აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე აჭარაში 344 ტესტი ჩატარდა და ერთი პასუხი დადებითი აღმოჩნდა. შესაბამისად, აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე სამი ადამიანი შეადგინა.
ცნობილია, რომ პაციენტი თურქეთიდან შემოვიდა და იგი საკარანტინო სივრციდანაა.
არსებული ბოლო ინფორმაციით, კარანტინში იმყოფება 1587 პირი. საკარანტინო სივრცე 9318-მა მოქალაქემ უკვე დატოვა.
#აჭარა
#კორონავირუსი
#covid19
#batumidaily