი კიევის კარში, სისინა ქარის თანხლებით. ომი ქუთაისის სტადიონზე, სიკვდილი. სახალხო მღელვარება. დაღუპული ბიჭი. ბადრი ფარულავა, დურმიშხან ქვირია, ლეგენდა - ჯემალ ხერხაძე. კარგია, როცა ყველაფერი შენი გაქვს. მე მომწონს, სხვისი არ ვიცი. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე, რაც არ უთქვამთ და რაც თავიანთ გულში არ გაუტარებიათ? მართლა მაისში იყო მაგარი. ქარები იცის, ოხრული ქარები. მიდი, მოდი, თეთრო ხიდო, ოღასკურა, საფიჩხია... შალიკო ხვინგიაძე. სინამდვილეში გიგიაძე. შეხვედრები ჰიტლერთან. დათეშიძის გორა. აგული ერისთავი, სასაფლაოთა მიქელანჯელო. პერსონაჟები და რეალური ადამიანები სრულიად ერთად, ყოველგვარი გამოცალკევების გარეშე. ქუთაისური გვარები. მიქელაძე-მიქელთაძე. რომელ ქალაქში დაარქმევენ შვილს შედანს ჩვენს დროში? შედან ჭილაძე, მეჩვიდმეტე საუკუნის დიდი მსმელი. ჰოდა, არქმევენ. კოლია ქვარიანი. კოლია ქვარიანი! გოლიათი, ამერიკულ ფილმებში. გადახვეწილი. დიდი და მელოტი კოლია ქვარიანი. ზანგ ხულიგნებთან ჩხუბში დაღუპული სამოცდაჩვიდმეტი წლის დევი. დღემდე კლასიკა, ჭიდაობის სურათი, ჩახედეთ იუთუბს, ჯინ სტენლი-კოლია ქვარიანი. სიმონ ქვარიანი,ისტორიული რომანი... მამაჩემის მოგონება: ჩამოვედი მატარებლიდან, გავიარე სადგური, დილაა, ვიტრინიდან ხელს მიქნევენ ბოჭოლია და გენდრიმოვიჩი, წინ უდგათ არყის ბოთლები და ლუდის კათხები. უნდა დაგვეწიო, თითო ბოთლი დაცლილი გვაქ უკვეო. რავარი დასაწევია. პერაშკი ჩააყოლე, პერაშკი. რიონის წვერა. გინახავთ, ჩხირებზე აგებული? ეს ორი ვარია შოუშვი ისრიმ მაყვალში... მწვანილი, ქუთაისის მწვანილობის ეპოქა... მგონი, რაღაც ვთქვი და რაღაცას მოვყევი, იქ არმცხოვრები კაცის პირობაზე, თორემ მე რას უნდა მოვყვე ქუთაისზე. მე ვინ ვარ ამ საქმეშიი? ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. ცოტათი მაინც. მთავარი კი არ მითქვამს. დიდი ქუთაისური ლიტერატურა. დიდზე დიდი. პირადად ჩემთვის სრულიად გადამწყვეტი და განუმეორებელი დღევანდელი ჩვენი მწერლობისთვის. ეგ რომ არ ყოფილიყო... არ ვიცი, აზრებს ძნელად გამოვთქვამ ხოლმე ფილოლოგიურად. ასე დაცლილმა, ასე გადასხვაფერებულმა, გულგამოღებულმა, მაინც მოახერხა და ამდენი გააკეთა. ამდენი კი არა, მე რო მკითხო... ჩემს გონებაში ქუთაისი, როგორც სისტემა დაიწყო რეზო ჭეიშვილის მოთხრობით, სადაც წყალტუბოს არქივში მომუშავე მწერლის ცხოვრება იყო აღწერილი და სადაც მოთხრობილ იყო მოკრივე ბაჭიას სიკვდილზე ავტოკატასტროფაში. ალბათ ბაჭია მაშინვე დავუკავშირე, ადრევე გაგონილ ბოჭოლიას და ალბათ იმასაც მივხვდი, რომ ეს ერთი და იგივე კაცია. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეგებ სულაც არასწორად ვამბობ ოდესღაც გაგონილ სახელებს. მაგრამ მახსოვს წვიმა იმ მოთხრობაში და ძველი ქუთაისელი ძელეცები რესტორანში. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ მოთხრობამ ჩემზე სრულიად განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა. სრულიად გარკვევით ვხედავდი იმ ადამიანებს, რომლებიც იქ მიმოდიოდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ რაღაცები და ვიღაცები უკვე მენახა ქუთაისში. არ ვიცი. მაგრამ ასე კი იყო და ახლაც ასეა. მერე წავიკითხე მისივე "მუსიკა ქარში". ჩემი ჭკუით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული წიგნი ბოლო ას წელიწადში. ჩემთვის, ისევ და ისევ, თორემ სხვისთვის რა ვიცი. ამ წიგნის ტონი სრულიად უცხოა ჩვენებური წიგნებისთვის. ომის და ომისშემდგომი ქუთაისი. სიმინდი, ბაბუა, ლეკის ბიჭი, პორფილი, დაუმთავრებელი სახლი. ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს. ასეთი ქუთაისი კარგა ხანს მმართავდა. სულ არ გავდა იმას, რასაც თვალს მოვკრავდი ხოლმე. იქ რომ მოვხვდებოდი, აუცილებლად გადავხტებოდი ხოლმე ამ წიგნში და ვადარებდი. ეგეთი ქვეყანაა საქართველო. გააკეთებ ასეთ რაღაცას და არის ეს რაღაცა ჩუმად, ვითომ ასეთი წესია. მოხდება ხოლმე ასე. მგონი, არ უნდა შევყოლოდი ამ ლაპარაკს. ვეღარ დავამთავრებ. ანდა დაუნდობლად უნდა მოვკვეცო. ჩემი ქუთაისური წიგნები კი რასაკვირველია ჩემთან დარჩება. ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა. ვისხედით და ვლაპარაკობდით. მე რა უნდა მელაპარაკა, მკითხავდა რამეს და ვუპასუხებდი. იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს, ლიმონათს აძალებდა ჩემს ქალიშვილს და მალიმალ ეუბნებოდა, - ყოჩაღ, თუ სამიანებს იღებ ხოლმეო. მისი მობილური ყიოდა მამალივით, ის თავად ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იდგა რუსთაველზე და ამას ყვებოდა არა წარსულისადმი მისი თაობის თბილისელთათვის ჩვეული რომანტიკით და ლაღიძის წყლებზე აქცენტით, არამედ როგორც განვლილი ტკივილის შესახებ.ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ. ეს სულ სხვა ტკივილი იყო. მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში, ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი. ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო. კაცმა თქვა, - სიყვარულიდან ჩამოვედიო. ისე რაღაცნაირად დამამახსოვრდა.. . ახლა ხომ არ მოვყვები, რა არის რეზო გაბრიაძის ქუთაისი და რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის მის ქუთაისს ბოლო ორმოც წელიწადს. მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც. ოღონდ ადამიანებს არ უყვართ ასეთ რამეებზე ფიქრი. ვაი და, სადამდე მიხვიდე. მე კიდევ, რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეს იყო ხმელთაშუა ზღვის ქალაქი, რატომღაც მოხვედრილი ხმელთაშუა ზღვისგან შორს. ალბათ ეს არის ამ ქალაქის დრამა. მოვიგეთ, ფეოლა... გაგიჭირდებოდათ. მიტროფანე ლაღიძემაც იქიდან დაძრა თავისი წყლები თბილისისკენ." #ქუთაისი #აკამორჩილაძე #KUTAISIDAILY
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 weeks ago
რას პასუხობს ნიკა გვარამია მირიან ნიკოლაძეს
ნიკა გვარამია, სოციალური ქსელით პასუხობს მირიან ნიკოლაძეს, გიორგი შაქარაშვილის ბიძას, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ “მთავარს” ამ საქმის პოლიტიზირება სურს: “ბოდიში, მაგრამ ამ კაცს გონია, რომ მას ვგულისხმობდი სიაში მოხვედრის ან კონვერტის მიტან-მოტანაში, ან ჩემი მეგობარი მას ვუწოდე? კაცს, რომელთანაც წლებია კონტაქტი არ მაქვს და საერთოდ არ ველაპარაკები? ან ეს რა ტექსტი დაუწერია, შეკითხვების დასმა რომ აგვიკრძალა და შეუსაბამობაზე მსჯელობა? აქამდე მასზე ხომ არაფერი დამიწერია ან მითქვამს? ახლა მოვყვეთ: ეს კაცი ჩემი ჯგუფელია. იყო ძლივს სამოსანი უნივერსიტეტში, მერე ანზორ ბალუაშვილის მრჩეველი და იმდროინდელი პროკურატურის სპიკერი. უკვე ჩემი პროკურატურაში მუშაობის დროს მემათხოვრებოდა დანიშვნას, ცხადია, უშედეგოდ. მერე გახდა ყველაზე გულისამრევი ქოცი. სრულიად წარუმატებელი ადვოკატია და ყველაფერზე ემათხოვრებოდა ქოცებს, ნებისმიერ დანიშვნაზე – ხან პროკურატურაში, ხან მაჟორიტარად კენჭისყრაზე საგარეჯოში. ჩემზე წერდა სიბინძურეებს, “ტაკოში ირტყამს” და მსგავს ქოც-ტროლუტ-სუსურ ტექსტებს სოც ქსელში. მიუხედავად ამისა, ისეთი ტუპოია, ქოცებმაც კი არ შეიტენეს. ბოლო პროცესი როდის ქონდა და ბოლო კლიენტი როდის ყავდა, თვითონაც არ ახსოვს, წლებია ღვინოს წურავს საგარეჯოში. მოკლედ ყველაფერზე წამსვლელი, ერთი შეუმდგარი კაცია და ნულოვანი კომპეტენციის ადვოკატი. სუსთან შეკრული იყო მუდამ და ასეთივე “დამოუკიდებელი ექსპერტები” აუყვანა ამ საქმეშიც ოჯახს. მიუხედავად ამისა, აზრად არ მომსვლია, მასზე ან რამე მეთქვა, ან ის მეგულისხმა, რაც თვითონ ჩათვალა, რომ მას ეხება (რაც უკვე საეჭვოა). ბიძაშვილისშვილის ცხედრით ვაჭრობას