ჩემ დაბადების დღეზე ჩამომისვენეს ნიკა..." - რა იცის ოჯახმა კიევში მოკლული ქართველი ბიზნესმენის საქმეზე

0
2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში, კი­ევ­ში ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ნი­კო­ლოზ და­ვი­თაშ­ვი­ლი მოკ­ლეს. და­ვი­თაშ­ვილს ახ­ლობ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, კი­ევ­ში საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით მყო­ფი ბიზ­ნეს­მე­ნი, სას­ტუმ­რო­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ "ფოლცვა­გე­ნის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­ი­ტა­ცეს... ნი­კო­ლოზ და­ვი­თაშ­ვი­ლის ქვრივს თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ის ერთ-ერთი ძვე­ლი თა­ო­ბის მო­დე­ლია და მოკ­ლულ ბიზ­ნეს­მენ­თან 15-წლი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და ორი შვი­ლი აკავ­ში­რებს. თიკა ამ­ბობს, რომ მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დე­გაც, საქ­მე ბუნ­დო­ვა­ნია და გა­მო­ძი­ე­ბა წინ არ მი­დის. უფრო მე­ტიც, უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი დუ­მან და ბოლო დროს მის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებ­საც აღარ პა­სუ­ხო­ბენ.თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და ბუნ­დო­ვა­ნი საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ: - რა ეტაპ­ზეა თქვე­ნი მე­უღ­ლის, ნი­კო­ლოზ და­ვი­თაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა? - ამ ეტაპ­ზე არა­ფე­რი არ ხდე­ბა. მომ­ხდა­რი­დან ორი თვის შემ­დეგ, ორი უკ­რა­ი­ნე­ლი, რომ­ლებ­მაც ჩემი მე­უღ­ლის გვა­მი გა­და­მა­ლეს და ჭაში ჩა­აგ­დეს, გი­რა­ო­თი გა­უშ­ვა უკ­რა­ი­ნის სა­სა­მარ­თლომ. თი­თო­ე­ულ­მა 7 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და, ესეც უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ი­დან გა­ვი­გე. სო­ფელ ბე­ლა­ცერ­კო­ვი­დან არი­ან ისი­ნი, გა­მო­რი­ცხუ­ლია ამ­დე­ნი ფული ჰქო­ნო­დათ.რო­დე­საც და­ვუ­რე­კე საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელს თა­ვი­დან უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია, იცი­ნო­და, მა­გათ გა­რეთ ვინ გა­უშ­ვებ­დაო. თუმ­ცა, მას შემ­დეგ რაც სა­იტს მივ­წე­რე, სა­დაც ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდა, მათ გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო, სა­ი­და­ნაც ცხა­დი იყო, რომ გა­უშ­ვეს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. გა­მომ­ძი­ე­ბელს ისევ და­ვუ­რე­კე და მი­თხრა, რა ვქნა, ჩვენ­თან ასე­თი კა­ნო­ნე­ბია და ეს ფული ნა­თე­სა­ვებ­მა გა­და­უ­ხა­დე­სო. შემ­დეგ ერთ-ერთი დამ­ნა­შა­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­პო­ვე და თე­ბერ­ვალ­ში ცი­ხი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი, მარ­ტის და­სა­წყის­ში სელ­ფებს აქ­ვეყ­ნებ­და, მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე იყო. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე ბრალ­დე­ბულს, ჩე­ჩე­ნი ეროვ­ნე­ბის მა­მა­კაცს, გვა­რად გა­კა­ევს, თით­ქოს­და მი­მალ­ვა­შია და ვერ პო­უ­ლო­ბენ.- უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მი­მართ გაქვთ ნდო­ბა? - იქ ისე­თი ჭა­ო­ბია, რომ ვერ წარ­მო­იდ­გენთ. მე არ ჩავ­სულ­ვარ უკ­რა­ი­ნა­ში, რად­გან პირ­ველ ეტაპ­ზე სა­შიშ­რო­ე­ბა იყო, შემ­დეგ პან­დე­მია და­ერ­თო. ჩვე­ნე­ბიც ვერ ერე­ვი­ან, რად­გან და­ნა­შა­უ­ლი უკ­რა­ი­ნა­შია მომ­ხდა­რი. ძა­ლი­ან გული დამ­წყდა შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე, იგი­ვე მაქვს გა­მოვ­ლი­ლი, მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემს მე­უღ­ლე­ზეც იგი­ვე გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, ახალ­გაზ­რდა, ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი მოკ­ლეს და არა­ვინ და­ინ­ტე­რეს­და... ნი­კას ტე­ლე­ფო­ნე­ბი დამ­ტვრე­უ­ლია და რა თქმა უნდა, ინ­ფორ­მა­ცი­აც წაშ­ლი­ლი იქ­ნე­ბა. სა­ა­თი მო­პა­რუ­ლია, ჯვა­რი და­კარ­გუ­ლი, მან­ტო, რო­მე­ლიც ეცვა, არ დევს საქ­მე­ში. 27 ნო­ემ­ბერს რო­დე­საც ნიკა რ გა­მოჩ­ნდა, და­ვი­წყე ძებ­ნა და მხო­ლოდ პირ­ველ დე­კემ­ბერს იპო­ვეს ცხე­და­რი. უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლიც იყო ნა­ქი­რა­ვე­ბი, თუმ­ცა იქამ­დე ვერ მი­ვიდ­ნენ და შემ­დეგ ორ უკ­რა­ი­ნელს და­ა­ვა­ლეს გვა­მის გა­და­მალ­ვა. ზუს­ტად არც ვი­ცით, რო­გორ მოკ­ლეს ნიკა - მან­ქა­ნა­ში ეს­რო­ლეს თუ რა მოხ­და. ამ საქ­მის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცის უკ­რა­ი­ნა­ში, ზე­ლენ­სკიმ­დეა მი­სუ­ლი, მაგ­რამ რა?- სა­ქარ­თვე­ლო­ში ვის მი­მარ­თეთ გა­მო­ძი­ე­ბა­ში და­სახ­მა­რებ­ლად? - ყვე­ლამ იცის და ყვე­ლა ჩარ­თუ­ლია. ვიცი, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­აც იყო საქ­მის კურ­სში ნი­კას ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო და­გეგ­მი­ლი, რომ გვა­მი არ უნდა გვე­პო­ვა. რო­დე­საც და­კარ­გუ­ლის მო­სა­ძებ­ნად ნი­კას ძმა და მა­მი­დაშ­ვი­ლი ჩა­ვიდ­ნენ უკ­რა­ი­ნა­ში, ისე­თი ამ­ბე­ბი მო­უ­წყო უკ­რა­ი­ნელ­მა მხა­რემ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მო­ა­ძე­ვეს, ამ­ბობ­დნენ, ჩეჩ­ნე­ბი გა­რეთ და­დი­ან და შე­იძ­ლე­ბა ესე­ნიც ჩა­ცხრი­ლო­ნო. პირ­ველ დე­კემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას ჩა­ვიდ­ნენ ჩვე­ნე­ბი, "ცეპი" უნდა ამო­ეც­ნოთ, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლი ჩე­ჩე­ნის ჯი­ბე­ში იპო­ვეს. რო­დე­საც ჩა­ვიდ­ნენ, სას­ტუმ­რო­ში მი­ვი­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და უთხრა, რომ ნიკა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შემ­დეგ ნი­კას მე­გო­ბა­რი ჩა­ვი­და და ოთხ დე­კემ­ბერს, ჩემ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩა­მო­მის­ვე­ნეს ნიკა...