ცურვის წარმოუდგენელი სარგებელი ორგანიზმისთვის

0
?წყალი ავარჯიშებს ყველა კუნთს, მატებს სხეულს სიმკვრივეს, მოქნილობას და ძალას. ?საუკეთესო საშუალებაა ჭარბიო წონის დასაკლებად და ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად. წყალზე უბრალოდ ტივტივის დროსაც კი საათში 300-მდე კილოკალორიას ვხარჯავთ. ცურვისას ეს მაჩვენებელი ორმაგდება, ხშირად ოთხმაგდება კიდეც. რაც უფრო დიდი კუნთოვანი მასა აქვს ადამიანს, ენერგიაც მეტი ეხარჯება. ერთი კილომეტრის გაცურვისას ყოველ კილოგრამზე საშუალოდ 4 კილოკალორიას ვწვავთ. ?ფიზიკური დატვირთვის საუკეთესო სახეობაა მათთვის, ვისაც ხერხემლის პათოლოგია აქვს – სახსრები და ხერხემალი ხომ ამ დროს პრაქტიკულად არ იტვირთება. ძალიან კარგია სკოლიოზის, ბრტყელტერფიანობის, თავად ხერხემლის პათოლოგიების პროფილაქტიკისთვისაც. ?ავითარებს სასუნთქ აპარატს, ხელს უწყობს ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის ზრდას. დადგენილია, რომ გამოცდილ მოცურავეებს ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე სპორტის სხვა სახეობათა მიმდევრებს. ?ამაგრებს და აჯანსაღებს გულის კუნთს, არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აადვილებს ვენური სისხლის გულამდე მიტანას. ?საუკეთესო საშუალებაა სტრესის მოსახსნელად. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ღრმა სუნთქვის შედეგი არ არის, თუმცა არც მისი გავლენაა უმნიშვნელო. იქნებ წყალი იმიტომ გვამშვიდებს, რომ არსებობის პირველი თვეები ამ სტიქიაში გავატარეთ, ან იმიტომ, რომ ჩვენი ორგანიზმის 60%-ზე მეტი წყალია?
#სპორტი
#ჯანსაღიცხოვრება
#წყალი
#ცურვა
#ჯანმრთელობა
0