მისნაირ ამორალურ ხამსაც კი ვერ დავაბრალებ. რაც შეეხება ოჯახის რეაქციას: ნიკოლაძე ტყუის და ზოგადად სულ სპეკულირებს, თითქოს გამოხატავს ოჯახის პიზიციას. ამას გარდა, ასევ ატყუებს ოჯახს, როცა არწმუნებს, რომ საქმე გახსნილია. მანვე დაარწმუნა ოჯახი, ცხედარი არ ენახათ, შესაბამისად არ ცოდნოდათ რა ტრამვები აქვს მიყენებული. ისვე გვარწმუნებს, რომ ცხედარს დაზიანებები არა აქვს, რაც ასევე ტყუილია. ისვე ამტკიცებს, რომ ფეხის დაცდენის და დახრჩობის ვერსია სარწმუნოა – რაც სრული ბოდვაა. ისვე არწმუნებდა ოჯახს, რომ დღეში ათი მესიჯი მისდის შსს მინისტრისგან და გენპროკურორისგან, და ყველაფერი სწორად მიდის საქმეში. ამ ოჯახს სხვა ნათესავებიც ყავთ და მათგანაც ვიგებთ ამბებს, ბატონო ნიკოლაძე. თუ მართლა დავალებას არ ასრულებთ და მართლა ტრაგედიით მოვაჭრე არ ხართ (რასაც თქვენზეც კი ვერ დავიჯერებ), ბოდიში მოიხადეთ თქვენი სამარცხვინო სტატუსისთვის, რომელიც ეყრდნობა თქვენსავე აბსურდულ დასკვნას, თითქოს თქვენ გიგულისხმეთ რამეში (ისე, ფრიად უცნაური კია, რატომ დაინახეთ საკუთარი თავი) და საერთოდ: ამ მგლოვიარე კაცს, ამ სისულეების წერისთვის რომ გცალიათ, უკვე გულისამრევია, და საეჭვოც, იმავდროულად. კაცს საკუთარი გარდაცვლილი ნათესავის საქმეზე შეუსაბამობების აღმოჩენა და შეკითხვების დასმა რომ ანერვიულებს და აღიზიანებს, ის ან დებილია, ან გიჟია, ან ცხედრით მოვაჭრე. თვითონ აირჩიეთ ახლა, რომელი ხართ და კვლავ გირჩევთ, ბოდიში მოიხადეთ. და ბოლოს – პატივს ვცემ თქვენს ემოციას, მაგრამ სრულიად ფეხებზე მკიდია თქვენი პოზიცია. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ოჯახის თანადგომაც არ გვითხოვია, მათ თავისი ყოფნით. ამას გარდა, დამნაშავეებზე ხელის დაფარებაა ჩვენი ძირითადი ინტერესი და ეს სახელმწიფოს დანაშაულზე გადის და აქ ვერავის, ვერც დაზარალებულების აზრი ვერ იქნება გადამწყვეტი. ბავშვი მოკლეს, ხელისუფლება მკვლელებს ხელს აფარებს – სიმართლე ესაა და არა ის, რა სისულელეებსაც თქვენ ყვებით ეთერიდან ეთერში. იმის მაგივრად, მადლობა გვითხრათ, რომ საქმის შეუსაბამობებს ვიკვლევთ, გულისამრევ პასკვილებს გვიძღვნით. გრცხვენოდეთ!”
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 week ago
კაცი ვარ კაცური - კაცი არ ხარ ?
"კაცი ვარ კაცური" ! ანუ ორი ტერმინის ერთპიროვნული დამახინჯება ერთ წინადადებაში. დღევანდელი სტატია არ შეეხება არც ქალთა ჩაგვრას (იმის მიუხედავად, რომ ის არსებობს და არაერთხელ შევხებივარ), არც უფლებების გათანაბრებას და არც მსგავს საკითხებს, რაც აქამდე ბევრჯერ თქმულა, თუმცა, სამწუხაროდ ფურცელზევე დარჩენილა. დღეს ვსვამთ კითხვებს, რას ნიშნავს "კაცი კაცური", "კაცი ვარ და..." , "არ არის კაცური" და ბოლოს ჩემი ფავორიტი, "კაცი არ ხარ?" სანამ ამ კითხვებს გავცემთ პასუხს, ჯერ შევეცადოთ ამოვხსნათ რას ნიშნავს ეს ტერმინი და როდის მიიღო ასეთი ბუნდოვანი განმარტება, როდის დაკნინდა, როდის ასოცირდა ძალასთან და დომინაციასთან, თუმცა სხვებს კიარ დავაბრალოთ, როგორც გვჩვევია, საკუთარ თავს მოვთხოვოთ კითხვებზე პასუხი. მაშასადამე გავყვეთ: კაცი - ადამიანი (არა კაც კლაო რომ ამბობენ, ქალები კალითო კიარსად წერია) კაც - მა - კაცმან საქმე მოაგვაროს, ვეჭვ-ჭმუნვასა ესე სჯობდეს კაც - ს - კაცს რომ ფიქრი არა ჰქონდეს, შენი მტერი, რომ კაცის ყოფნა იქნებოდა წუთისოფელში: მაშინ ხომ ვეღარც ენა იენავებდა და დამუნჯდებოდა მთელი კაცობრიობა. კაც - ის - კაცის სიტყვა კანონია ! კაც- ით - კაცს რომ ფიქრი არა ჰქონდეს, შენი მტერი, რომ კაცის ყოფნა იქნებოდა წუთისოფელში: მაშინ ხომ ვეღარც ენა იენავებდა და დამუნჯდებოდა მთელი კაცობრიობა. კაც - ად - კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?, კაც - ო კაცო, გიყვარდეს! ცათ შთამომძახეს, როს მათ დამბადეს. როგორც ზემოთ დავინახეთ, ტერმინი კაცი საკუთარ არსში მოიცავს, მებრძოლს, ჰუმანისტს, ჭკვიანს, გონიერს, განათლებულს - ადამიანს - ზემოთ მოყვანილი ფრაგმენტები ადამიანის რაგვარობას უსვამს ხაზს და ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა, ამ ტერმინით სქესის აღნიშვნა. თითქოს არაფერია, რა მნიშვნელობა აქვს, დედა-კაციც ხომ არსებობს, თუმცა საზოგადოებაში და მის ცნობიერში ამ საქციელით თავიდანვე, ცალსახად გამოჩნდა მამაკაცის დომინაცია. ენა ქვეყნის კულტურის და ადამიანის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მასზე, თუმცა დღეს საუბარს ამ მიმართულებით არ წავიყვან, ახლა ისმის კითხვა, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე. კაცია ადამიანი?! ფიქრიანია, ჭკვიანია, გონიერია, ჰუმანურია, მებრძოლია თუ თავგანწირული ? აქაც კი, მაგრამ უფრო არა. იმ თაობაში, სადაც მე გავიზარდე, მოდაში იყო "ძლიერა" ბიჭების კულტი, რომელთათვისაც სირცხვილი იყო მასწავლებლის პატივისცემა, კითხვა, საკონტროლოს წერა, მოდაში იყო გოგოების აფთიაქში "ლირიკაზე" გაგზავნა, შავი ბენსიმონები, ჩხუბები, სადაც 2-40 წინააღმდეგ იყო, მაგრამ ამ ორმა თავი გადაირჩინა, თუ დასარტყამია დაარტყი, თუ მოსაკლავია მოკალი, კაცი არ ხარ? ფხიზელი ხარ? რატომ ? გაკვეთილი ჩააბარე ? გაგიჟდი ? დედიკომ ყური ხო არ აგიწია ? იცი გოგოებს რატომ არ მოსწონხარ, აი შენი იმედი არ აქვთ, ქალი კაცში ყოველთვის პატრონს ეძებს ! წამო, ვითამაშოთ, აბა ეხლა მუშაობა და ვიღაცის მონობა მე არ შემიძლია, ბიზნესს გავხსნი და ფეხს-ფეხზე შემოვიდებ. (აქ უდიდეს გავლენას ახდენს კლასობრივი ჩაგვრა, რომელიც სულ არსებობდა და ყველა საზოგადოებაში ტოვებდა კვალს. შემოდის ცვლადი, "განმათავისუფლებელი" პოლიტიკის, კონსიუმერიზმის და "ბიზნესშია თავისუფლება, შენც შეგიძლია გახდე ძლიერი, მთავარია ეს გზა აირჩიო" და მსგავსი სექტანტური გამოხტომები, რომლებიც რეალურად კავშირში არ არის ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობასთან) ასეთ სიმახინჯეებს არა იმდენად ეს ადამიანები, რამდენადაც ისინი შეეწირნენ, ვისაც არ სურდა ე.წ კაცურიკაცობა, ადამიანი, რომელიც შუაში იყო გაჭედილი და ვერ ხვდებოდა, წიგნი წაეკითხა თუ ფეხი აება კაცის კულტს, რადგან არც გოგოებს მოსწონდათ, არც ბიჭებს, არც მეგობრებს, ამიტომ საკუთარ თავს უსვამდა კითხვას, რა მჭირს ასეთი ? რატომ ვარ მარტო ? რატომ ვერ ვახდენ სოციალიზაციას ? კაცი არ ვარ ? კი, კაცი ხარ, თუ აღიარებ, რომ მამაკაცსა და ქალს თანაბარი უფლებები აქვთ, თუ დედა გიყვარს, თუ წიგნს კითხულობ, თუ ტირი, თუ ემოციური ხარ, თუ არ გესმის ქუჩის ჟარგონები, თუ ფიქრობ, როგორ გამოადგე საზოგადოებას, ქვეყანას, ოჯახს, თუ კარიერა გაინტერესებს, ბავშვის მოვლა მხოლოდ დედის პასუხისმგებლობა არ გგონია, თუ იცი რომ ძალადობა ნებისმიერი ფორმით მავნებელია, თუ ისე გაცვია როგორც გინდა, თუ გაჭყეპვამდე არ სვამ, თუ "რაზბორკებზე" არ დადიხარ, თუ ხანდახან წითლდები, იღლები, ვინმეზე ნაკლები შემოსავალი გაქვს, თუ ფული გაქვს ან არ გაქვს, იმ შემთხვევაში თუ ცხოვრობ ისე, როგორც საჭიროდ თვლი და ამით არ აზიანებ გარშემომყოფებს კაცი ხარ, კი ! ამას განმარტებაც არ უნდა სჭირდებოდეს თუმცა ბოლო დროს გახმაურებულმა ამბებმა ნათლად დამანახა, რომ კაცის ის განმარტება, რომელიც ჩემს ბავშვობაში იყო, ახლაც კარგად იდებს ფეხებს. და იცით ვინ არიან ეს კაცურობის შუქურები ? ზემოთ ნახსენები ხალხი, დიახ ! ესენი არიან, "ფემინიზმი გინდა? ხო და პიანინო ზიდე", "ცოლს ვერ ვაკადრებ", ქალია ცოლია დედაა ... დედააა, ქალია... მე ვიმუშავებ სახლში დაჯექი .. ზედმეტს თუ იტყვი მოგხვდება, ქალი არ უნდა აბლატავო, წინაზე ისეთი ჩხუბი მქონდა ? ლიდერბეთზე ჩამირიცხე .. არ მეგონა როდესმე თუ მსგავსად გაცვეთილი ფრაზებისაგან შემდგარ ინფორმაციას დავწერდი, თუმცა საჭიროებამ დამანახა. თაობა, რომელიც ახლა მოდის, უნდა გათავისუფლდეს დომინაციის დემონსტრირების მსგავსი ინტერპრეტაციებით, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ვიმსჯელოთ, განვიხილოთ, სიღრმისეულად, ანალიტიკურად, ემოციურად, ყველანაირად, იმიტომ რომ გავლენები, რომელსაც მსგავსი დამახინჯებული "კულტები" ქმნის, ყოველთვის წნეხის ქვეშ ამყოფებს იმ შემდეგ თაობას, რომლის იმედიც ყველაჩვენგანს გვაქვს. კაციაადამიანი კაცი ქალი პოლიტიკა სოციალიზაცია
