აჭარული ჩირბული

0
აჭარული სამზარეულო გამორჩეულია ფერთა გამით, არომატებითა და დამახასიათებელი ცხიმიანობით. ქართულ სამზარეულოში სპეციალურად საუზმისთვის ბევრი კერძი არ არის, თუმცა, ამ მხრივ აჭარული სამზარეულო გამონაკლისია. დღეს ჩვენს რუბრიკაში ერთ-ერთ ტრადიციული კერძს წარმოგიდგენთ, რომელიც, აჭარულ ოჯახებში ძალიან ხშირად კეთდება.
ჩირბულის მოსამზადებლად დაგჭირდებათ - პომიდორი - 6 ცალი; ზეთი - 50 მლ; ხახვი - 1 თავი ; მწარე წიწაკა - 1 ცალი; ნიგოზი - 1/3; ჭიქა; ნიორი - 2 კბილი; კვერცხი - 6 ცალი; ყვითელი ყვავილი - 1/2 ჩკ; ხმელი ქინძი - 1/2 ჩკ; ქინძი, კამა - 5-5 ღერი (სურვილისამებრ); ყორაო - კვაწარახი 15 გრ; მარილი - გემოვნებით. მომზადების წესი: წიწაკას ამოაცალეთ თესლი, დაჭერით მრგვალად, დაასხით ზეთი და გააჩერეთ 15–20 წუთი. დავასხათ წიწაკიანი ზეთი და შევწვათ ოქროსფერი ფერის მიღებამდე. დავამატოთ კანგაცლილი, წვრილად დაჭრილი პომიდორი, ნიგოზი, დანაყილი ნიორი, ერთი ჭიქა წყალი, მოვაყაროთ მარილი და ვთუშოთ დაბალ ტემპერატურაზე 5–8 წუთი. შემდეგ დაამატეთ დაკეპილი ან გახეხილი ნიორი. სანამ ეს მასა მოიშუშება, დაუმატეთ ყორაო, დაასხით წყალი და დაბალ ცეცხლზე 7-8 წუთს. შეაზავეთ მარილით. კარგად რომ მოშუშდება, დაამატეთ კვერცხები. დაახურეთ თავზე და დაელოდეთ კვერცხის მომზადებას. კვერცხი კარგად რომ მოიხარშება, გადმოდგით ცეცხლიდან და მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით! ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: Visit Ajara #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში
0