საქართველო საუკუნის წინანდელ უცნობ ფოტოებში

0
სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­არ­ქი­ვით არა­ერ­თხელ მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა ქუ­თა­ი­სელ­მა მა­მუ­კა აშ­ვე­თი­ამ. ფო­ტო­ებ­ზე მე-18 და მე-19 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქი და ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან აღ­ბეჭ­დილ­ნი. პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი აშ­ვე­თია, მათ შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებ­საც უამ­ბობს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და მოყ­ვა­რუ­ლი ფოტო-კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის მდი­და­რი ის­ტო­რი­უ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლე­ბით და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს თა­ვად მა­მუ­კა აშ­ვე­თია უამ­ბობს ჩვენს მკი­თხველს:- ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და ქუ­თა­ი­სის ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლი და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვიკ­ვლევ­დი მას. შემ­დეგ კი, სიძ­ვე­ლე­ე­ბის კვლე­ვა-ძი­ე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობ იმ ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც ასა­ხავს ქა­ლა­ქის არ­ქი­ტექ­ტუ­რას, მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის სა­ხეც­ვლი­ლე­ბებს.ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ქუ­თა­ი­სი­დან სხვა ქვეყ­ნებ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ბარ­გე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, მათ შო­რის ქარ­თვე­ლებ­მა, ებ­რა­ე­ლებ­მა, რის­თვი­საც ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ მათი...ქუ­თა­ი­სი ყო­ველ­თვის მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი ქა­ლა­ქი იყო და გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს რე­ლი­გი­უ­რი და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ფო­ტო­ე­ბი იწ­ვევ­და. კო­ლექ­ცი­ა­ში ასე­ვე მაქვს, თბი­ლი­სის, ცხინ­ვა­ლის, ტყი­ბუ­ლის, ონი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქე­ბის ფო­ტო­ე­ბიც. ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი ისაა, რომ ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო მა­სა­ლა უკვე ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბა, რო­მე­ლიც არ­სად და­ბეჭ­დი­ლა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ასე მკვლე­ვა­რე­ბის­თვი­საც, შე­იძ­ლე­ბა უცხო იყოს და თით­ქოს დღის სი­ნათ­ლეს ელო­დე­ბა... - ალ­ბათ გაქვთ გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ის მქო­ნე ფო­ტო­ე­ბი... - დიახ, თუმ­ცა სა­ნამ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ამ­ბებ­ზე გა­და­ვი­დო­დე, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის ამ­ბავს მოვ­ყვე­ბი, სა­ნამ იმ სახ­ლში გა­და­ვი­დო­დით, სა­დაც ახლა ვცხოვ­რობთ, ადრე, ჩემი ბე­ბია-ბა­ბუა სხვა ად­გი­ლას, ტი­პურ იმე­რულ ოდა­ში ცხოვ­რობ­დნენ, რო­მე­ლიც მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­შია აშე­ნე­ბუ­ლი. ჩემს მიერ ნა­პოვ­ნი სახ­ლის ფოტო 1939 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ერთი შე­ხედ­ვით არა­ფე­რი, მაგ­რამ ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია და ვი­ფიქ­რე, რომ სხვე­საც ასე­ვე და­ა­ინ­ტე­რე­სებ­დათ სა­კუ­თა­რი სახ­ლის წარ­სუ­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ას ძი­რი­თა­დად პო­ლო­ნურ და რუ­სულ სა­ი­ტებ­ზე ვპო­უ­ლობ, რად­გან გვინ­და თუ არა, საბ­ჭო­თა წლებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ძი­რი­თა­დად მათ ფო­რუ­მებ­ზეა, თან ავ­ტო­რე­ბი რუსი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი არი­ან - პლი­სეც­კი, ვო­ი­უც­კი, სლა­ვინ­სკი.