Nino Kakulia
Tbilisi · 2 weeks ago
ამონარიდები რომანიდან “… გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა”
🤓“.. მერე საკუთარი ტექნიკაც შეასწავლა; ასწავლა სიძულვილი არასდროს გამოამჟღავნოო, მუდამ შეინარჩუნე სიმშვიდე, დაელოდე და აუცილებლად მოიპოვებ თუნდაც სულ მცირე უპირატესობას, აუცილებლად მოესწრები მსხვერპლის ოდნავ მოდუნებას და უკვე მერეღა გადაცვი ყულფი, მაგრად მოუჭირე და აღარსდროს, არასდიდებით აღარ მოადუნოო, მხოლოდ ასე მოიყვან ჭკუაზეო, დაარიგა.” „აღგზნებული წესრიგი, ყოველდღიური ერთფეროვნებით დაჰიპნოზებული სახეები…” “ზოგჯერ მავიწყდება კიდეც, რა ძალა აქვს სიცილს.” ” … დანარჩენებს კაცურად გაცინებისაც ეშინიათ. თავიდანვე მაგან დამცენტრა – არავინ რო არ იცინოდა. რაც აქ შემოვედი, ჯერ გულიანი სიცილი არ გამიგონია, როგორი ამბავია?! გაცინებაც თუ ვეღარ მოახერხე მორჩა, საბოლოოდ დაბრედილი ხარ. ქალი თუ ეგრე გაათამამე, სიცილიც რო დაგავიწყოს, დაგრხევია და ეგ არი. ეჭვიც თუ გაგიჩნდა, მგონი მაჯობაო, ჩათვალე…” ” .. როცა ვიღაც ნატრობს, ცხოვრება გაგიმწაროს, მთავარია უზრუნველი და უდარდელი კაცის იერი შეინარჩუნო, უკეთესად ძნელად გააღიზიანებ.” ” … იმ განცდამ დამაავადმყოფა, რომ საზოგადოების დიდი ვეებერთელა, მაკაცრად გახევებული საჩვენელი თითი მუდმივად ჩემკენ იყო მოშვერილი და მილიონხმიანი ქოროც – სირცხვილი, სირცხვილი-ო გუგუნებდა გაუთავებლად. ეტყობა, საერთოდ ესაა სხვანაირებთან საზოგადოების ურთიერთობის ფორმა.”#გუგულისბუდეზესხვაგადაფრინდა #წიგნები #ახალიამბები
Abagael Bug
Tbilisi · 3 months ago
👉ერთი სიყვარულის სევდიანი ისტორია ♥ – მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე. – რა ასაკი. – აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს. – თქვენ გინდათ თქვათ რომ… – დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს? – სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა. – მერე? – მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი. – რატომ, არ გიყვარდათ? – ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ? – მაინც? – გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ? – მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება? – მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა? – გააჩნია, რა შემთხვევაში. – ხომ გითხარი? – რა მითხარით? – ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი. – შერიგებას არ აპირებთ? – ვისთან, იმასთან?! – უკაცრავად. – არაფერზე. – და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ? – ვისზე ამბობთ? – თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ჩამოვიდოდა ჯარიდან. – ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო. – მერე რა უთხარით? – ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი. – რატომ? – იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი. – მერე რა გაარკვიეთ? – თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო. – და ვეღარ შეხვდით? – მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც. – არ მოვიდა? – ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო. – და აღარ გჯერათ? – არავითარ შემთხვევაში. – და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით? – რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს. გოდერძი ჩოხელი #სიყვარული #ისტორია #ლიტერატურა
