რა მიწერა ბრალდებულმა პედაგოგმა გარდაცვლილი 16 წლის გოგოს დედას

0
ჩემი აზრით ფსკერიც არსებობს და ფსკერიც. სახელმწიფომ აღძრა საქმე გარდაცვალების ფაქტის დადგომისთანავე და წაიღო სასამართლოში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილ სოფიო ნიკოლეიშვილის და სალომე ბარკერი წერს. „გარდაცვლილის ოჯახის წევრები არაფერს ვითხოვთ, გარდა სამართლის დადგენისა, არანაირი მექანიზმი დამატებით არ გვაქვს როგორც “დაზარალებულ მხარეს”, უბრალოდ ვარსებობთ და ველოდებით სასამართლოს. სულ რომ არ ვარსებობდეთ, სახელმწიფოს მაინც მოუწევდა ამ ყველაფრის გაკეთება და სისხლის სამართლის დევნის დაწყება. მიჭირს ამის ახსნა, მაგრამ მიწევს. დედაჩემისთვის იმის წერას, რომ “ეხლა ამით შვილს ვერ გააცოცხლებ და რად გინდა” არის უკიდურესი საზიზღრობა. მე მრცხვენია, რომ ამის უფლებას აძლევთ საკუთარ თავებს. და გაითვალისწინეთ, რომ სამართლებრივადაც ამძიმებთ ბრალდებულების მდგომარეობას, იმით რომ ცდილობთ დედაჩემზე ზემოქმედებას. რას თხოვთ, მართლა ვერ გავიგე, მაგრამ თუ რამის თხოვნის ტ***ი გაქვთ ვინმეს, მომმართეთ პირდაპირ მე. მადლობა“, – წერს სალომე ბარკერი. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სკოლა „ალბიონის“ პედაგოგებს გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა. ექსკურსიაზე დაღუპული მოზარდის საქმეზე პედაგოგები ბრალს არ აღიარებენ.
0