შე­სა­ბა­მი­სად, მათ ნა­მუ­შევ­რებს არ­ქი­ვე­ბის ას­ლებ­სა თუ მუ­ზუ­ე­მე­ბის ელექტრო­ნულ გვერ­დებ­ზე ვე­ძებ... ასე ვი­პო­ვე, ბაღ­დათ­ში, ზე­კარ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, რო­მელ­ზეც ცოლ-ქმა­რია აღ­ბეჭ­დი­ლი და მწე­რა­ლი ცირა ყუ­რაშ­ვი­ლი და­მი­კავ­შირ­და - ჩემი ბა­ბუა-ბე­ბია არი­ან, სა­ო­ჯა­ხო ალ­ბომ­შიც კი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბო­და ეს ფო­ტოო.ჩემი ოჯა­ხი ებ­რა­ულ უბან­ში ცხოვ­რობ­და, ბა­ბუა ებ­რა­ე­ლებ­თან მუ­შა­ობ­და და მე­გობ­რობ­და, ბევ­რი მათ­გა­ნი ჯერ კი­დევ 70-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში წა­ვი­და ის­რა­ელ­ში, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა დღემ­დე არ შეგ­ვი­წყვე­ტია. ამი­ტომ ებ­რა­ელ­თა თე­მა­ტი­კა ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია. მუ­შა­ო­ბი­სას ერთხელ ებ­რა­უ­ლი უბ­ნის ფო­ტოს გა­და­ვა­წყდი, აღ­მოჩ­ნდა, რომ მას­ზე ჩემი მე­გობ­რის, ამ­ჟა­მად ის­რა­ელ­ში მცხოვ­რე­ბი მომ­ღერ­ლის იონი ილა­ნის უბა­ნი იყო ასა­ხუ­ლი, 40-იან წლებ­ში. რო­დე­საც გა­და­ვუგ­ზავ­ნე, ემო­ცი­ე­ბის­გან იტი­რა...ბა­ბუ­ა­მი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მა­მა­მი­სი ის­რა­ელ­ში წა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, თა­ვად იქ და­ი­ბა­და, მაგ­რამ მთე­ლი ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე სამ­შობ­ლოდ მი­იჩ­ნევს. მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და რო­დე­საც ერთი ქარ­თვე­ლი-ებ­რა­ე­ლი იგებს ამა თუ იმ ად­გი­ლი­დან ფო­ტოს არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, შემ­დეგ სხვე­ბიც მი­კავ­შირ­დე­ბი­ან - მანდ ბავ­შვო­ბა, უფ­როს თა­ო­ბას კი, ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი გვაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი და იქ­ნებ რამე იპო­ვო­თო...ხში­რად მეხ­მა­რე­ბა ჩემი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ტა­ლი ელი­გუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გად­მომ­ცა უნი­კა­ლუ­რი სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ალ­ბო­მი. მას­ში მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რე­ბი ქა­ლა­ქის საბ­ჭოს ხმოს­ნის, არონ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბის - იო­სე­ბი­სა და შა­ლო­მის ფო­ტო­ე­ბი ინა­ხე­ბა. იო­სებ ლი­გუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მა­შინ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილ­თან და ილია გოლდმან­თან ერ­თად, 1921-1945 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­ძუ­რი საფ­რან­გეთ­ში გა­ი­ტა­ნა და ასე გა­და­არ­ჩი­ნა და­კარ­გვას. - ასე­ვე ნა­ხუ­ლობთ ქა­ლა­ქე­ბის ძველ ფო­ტო­ებ­საც, არა? - დიახ. ახ­ლა­ხანს აღ­მო­ვა­ჩი­ნე ფოტო, რო­მელ­ზეც ქუ­თა­ი­სის თეთ­რი ხიდი, რეს­ტო­რა­ნი "იალ­ტა", მის წინ კი, პო­ლო­ნე­ლი აფ­თი­ა­ქა­რის, გრან რე­ლი­გი­ო­ნის აფ­თი­ა­ქია ასა­ხუ­ლი. ის მე-20 სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და უამ­რა­ვი ქუ­თა­ი­სე­ლის ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. ვა­პი­რებ წიგ­ნი გა­მოვ­ცე, სა­დაც ძველ ქუ­თა­ის­ზე, ასე­ვე, მე-19 სა­უ­კუ­ნი­სის ბო­ლო­სა და მე-20 სა­უ­კუ­ნის შუა პე­რი­ო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ზე ჩემს მიერ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნე­ბა ასა­ხუ­ლი. ასეთ დროს, სულ მახ­სოვს, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი რეზო ჭე­იშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი: "ის რაც შთა­მო­მავ­ლო­ბას, უნდა გა­და­ე­ცეს, მისი და­კარ­გვა და­ნა­შა­უ­ლია…"
0