Irina Toronjadze
Tbilisi · 4 months ago
ჰეფი ენდი
მერამდენედ ვუყურებ ამ ჰოლივუდურ ფილმს ან იქნებ სულ სხვა ფილმია, რა მნიშვნელობა აქვს, იგივე ხდება აქაც: გოგო შეხვდა ბიჭს, მოეწონათ ერთმანეთი, ვნება, ამბავი ,ერთი, მეორე, ცოტა პერიპეტიებიც, დამონტაჟებული კადრები და აჰა, დასკვნითი ნაწილი: სიყვარული იმარჯვებს! მე მგონია, ყველაზე რთული ხვედრი მაინც მემონტაჟეს ერგო წილად. იცის, იცის მემონტაჟემ როგორც უნდა, როგორც ხდება... ამ ფილმებს, ჰეფი ენდის გარდა, რაღაც სხვა ხიბლიც აქვს,რაც ასე მიმზიდველია ჩემთვის: დასავლური ატმოსფერო , თავისუფლების განცდა ,ცოტა გადამეტებულიც; აკრძალვებზე რეაქციას უფრო წააგავს ეს ყველაფერი, უფრო ამბოხია ,მაგრამ მაინც სიმსუბუქე მოაქვს! მეც მინდა ეს მწვანე თმები, ტატუ და ნაბახუსევზე - ჩახლართული ურთიერთობის ბოლოს ადრენალინის სიმთვრალეს რომ მოსდევს - ერთი ჭიქა გაზგასული ფლირტი... მე კარგი წრიდან ვარ, ასე ითვლება და მეც ასე ვთვლი; არაერთი თაობა მეცნიერების ოჯახიდან. მეგობრებიც ასეთები მყავს - ინტელექტუალები. ფულით ვერ შემოხვალ ამ წრეში, ვერც “ინამარკა” მანქანით დაიწერ ქულებს. ერთადერთი, რაც აქ აინტერესებთ არის- რა წიგნს კითხულობ? დასავლური ფასეულობებიც ასეთ წრეში იკიდებს ადვილად ფეხს - ნიადაგია კარგი და იმიტომ. ადამიანი რომ უზენაესი ფასეულობაა და პატივისცემას იმსახურებს-ეს ბავშვობიდან ვიცოდი. შესაბამისად, შემდეგი პერიოდი სულ გაოცებული მიწევდა ცხოვრება: გაოცებული ვიყავი იმით, რომ მასწავლებელი „საჭიროებისამებრ“ სახაზავს ჩაარტყამდა მოწაფეს; ლექტორი უკადრისობდა „ზედმეტ“ კითხვებს სტუდენტისგან; ექიმი პაციენტს არც უყურებს, ისე სინჯავს და შემდეგ გაუგებარი ტერმინებით ისტუმრებს და თან თავმომწონედ კმაყოფილია- მარტო თვითონ გაიგო რაც თქვა და იმიტომ; ჯვარზე სამთხვევად პირველი ფეხმძიმეები, მერე რა თქმა უნდა კაცები და მერე ისინი არც კაცები და არც ფეხმძიმეები რომ არიანო- ნუ სავარაუდოდ ქალები იგულისხმებიან. პირველად ამას რომ შევესწარი სიტყვა დისკრიმინაცია არ იყო ჩემი ლექსიკის აქტიურ ნაწილში, მაგრამ ემოციური ინტელექტიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ დამენახა და მეგრძნო რაც ხდება. ამასობაში ვიღაც „გაიპარა“, ვიღაც „მოიტაცეს“, ძირითადად პერიფერიებიდან ჟღერდებოდა ასეთი ინფორმაცია , მაგრამ თბილისსაც ვერ დაარქმევდი ქალაქს ამ თვალსაზრისით და თითქოს ამ ყველაფერს რა კავშირი აქვს ზემოთქმულთან?! დღეს უკვე დასაქმებულები და ლამის დატატუებულები , თავისუფლების ელფერითა და ანდერგრაუნდული გართობის სტილით, თავისუფლებისვე ხათრით ოდნავ ჩაჩაჩული შარვლებით და მაინც სახაზავის მოხვედრის შიშით გაჟღენთილები, დიქსონის მიქსებზე “ვძიგძიგებთ”. ისინიც “ძიგძიგებენ”, ვინც ქალებზე წინ გარბიან ჯვარზე სამთხვევად, უფრო “ალივერებენ”; “მამენტ” ცეკვაც უტყდებათ და ვინმეს „დაკერვაზე“ ჩალიჩობენ ; დარწმუნებულები არიან, რომ სექსი სიბინძურეა, მაგრამ რა ქნან, „კაი ტიპობა“ ითხოვს - დაკავდნენ... აქაც მემონტაჟეს ვისურვებდი , ბნელი კადრები რომ ამოჭრას... არა, ასეც არაა! შუქთან ერთად, 90-იანების მერე, სპეციალისტად ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული განათლებაც მოვიდა! ახალმა თაობამ, თითქოს გაბლაგვებას გადარჩენილი ინსტინქტით, იგრძნო საიდან უბერავს ქარი; რომ ჯანსაღი ფასეულობების ირგვლივ გაერთიანების დრო დადგა! - სწორედ ამ ქიმზე შედგა და გამოცდილი სერფერივით მიყვება ტალღას, რომელიც მგონი ერთადერთი გზაა ჰეფი ენდამდე მიმავალი... ... მართლაც, რის მაქნისია გზა თუკი ჰეფი ენდამდე არ მიგვიყვანს?
Mariam Todua
Tbilisi · 3 months ago
მუსიკალური აჯანყება ჩემო მშვენიერო ლედი !
