9 votes
0 comments
0 shares
Save
2 views
Someone .
Tbilisi · 11 months ago

მშვენიერება 🌸


Someone .
Tbilisi · 11 months ago
Similar Posts
Keso Bigvava
Tbilisi · 2 weeks ago
მხევლის წიგნის მეოთხე სეზონი 2021 წელს გამოვა — ტრეილერი
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალის მხევლის წიგნის მესამე სეზონის პრემიერა 2019 წელს შედგა და მას შემდეგ ერთგული მაყურებლები მოუთმენლად ელიან ისტორიის გაგრძელების ხილვას, თუმცა, როგორც ჩანს, ლოდინი მოსალოდნელზე უფრო დიდხანს გაგრძელდება. სულ ახლახანს მეოთხე სეზონის თიზერ ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელშიც ძირითადად გასული სეზონებიდან ყველაზე დაძაბული კადრებია თავმოყრილი, რაც მთავარი გმირის, ჯუნის გადარჩენისთვის ბრძოლის წარმოუდგენლად საშიშ გზას გვაჩვენებს. ტრეილერიდანვე ვიგებთ, რომ ახალი სეზონის ხილვა 2021 წლამდე არ შეგვეძლება: როგორც შოუს ერთგულმა მაყურებლებმა უკვე იციან, წინა სეზონში ჯუნმა ერთგვარი აჯანყება მოაწყო და მხევლების შვილები გილეადიდან გააქცია. ვინც გილეადის წესებს ზედაპირულად მაინც იცნობს, ხვდება, თუ რამდენად მძიმედ დაუჯდება ეს ჯუნს. მაგრამ, როგორც ჩანს, ჯუნს არაფერი აშინებს და მას არა მხოლოდ პატარა გამარჯვებების მოპოვება, არამედ მთლიანად ამ ტოტალიტარული სისტემის განადგურება სურს. რამდენიმე თვის წინ სერიალის შემოქმედმა ბრიუს მილერმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მაყურებელს სიუჟეტის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო მეტი მოულოდნელობა ელის წინ: "ნუ ეცდებით იმის გამოცნობას, თუ რა მოხდება შემდეგ. მაინც ვერასდროს გამოიცნობთ, თუ როგორ განვითარდება ყველაფერი. სწორედ ეს არის ამ სერიალის მშვენიერება". რას ვიზამთ, ისღა დაგვრჩენია, შემდეგ წლამდე დავიცადოთ. #მხევლისწიგნი #ახალისეზონი #პრემიერა2021 #კინო #ლიტერატურულიშედევრები Tbilisi#ახალიამბები #ხელოვნება
მხევლის წიგნის მეოთხე სეზონი 2021 წელს გამოვა — ტრეილერი
The Handmaid's Tale: Season 4 Teaser • A Hulu Original
The Handmaid's Tale: Season 4 Teaser • A Hulu Original
The Handmaid's Tale: Season 4 Teaser • A Hulu Original
My Vision
Tbilisi · 2 weeks ago
ყველა შეიგრძნობს მშვენიერებას?
„თუ შეგიძლია დაინახო მშვენიერება, მხოლოდ იმიტო, რომ შიგნით რაღაც მშვენიერს ატარებ. ცხოვრება სარკეს ჰგავს, რომელშიც საკუთარ ანარეკლს ვხედავთ“. კოელიო#art
Artists Voyage
Tbilisi · 2 months ago
გია ყანჩელი: სიჩუმე, რომელიც მუსიკას მოსდევს, თავისთავადაც მუსიკაა
დიდი ქართველი კომპოზიტორი - გია ყანჩელი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გია ყანჩელი 1935 წელს დაიბადა. მან ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1963 წელს დაამთავრა. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ჩვენ გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ინტერვიუდან ამერიკელ ჟურნალისტთან ბრიუს დაფისთან. კომპოზიტორის სიტყვებს ინგლისურად მისი შვილი თარგმნიდა. - უპირველესყოვლისა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამერიკაში ჩამოსვლისთვის. -მადლობა თქვენ. - არის თუ არა რამე განსხვავება ქართველი კომპოზიტორის მუსიკასა და ევროპელი ან ამერიკელი კომპოზიტორის მუსიკას შორის? - არა. -საერთოდ არანაირი? - იგივე განსხვავებაა რაც ფრანგულ და ამერიკულ, ან გერმანულ და ინგლისურ მუსიკას შორის. ენა, რომელსაც ქართველი კომპოზიტორები იყენებენ იგივეა, რაც ევროპაში, იგივეა მთელ მსოფლიოში - ეს მუსიკის ენაა. - თქვენ იქ უნივერსიტეტში სწავლობდით. არის თუ არა რამე ფუნდამენტური განსხვავება სწავლების მეთოდებს შორის? - არა, ასე არ ვფიქრობ. - ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუსიკა უნივერსალური ენაა? -რა თქმა უნდა. - არის თუ არა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თქვენთვის, რომ ამ ენაზე საუბარი შეგიძლიათ? - ეს ყველა კომპოზიტორისთვის განსაკუთრებული პრივილეგიაა. ჩემთვის კი ორმაგად მნიშვნელოვანია - მე არც ფრანგულად ვსაუბრობ, არც ინგლისურად და არც გერმანულად. - ანუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველას ეურთიერთოთ? - ყველას, რადგან სხვანაირად ურთიერთობა შეუძლებელია. - ერთი თქვენი ჩანაწერი წავიკითხე სადაც სიტყვა "გაოცებას" იყენებთ. თქვენ ამბობთ, რომ მუსიკამ საზოგადოება უნდა გააოცოს. თქვენ, როგორც კომპოზიტორი, ხართ თუ არა გაოცებული იმით , რაც შეგიქმნიათ? - საკუთარი მუსიკით - არა. ის არ მაოცებს, მაგრამ სხვა ადამიანების მუსიკა - კი. მაგალითად, გუშინ, ლინკოლნის ცენტრში, სტრავინსკის "პეტრუშკას" ვუსმენდი. ეს მონაკვეთი სტუდენტობაში ზეპირად ვიცოდი. მიუხედავად ამისა, გაოცებული ვიყავი. ოთხი დღის წინ, შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონიას ვუსმენდი, რომელიც ასევე ზეპირად ვიცოდი და ახალგაზრდობაში ძალიან მიყვარდა. მიუხედავად ამისა, მან ახლაც გამაოცა. - ნება მომეცით, ფილოსოფიური კითხვა დავსვა. რა არის მუსიკის მიზანი? - ძალიან რთული შეკითხვაა. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი, ისაა რომ მუსიკა არ არსებობს იმისთვის, რომ სამყარო ან მშვენიერება გადაარჩინოს, როგორც დოსტოევსკი ამბობდა. საუბედუროდ, ხელოვნება ცალკე ვითარდება და ცოცხლობს, ხოლო ცხოვრება კი მის პარალელურად არსებობს. ისტორიის ყველაზე ცუდი გაკვეთილები, ისტორიის ყველაზე ტრაგიკული მომენტები, როგორც ვხედავთ, კაცობრიობისთვის არაფერს ნიშნავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ გაკვეთილებს არავინ სწავლობს. ეს უზარმაზარი ტრაგედიები დროის მცირე ინტერვალში კვლავ მეორდება. რა თქმა უნდა ისინი მნიშვნელოვანია, მაგრამ სამყაროს უკეთესობისკენ არ ცვლიან. საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებები, ყველაზე მშვენიერიც კი, ამას ვერ შეცვლის. ვერც პოეზია, ვერც მუსიკა, ვერც ერთი ხელოვნების დარგი ვერ შეცვლის ცხოვრების დინებას. ხელოვნება ადამიანებისა და მასების მიერ სამყაროს ხედვას ვერ შეცვლის. - ბედნიერი იქნებოდით რომ შესძლებოდა? - ამას ვერც კი წარმოვიდგენ. - რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა კომპოზიტორებს? - გულწრფელად რომ ვთქვათ, არაფრის მოერიდოთ, არაფრის შეეშინდეთ. ყველაზე ბანალურში და მარტივში იმალება სილამაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ტრანსფორმაცია და გადმოცემა. ამ ყველაფრის გამოხატვა. ისე კი არ მიყვარს ახალგაზრდებისთვის რჩევების მიცემა, რადგან საკუთარ თავსაც ახალგაზრდად აღვიქვამ და ჯერ კიდევ ვსწავლობ. - მუსიკა რომელსაც ქმნით, ყველასთვისაა? - მინდა, ყველასთვის იყოს. - მუსიკის განვითარებას ოპტიმისტურად უყურებთ? - ვფიქრობ, კი. მგონია, რომ ის სიჩუმესთან იქნება დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, მე მინდა რომ სიჩუმეს უკავშირდებოდეს. - თქვენ მუსიკას ქმნით და ბგერებს აკონტროლებთ. ცდილობთ თუ არა, სიჩუმეც გააკონტროლოთ? - დიახ. დიახ, მგონია რომ სიჩუმე, რომელიც მუსიკას მოსდევს, თავისთავადაც მუსიკაა. და