იპო­ვეს - რა­ი­მე სა­შიშ­რო­ე­ბას თუ გრძნობ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში? - არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი გრძნო­ბა არ ჰქო­ნია. 15 წელი ვი­ყა­ვი მისი მე­უღ­ლე, ხში­რად და­დი­ო­და ბიზ­ნე­სის გამო უკ­რა­ი­ნა­ში. ნიკა იყო ისე­თი პი­როვ­ნე­ბა, რომ ერთი წა­მი­თაც რომ და­ეშ­ვა მსგავ­სი რამე, სას­ტუმ­რო­და­ნაც არ გა­ვი­დო­და. მე დღეს ძა­ლი­ან ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვარ და ყვე­ლა­ზე ვფიქ­რობ. ორი მი­ზე­ზით იშო­რე­ბენ ადა­მი­ა­ნებს - პი­რა­დი თემა ან ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი. ნი­კას შემ­თხვე­ვა­ში პი­რა­დი გა­მო­ი­რი­ცხა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი ჭორი იყო. ათას სი­სუ­ლე­ლეს ამ­ბობ­დნენ, ვი­თომ ქა­ლის თემა იყო, ასე­ვე "შავი სამ­ყა­როც" ახ­სე­ნეს. არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და კავ­ში­რი არ ჰქონ­და შავ სამ­ყა­როს­თან. ქა­ლის თემა სა­ერ­თოდ გა­მო­რი­ცხუ­ლია. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ერ­თოს გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მე­ში ქარ­თუ­ლი მხა­რე, რად­გან ნიკა იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და მე მარ­ტო ქალი ამას ვერ შევ­ძლებ, გვერ­დით თუ არ და­მიდ­გნენ. - ვერ­სი­ებ­ში გა­იჟ­ღე­რა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ ნი­კას და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან ჰქონ­და ბიზ­ნეს ურ­თი­ერ­თო­ბა, თუმ­ცა ბოლო დროს აე­რი­ათ კავ­ში­რე­ბი... - დიახ, მი­შას დროს კე­ზე­რაშ­ვი­ლი მფარ­ვე­ლობ­და ნი­კას ბიზ­ნესს და არ დავ­მა­ლავ და მათ შო­რის იყო უთან­ხმო­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ მთავ­რო­ბას, მათ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. რო­დე­საც იმ დღეს ნიკა უკ­რა­ი­ნა­ში გაფ­რინ­და, იმ­დე­ნად მოკ­ლე შეხ­ვედ­რა ჰქონ­და და­ნიშ­ნუ­ლი, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გად­მოფ­რე­ნას აპი­რებ­და, მაგ­რამ ბი­ლე­თე­ბი არ იყო. იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ამ­ბო­ბენ, რომ შე­იძ­ლე­ბო­და თან­ხის გამო გა­ე­ტა­ცე­ბი­ნათ, მაგ­რამ გა­მო­რი­ცხუ­ლია. მე მა­შინ ნი­კას მე­უღ­ლე არ ვი­ყა­ვი, რო­დე­საც თვე­ნა­ხე­ვა­რი რუ­სეთ­ში ჰყავ­დათ თან­ხის გამო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ნი­კას იმ­დე­ნად უყ­ვარ­და სი­ცო­ცხლე, რომ ფუ­ლის გამო თავს არ მო­აკ­ვლე­ვი­ნებ­და, თან შე­ამ­ჩნევ­და, რომ ია­რა­ღე­ბით იყ­ვნენ.საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო შუ­ა­დღეს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­და­უ­წი­ეს, სა­ნამ არ და­ღამ­და. სიბ­ნე­ლეც აწყობ­დათ, რომ ღამე არ და­ე­წყო ვინ­მეს ძებ­ნა. ჩვენ­თან 12-ის ნა­ხე­ვა­რი იყო, იქ ათის ნა­ხე­ვა­რი. პირ­ვე­ლის ნა­ხე­ვარ­ზე დავ­წე­ქი და­სა­ძი­ნებ­ლად და სა­ში­ნე­ლი სიზ­მრით გა­ვიღ­ვი­ძე, მაგ­რამ რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი... ადა­მი­ა­ნი გზა­ში მე­გო­ნა. დღის 12 სა­ათ­ზე უნდა ჩა­მოფ­რე­ნი­ლი­ყო. მის­მა შვილ­მა და­მი­რე­კა, ბიჭ­მა, არ არის აე­რო­პორ­ტში და ხომ არ იცი რა ხდე­ბა, ხომ არ შე­ეც­ვა­ლა გეგ­მე­ბიო. და­ვი­წყე სას­ტუმ­რო­ში რეკ­ვა და ნო­მერ­ში არ ადი­ოდ­ნენ, არ გვაქვს უფ­ლე­ბა შე­ვა­წუ­ხო­თო. სამ­ჯერ დამ­ჭირ­და და­რეკ­ვა და სა­ნამ პო­ლი­ცია არ ვახ­სე­ნე, არ ავიდ­ნენ ნო­მერ­ში. მე­გო­ნა გული გა­უხ­და ცუ­დად, ამის უფრო მე­ში­ნო­და. სამი კაცი შე­ვი­და ნო­მერ­ში და მი­თხრეს, რომ ნივ­თე­ბი აქ დევს და თა­ვად არ არი­სო. ამის შემ­დეგ და­ვი­წყე მორ­გებ­ში რეკ­ვა, პო­ლი­ცი­ა­ში, ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში და რო­დე­საც მი­თხრეს, რომ არ­სად არ იყო, უკვე ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, მივ­ხვდი რა­ღაც ხდე­ბო­და. - გარ­დაც­ვლილს ექ­სპერ­ტი­ზა თუ ჩა­უ­ტარ­და? - დიახ, მაგ­რამ სა­მე­დი­ცი­ნო ექპერ­ტი­ზა არაფ­რის მომ­ცე­მი არ აღ­მოჩ­ნდა. ვე­ლო­დე­ბი კრი­მი­ნა­ლურ ექ­სპერ­ტი­ზას. ყო­ველ­დღე ვრე­კავ და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და მისი თა­ნა­შემ­წე უკვე ტე­ლე­ფონ­საც არ პა­სუ­ხო­ბენ. ახლა ვფიქ­რობ, ად­ვო­კა­ტი ავიყ­ვა­ნო. არ იყო ჩემი მე­უღ­ლე იმის ღირ­სი, რომ ასე გა­დავ­ფურ­ცლო და და­ვი­ვი­წყო. ახლა გიყ­ვე­ბით და თან არ მჯე­რა, რომ ეს ნი­კას და­ე­მარ­თა... ჩე­ჩე­ნი გა­კა­ე­ვი, რო­მელ­ზეც იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი მან­ქა­ნა, სა­დაც ნიკა მოკ­ლეს, ორ­ჯერ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­ყო­ფი, სექ­ტემ­ბერ­ში და ნო­ემ­ბერ­ში. 22 ნო­ემ­ბერს არის გაფ­რე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან და 25 ნო­ემ­ბერს ნიკა გაფ­რინ­და. ალ­ბათ აქ უნ­დო­დათ მო­ეკ­ლათ, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხეს, აქ მა­ინც ყველ­გან კა­მე­რე­ბია. ეს იყო და­გეგ­მი­ლი და შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა.გა­კა­ე­ვის მიერ არის მოკ­ლუ­ლი? - მან­ქა­ნა იყო მის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი, მაგ­რამ იქ იჯდა თუ არა, ვერ გე­ტყვით. კა­მე­რე­ბით ისე­თი რა­კურ­სით არის გა­და­ღე­ბუ­ლი, არ ჩანს. ჩე­ჩე­ნი შერ­ხან გა­კა­ე­ვი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იძებ­ნე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში, ნა­ო­მა­რი ადა­მი­ა­ნია. ვნა­ხე ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ ნიკა მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დო­მამ­დე უკან იხევს, ჩანს რა­ღაც არ მოს­წონს, მაგ­რამ ეტყო­ბა მან­ქა­ნი­დან უთხრეს, რომ არა­ფე­რი პრობ­ლე­მა არ იყო და ვი­ღაც ახ­ლო­ბელ­მა გა­იყ­ვა­ნა...
0