„ჩემო მშვენიერო ლედი, საღამო მშვიდობისა! მე მჯეროდა შენი, რომ შენ სიმართლეშიც ხარ!“ გახსოვთ ხო ლადო ბურდულის „ჩემო მშვენიერო ლედი“? ხო და დღეს ზუსტად მეამბოხე მუსიკოსზე ვისაუბრებ. რევოლუცია როკენროლით? მგონი კარგად ჟღერს და ახლა ზუსტად ლადოს რევოლუციურ ნაწილზე, მის მუსიკაზე, იდეოლოგიაზე და პერსონაზე ვილაპარაკებ. 90-იანებში, როდესაც თავზე ჩამოგვენგრა ყველა კულტურული მიმდინარეობა ლადო ბურდული მოვიდა და შექმნა განკურნების „რეცეპტი“ და ზუსტად ეს სახელი დაარქვა ბენდს, რადგან გარყვნილი, კრიმინალი და ერთი აზროვნების მქონე იდენტური საზოგადოება გამოეცოცხლებინა წარმოიდგინეთ, ეკონომიკური სიდუღჭირის, სამოქალაქო ომების, დევნილთა ნაკადისა და არასრულფასოვანი სახელმწიფო აპარატის ფონზე როგორი საზოგადოება გვყავდა? როგორი და მშიშარა, თან ძალიან. მერე და როგორია ეს მშიშარა საზოგადოება? როგორი და პირველ რიგში ცვლილებებს ვერ ეგუება, ყველაფერ ახალს კიცხავს, არასდროს ამბობს თავის სათქმელს და ამის გამო სულ ვიღაცას ციტირებს, თან ვინმეს ციტირებაც ესე მარტივი კიარაა, საზოგადოების ცენზურაგამოვლილ ფილოსოფოსებზეა აქ საუბარი „მარტივია გაკიცხვა და რთულია შენი აზრი გქონდეს, საზოგადოება რომელსაც ეშინია, რომელსაც გენეტიკურ კოდში უდევს აი ეს რაღაც ვერ მიღება ახლის და ვერ შექმნა საკუთარის, ძაან რთული მოვლენაა“ ჩემი აზრით ზუსტად მუსიკა ცვლის საზოგადოებას და წარმართავს მის დღის წესრიგს. ის ჯერ ინდივიდების გონებამდე აღწევს, ხოლო შემდეგ თანაბრად ეფინება მთელ საზოგადოებას და შედეგად დრომოჭმულ და მოძველებულ ტაბუებს შიგნიდან ღრღნის და ანადგურებს ზუსტად ეს არის როკენროლი, საზოგადოების ფენების ამოძახილია, რომელიც პროტესტს გამოხატავს, ზუსტად ასეთია ლადო ბურდულის მოღვაწეობა, რომელმაც 90-იანების ყველა ტაბუ საკუთარ თავზე გამოცადა. მაშინაც და ახლაც ისეთი ადამიანებისათვის ქმნიდა მუსიკას, ვინც თავის თავს უსმენს, იცის ვინ არის, რა უნდა და როგორ არ უნდა დაკარგოს საკუთარი თავი მასობრივი წნეხის ფონზე. როკ ენ როლელებო ამა ქვეყნისა და არა მარტო, გავბედოთ და შევცვალოთ, არ გავჩერდეთ და გვახსოვდეს, რომ სიახლე და ცვლილება რევოლუციაა, მუსიკა და რევოლუცია კი რევოლუციის რევოლუცია. ეს წინადადება კი ჩემი აზრით საუკეთესო ტავტოლოგიაა, რაც როდესმე დამიწერია.#RockNRoll #Burduli #Rock #Revolution #Love
Gi Ga
Tbilisi · 2 months ago
ჯოკერი- პერსონაჟის ანალიზი. მესამე ნაწილი
ჯოჯერის პერსონაჟის მესამე თავში და დასკვნით ეპიზოდში განვიხილავ ჰოაკინ ფენიქსის გენიალურ შესრულებას, სადაც მან ჯოკერი სხვა სახით დაგვანახა. დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, როგორი პიროვნებაა "ჰეფი" ? ის საკუთარ თავში ჩაკეტილი ხელმოცარული კაცია რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს სიღარიბეში, აქვს ნერვიული აშლილობა ჰალუცინაციები და ფსიქიკური პრობლემები რის გამოც არქემის ფსიქიატრიულშიც მოხვდა ერთხელ მან არ იცის ვინაა მამა, ფილმში გამოხატული ალბათობა რომ შეიძლება მამამისი ტომას ვეინი იყოს სატყუარაა, რეალობა კი ისაა რომ დედამისს ვიღაც კაცისგან ჰყავდა გაჩენილი და თავი დააჯერა ვითომ ვეინისგან ჰყავდა შვილი, თუმცა ალბათ ბედის ირონია იქნებოდა ჯოკერი და ბეტმენი ძმები რომ ყოფილიყვნენ, ყოველ შემთხვევაში ფილმის სცენარი გვაძლევს უფლებას ეგეც ვიფიქროთ. ფილმში მწვავედაა წარმოჩენილი ბულინგის პრობლემა, როგორ ამცირებენ ჰეფის, როგორ ცემენ დასცინიან და ამწარებენ, ადამიანი რომელიც ფსიქიკური პრობლემებით იყო შეწუხებული კიდევ უფრო მეტად გაასწორეს მიწასთან და გააბოროტეს. მთელი ფილმი ისეთ სიუჟეტს მიჰყვება და ისე ვითარდება რომ ბოლოს ჯოკერი რასაც აკეთებს არაა გასაკვირი ეს ერთგვარ ვულკანის ამოხეთქვას ჰგავს. ერთი შეხედვით უცნაურია რომ შუა შოუში წამყვანს კლავენ მაგრამ რა უძღვოდა ამ ყველაფერს წინ?! მუდმივი დამცირება, დედის ტყუილი, მარტოობა, ჩაგვრა, დაცინვა, დევნა, შეურაცხყოფა, გამწარება