სიჩუმე, თვითონ ბადებს მუსიკას, რომელიც მას მოსდევს. - სიჩუმე ბადებს, და თქვენ კომპოზიტორი ხართ, დედა თუ ბებიაქალი? - მგონია, რომ მამა ვარ. ბოლო შეკითხვაც. მუსიკის წერა ხალისიანი პროცესია? - ყველაზე დიდი ტრაგედია, მუსიკის წერაა. - ყველაზე დიდი ტრაგედია?! - მშურს მათი, ვისთვისაც ეს მხიარული პროცესია. ჩემნთვის ასე არაა. - საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ამად ღირს? - ზოგჯერ, როდესაც ძალიან კარგი შესრულებაა. როდესაც დენის რასელ დეივისი დირიჟორობს, მაშინ ვგრძნობ რომ ეს ყველაფერი ამად ღირს. მას ჩემი მუსიკა ძალიან სწორად ესმის და მას საუკეთესოდ გადმოსცემს. ის ძალიან კარგად გრძნობს ჩემს პაუზებსა და ნელ ტემპს და ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. თუმცა, არის ხოლმე ისეთი შესრულება, რომლის მოსმენის შემდეგ ვფიქრობ, არა, ეს ამად არ ღირს. მაგრამ ცხოვრებაც ასეა მოწყობილი. ზოგჯერ თავს კარგად გრძნობ, ზოგჯერ კი - უარესად....#გიაყანჩელი #მუსიკოსი #კომპოზიტორი #ქართველიკომპოზტორები #მუსიკა #ხელოვნება Tbilisi
Artists Voyage
Tbilisi · 2 months ago
კოცნა როგორც ხელოვნება
ამბობენ, რომ ხელოვნებას საზღვრები არ გააჩნია და რომ ის დროისა და სივრცის მიღმა არსებობს. მართლაც, ერთ-ერთი პირველი რამ, რაც შემოქმედ ადამიანებს სხვებისგან განასხვავებს, ყოფით წვრილმანებში მშვენიერების დანახვის უნარი და ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული დეტალების ხელოვნების უმაღლეს საფეხურზე აყვანის ნიჭია. სხვა სიტყვებით, ხელოვანებს ბუნებრივად აქვთ მიდრეკილება, ჩარჩოებს მიღმა იაზროვნონ და თავიანთი ეპოქისთვის დამახასიათებელ შემბოჭველ სოციალურ თუ კულტურულ ნორმებს ზურგი აქციონ. ცხადია, ენდი უორჰოლი პირველი არ ყოფილა, ვინც ყოველდღიურობის ინტიმურ მხარეს ახლებური სიცოცხლე ჩაჰბერა და კოცნა ხელოვნებად აქცია. ადამიანებს შორის სიახლოვის ეს გამოხატულება უძველესი პერიოდიდან მოყოლებული წარმოადგენდა ხელოვანთა შთაგონების წყაროს. ამას ადასტურებს თუნდაც ბეთლემის მახლობლად აღმოჩენილი, აინ საქირის შეყვარებულების სტატუეტი, რომელიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 10 ათასი წლით თარიღდება და ერთმანეთზე გადახვეული წყვილის კოცნას ასახავს. კოცნის ხელოვნებაში გამოსახვის ისტორიის უკეთ აღსაქმელად თვალი გადავავლოთ გასული ორი საუკუნის რამდენიმე გამორჩეულ ნამუშევარს. ფრანჩესკო აიეცი, კოცნა (1859 წელი) იტალიელი ხელოვანი, ფრანჩესკო აიეცი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კოცნა ხელოვნების უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. აიეცი კარიერის დასაწყისშივე იყო დაინტერესებული ინტიმურობის ამ ფორმის შესწავლით, რასაც ადასტურებს ამ თემასთან დაკავშირებული მისი პირველი ნამუშევარი, რომეოსა და ჯულიეტას უკანასკნელი კოცნა, რომელიც 1823 წელს გამოიფინა და იტალიურ ხელოვნებაში ერთგვარი გარდატეხა მოახდინა. მთავარი სიახლე ის გახლდათ, რომ მხატვარმა თავისი პერიოდისთვის დამახასიათებელი უმწიკვლო და ნაზი ამბორის ჩვენების ნაცვლად ფერწერულ ტილოში ვნებით აღსავსე კოცნა გამოსახა. ჟან-ლეონ ჟერომი, პიგმალიონი და გალათეა (1890 წელი) ბერძნულ მითოლოგიაში საპატიო ადგილი უკავია კვიპროსის მეფეს, პიგმალიონს, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ხელოვნების ღვთაებრივი ნიჭით დაჯილდოებული მხატვარ-მოქანდაკე იყო და მის მიერ შექმნილ ნამუშევრებში გარეგნული მშვენიერება და შინაგანი ხასიათი ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს. ედვარდ მუნკი, კოცნა (1897 წელი) როგორც წესი, მუნკის სახელის ხსენება პირველ ასოციაციებს კივილთან აჩენს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ცნობილი ნამუშევარი ერთ-ერთია იმ ნახატთაგან, რომელიც კოცნასთან და რამდენიმე სხვა ტილოსთან ერთად, მუნკის ერთ სერიაში, კერძოდ, ცხოვრების ფრიზში ერთიანდება. ეს სერია თანამედროვე ურთიერთობების სხვადასხვა ეტაპს აღწერს და მოიცავს როგორც სიყვარულის, ისე სიძულვილის, ეჭვიანობის, შფოთვის, სიკვდილისა და სხვა ცხოვრებისეულ მდგომარეობებთან დაკავშირებულ თემატიკას. მუნკმა სერიაზე მუშაობა კოცნით დაიწყო და დასრულებას 30 წელი მოანდომა. გუსტავ კლიმტი, კოცნა (1907 წელი) ავსტრიაში მოგზაურთათვის არსებობს ასეთი გამოთქმა: "არასოდეს დატოვოთ ვენა კოცნის გარეშე" — და ის გუსტავ კლიმტის მიერ 1907 წელს შექმნილ კოცნით დასათაურებულ ნამუშევარს მიემართება. მართლაც, კლიმტის ყველაზე ცნობილი ნახატის მოუნახულებლად ავსტრიის დედაქალაქში არსებული ბელვედერის მუზეუმის დატოვება ისეთივე დანაშაულია, როგორც, მაგალითად, ლუვრში მონა ლიზას არნახვა, ან თუნდაც, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ვან გოგის ვარსკვლავებიანი ღამისთვის გვერდის ავლა. ამის მიზეზი ისაა, რომ ოქროსფერ ტონებში გადაწყვეტილი, სტილიზებული და ღრმა იკონოგრაფიის მქონე კოცნა დღემდე სიყვარულის ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ სიმბოლოდ რჩება. მარკ შაგალი, დაბადების დღე (1915 წელი) "მე მხოლოდ სიყვარული მაინტერესებს და, შესაბამისად, მარტო ისეთ რაღაცებთან მაქვს შეხება, რაც სიყვარულის თემის გარშემო ტრიალებს", — ეს სიტყვები მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდერნისტ მხატვარს, მარკ შაგალს ეკუთვნის. ის მიიჩნევდა, რომ სწორედ სიყვარული გარდაქმნიდა ხელოვანის შემოქმედებას ღირებულად. მართლაც, შაგალის შემოქმედებითი ინსპირაციის მთავარი წყარო მისი მეუღლე, ბელა იყო, რომელზეც მხატვარი, მიუხედავად ქალის მშობლების წინააღმდეგობისა, 1915 წელს დაქორწინდა.#კოცნა #კოცნაროგორცხელოვნება #ხელოვნება #მხატვრობა #ნახატები Tbilisi
+2
Someone .
Tbilisi · 1 year ago
Morning mood be like.. ❤☕☕
Someone .
Tbilisi · 1 year ago
🔥
Natia Imerlishvli
Lagodekhi · 2 months ago
დარჩისახლში
"მშვენიერება იმდენნაირია, რამდენნაირი დამნახავიცა ჰყავს." ოტია იოსელიანი My photo 🙃☀️💛💫
Taia Khekhelashvili
Gori · 2 months ago
ყვავილი, რომელიც გამუდმებით მზეს უმზერს. მხატვრების მუზა - მზესუმზირა
წარმოშობით სამხრეთ ამერიკული მცენარის მშვენიერება, უამრავი ხელოვანის შთაგონების წყაროდ ქცეულა. თაყვანისცემის, ერთგულებისა და დღეგრძელობის სიმბოლო - მზესუმზირა, რომელიც გამუდმებით მზეს უმზერს ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი მცენარეა, იგი დადებით ენერგიას პირდაპირ მზისგან ირეკლავს. #art #world #photo #photography #sun #sunflower
+16
Nazi Beridze
Batumi · 6 months ago
როგორ შეიძლება დაავადებას ვუწოდოთ ლამაზი, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც დაავადება მართლა ლამაზია... ჰეტეროქრომია, პიგმენტის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც გამოხატულია სხვადასხვა ფერის თვალებით. მიუხედავად იმისა, რომ ჰეტეროქრომიას ექიმები დაავადებად მიიჩნევენ, მე ვფიქრობ იგი შთამბეჭდავი მშვენიერება და სილამაზეა რაც ბუნებისგან საჩუქრად უნდა აღიქვა... #opinion
Someone .
Shindisi · 1 year ago
This shit moment! 🤣🙏