და საბოლოოდ მორიგი დაცინვის მცდელობა. ასევე აღსანიშნავია დიალოგი ფსიქიატრთან სადაც ჯოკერი ძალიან საინტერესო რამეს ამბობს: "არ მისმენთ არა? მგონი ჩემთვის გულწრფელად არასდროს არ მოგისმენიათ, უბრალოდ ყოველ კვირას ერთი და იგივეს შეკითხვას მისვამთ: სამსახურში რა ხდებოდა?! ნეგატიური ფიქრები ხომ არ გაქვს? ყველა ჩემი ფიქრი ნეგატიურია! ამის მერე არის ერთი სცენა და ერთი მომენტი როცა ჯოკერი შეხვდება მის ქვეცნობიერ ალტერ ეგოს, რა თქმა უნდა ჰაფის ჰგონია რომ ის გოგონაც იგივეს გრძნობს, ფილმის დასკვნით ნაწილში ვხედავთ რომ მათი პაემანი მათი ერთად ყოფნა მისივე ფანტაზიის ნაყოფი იყო ისევე როგორც დედამისის შემთხვევაში მამამისის თაობაზე. სულისშემძვრელია სცენა სადაც გაბოროტებული საკუთარ დედას კლავს. შემდეგი სცენა რომელიც აღსანიშნავია არის მისი დამოკიდებულება მიურეის მიმართ, თავიდან მის წარმოდგენაში მიურეი მისით ამაყობს მის წარმოსახვით სამყაროში, საერთოდ ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ რეალობის გაცნობიერება ცვლის ჯოკერს. მის პარალელურ სამყაროში ყველაფერი კარგადაა, ჰყავს მეგობარი გოგონა, გამოდის იუმორისტულ წარმოდგენებში, არის კარგი იუმორისტი, მისით ამაყობს მიურეი ფრანკლინი თითქოს ყველაფერი კარგადაა სანამ იგი გარდაუვალ რეალობას არ დაეჯახება. ეს რეალობა მას ცვლის და აბოროტებს. ჯოკერი ესაა შედეგი იმისა როცა წარმოსახვა ეჯახება მწარე რეალობას. ეს ფილმი გვიჩვენებს ისტორიას თუ როგორ "დაიბადა" ჯოკერი. სცენა სადაც ალმოდებულ ქალაქში ხალხის გარემოცვაში დგას და სისხლისგან სახეზე ღიმილს იხატავს სწორედ ამ ფილმის კულმინაციაა. ბევრს ჰგონია რომ მიურეის მოკვლაა ფილმის აპოგეა მაგრამ ასე არაა, არამეს სცენა სადაც ჯოკერი ისეთად იქცევა როგორც ვიცნობთ. მიურეის შოუში კი ჯოკერი ნამდვილ ფურორს ახდენს, ის მიურეის ეუბნება " იცი გარეთ რა ხდება მიურეი? სტუდიის გარეთ ნამყოფი ხარ? იცი გარეთ რა ხდება? ყველა დგას და ერთმანეთს ბოლო ხმაზე უყვირის. ცივილურად აღარავინ იქცევა, არავინ ფიქრობს სხვის ადგილას ყოფნა როგორია." ამით ჯოკერი გვიხსნის მიზეზს თუ რატომაა ისეთი როგორიცაა და რატომ კლავს მიურეი ფრანკლინის, "რას მივიღებთ თუ მიწასთან გავასწორებთ სულიერად ავადმყოფს რომელსაც ყველა ისე ექცევა როგორც ნაგავს, გეტყვი რასაც მიიღებ იმას მიიღებ რაც დაიმსახურე! ამ ფრაზაზე იგი იღებს რევოლვერს და ტვინს ასხმევინებს მიურეი ფრანკლინს. "მე რომ ქუჩაში დავეცე და მოვკვდე ყველა გადამაბიჯებთ და გაივლით ყოველდღე ქუჩაში გხვდებით და ვერც კი მამჩნევთ, მაგრამ იმ ტიპებზე მოთქვამთ."
+4
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi · 4 months ago
გამარჯობა,მინდა ცოტა რამ ჩემს თავზეც მოგიყვეთ, მე ხატია ვარ,16 წლის და ასე თუ ისე საინტერესო ცხოვრება მაქვს,ჯერ პატარა ვარ და ყოველდღე ახალ რამეს ვსწავლობ,თუმცა არ ვფიქრობ,რომ 'როცა გავიზრდები' მაგ დროისთვის ყველაფერი ნასწავლი მექნება,რადგან ყველა ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე რაღაც ახალს ვსწავლობთ. როგორც ყველა ჩვეულებრივ ადამიანს,ხასიათის უეცარი ცვლილება მეც მახასიათებს და შიგადაშიგ შეიძლება სულ სხვანაირი გავხდე,ამ დროს ვცდილობ ხოლმე,რომ ყველაფერს მოვწყდე და არავისთან მქონდეს კონტაქტი,თუმცა აქედანაც მალე 'ვძვრები' ხოლმე ,ამაში მუსიკა ან ხატვა მეხმარება. მართალია,პატარა ვარ,მაგრამ ვფიქრობ საკმაოდ მიზანდასახულიც,რადგან როგორც წესი ხელის ჩაქნევა არ მჩვევია,ვფიქრობ მომავალში ამ თვისებას კარგად გამოვიყენებ. ცხოველები ძალიან მიყვარს და ხუთი წლიდან დღე არ გასულა ისე რომ ჩვენს სახლში შინაური ცხოველი არ ყოფილიყო. რაც შეეხება ჩემს აქაურ 'ექაუნთს',აქამდე ვარკვეული მიზეზების გამო არ ვვაქტიურობდი,თუმცა დღეიდან მაქსიმალურად ვეცდები ყოველდღე ახალი და საინტერესო რამ შემოგთავაზოთ. მოკლედ,მგონი უკვე ცოტა თავი მოგაბეზრეთ და აქ გავჩერდები,დანარჩენს ჩემზე უკვე თქვენითაც მიხვდებით.