ედუარდ შევარდნაძე - პოლიტიკური მიმოხილვა

0
1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შედეგად, არსებობა შეწყვიტა ქვეყნის აღმასრულებელმა, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებამ. ქვეყნის მმართველობის ფუნქციები ხელში აიღო სამხედრო საბჭომ. თენგიზ კიტოვანის, თენგიზ სიგუასა და ჯაბა იოსელიანის მეთაურობით. სამხედრო საბჭოს ინიციატივით, 1992 წლის მარტში ჩამოვიდა ედუარდ შევარდნაძე. აეროპორტში, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ე.შევარდნაძემ მაღალი შეფასება მისცა "ოპოზიციონერების" ნამოქმედარს და "სახალხო აჯანყება" უწოდა საქართველოში განხორციელებულ გადატრიალებას და ამით აქტიური დახმარება აღუთქვა დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლებს. მალე სამხედრო საბჭო სახელმწიფო საბჭოდ გარდაიქმა, სადაც ფართოდ იქნა წარმოდგენილი გამსახურდიას ხელისუფლების დაპირისპირებული კონტრელიტა- ყოფილი ოპოზიციური პარტიები, იტელიფენციის ნაწილი და კრიმინალური ელიტა. მათ ადგილები სახელმწიფო საბჭოში "დამსახურების" მიხედვით ერგოთი, ანუ იმის გათვალისწინებით, თუ რა როლი ითამაშეს მათ წინა ხელისუფლების დამხობაში. სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობის არჩევანს სიტუაცია განაპირობებდა და მოვლენების განვითარებას "გამარჯვებული ძალები" განსაზღვრავდნენ. მათ ეყრდნობოდა სახელმწიფო საბჭოს მეთაური, მაგრამ იგი, თავის მხრივ, ცდილობდა საკუთარი პოზიციების განმტკიცებას, როგორც სახელმწიფო საბჭოში გაერთიანებული პოლიტიკური ელიტის შიგნით, ისე მის გარეთ. სახელმწიფო საბჭომ იტვირთა არა მარტო ადმინისტრაციული, არამედ, აგრეთვე, კანონშემოქმედებითი ორგანოს როლიც. აღდგენილ იქნა 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და მისი კანონქვემდებარე აქტების ნაწილი. სახელმწიფო საბჭოს წევრებს კარგად ესმოდათ, რომ ეს ორგანო არ იყო კანონიერი ხელისუფლება და გამორიცხული იყო საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ასეთი ხელისუფლების და ქვეყნის აღიარება. ამიტომ, დღის წესრიგში დადგა ლეგიტიმური, კანონიერი, დემოკრატიული ხელისუფლების არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით. 1992 წლის 30 აპრილს, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი პარლამენტის, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, არჩევნების თარიღად დადგინდა 11 ოქტომბერი, რაც უდავოდ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა ქვენის დემოკრატიზაციის გზაზე. 29 ივლისს, სახლემწიფო საბჭოს სხდომაზე, 30 პოლიტიკური პარტიის ინიციატვით წამოყენებული იქნა მოთხოვა, რომ დეპუტატთა რაოდენობა მომავალ პარლამენტში 169-დან 180-მდე გაზრდილიყო, მაგრამ იმავე სხდომამ დეპუტატების რაოდენობა ედუარდ შევარდნაძის წინადადებით 234 დეპუტატით განსაზღვრა. სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარემ ავისი მოსაზრება იმით დაასაბუთა, რომ საჭირო იყო საქართველოს 84 ქალაქსა და რაიონს თავიანთი წარმომადგენლები ჰყოლოდათ პარლამენტში, "რაღა უკეთ გავრკვეულიავით მათ საზრუნავში"". ამ რაოდენობას დაემატებოდა პარტიული სიების მიხედვით პროპორციული წესით არჩეული 150 დეპუტატი. 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ღებულობდა 47 პარტია და ორგანიზაცია. აქედან 15 პარტია და ორგანიზაცია ოთხ ბლოკში იყო გაერთიანებული. პარლამენტში, პროპორციული წარმომადგენლობისა და საკომპესანციო სიების საფუძველზე, ოცდაოთხი პარტია და ბლოკი იქნა არჩეული. პარლამენტის თავჯდომარის პოსტზე კენჭს იყრიდა უალტერნატივო კანდიდატურა ედუარდ შევარდნაძე (დააგროვა ხმების 95%-ზე მეტი). საქართველოში ჩამოსულმა საერთაშორისო ურთიერთობის ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (ედი) 24 კაციანმა დელეგაციამ, რომლის შემდაგენლობაში იყვნენ აშშ, ევროპის და აფრიკის ქვეყნების პარლამენტარები, პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები, ექსპერტები, სპეციალისტები არჩვენების შედეგების შესახებ განაცხადეს: „ ყოველივე ის, რისი თვითმხილველიც იყო ჩვენი დელეგაცია, მიანიშნებს, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულ კანონიერებას მიანიჭებს ახალ მთავრობას და ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის მშვიდობიან შერიგებას საქართველოში.“ 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, აგრეთვე დადებითად შეაფასეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ნ. ნათაძემ, გიორგი ჭანტურიამ, აკ.ასათიანმა და სხვებმა. ამრიგად, ე. შევარდნაძის მეთაურობით, სხვადსხვა პოლიტიკური ძალების თანადგომით, ინტელიგენციის დიდი ნაწილის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევა და თავისი შემადგენლობით საკმაოდ „ჭრელი“ პოლიტიკური ძალების პარლამენტში გაერთიანება. აღნიშნულმა სათავე დაუდო, ედუარდ შევარდნაძის მმართელობითი პერიოდის დროინდელი, ნეონომენკლატურის სახელით ცნობილი, მმართველი პოლიტიკური ელიტის ფორმირების პროცესს. 1992 წლის 11 ოქტომბერს არჩეულმა პარლამენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის კონსტიტუციის მიღების საქმეში. ახალი კონსტიტუციის მიღება, ამერიკული დემოკრატიის მოდელის ქართულ ნიადაგზე გადმოტანის მცდელობას წარმოადგენდა. თუმცა, 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციას, რომელსაც ამერიკულ მოდელს ადარებენ, არაფერი არ ქონდა საერთო მასთან, წარმოადგენდა ავტორიტარულ რეჟიმზე გათვლილ საკანონმდებლო აქტს, რომელშიც მთელი ხელისუფლება აღმასრულებელ შტოში იყო გადაქაჩული და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, ყოფილი ცენტრალური კომიტეტების მდივნების ხელმძღვანელობით, სუპერსაპრეზიდენტო მმართველობას ამყარებდა ქვეყანაში. აღმასრულებელი ხელისუფლების პრიმატი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაზე ქვეშევრდომული, მორჩილებითი და პატრიარქალური კულტურის „ხელისუფლებრივი გამოხატულებაა.“ საქართველოს ე. შევარდნაძის დროინდელი მართველი ელიტის პოლიტიკურ კულტურაზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა ტოტალიტარული კულტურის მემკვიდრეობა, რომელიც მორჩილებითი კულტურის ორიენტაციების სიჭარბეში პოულობს გამოხატულებას. პოლიტიკური კულტურის ხელისუფლებრივი გამოხატულებაა საშემსრულებლო უნარ–ჩვევების დამკვიდრება მმართველი პოლიტიკური ელიტის საქმიანობაში, სადაც „ნომენკლატურული თამაშის წესების“ გარეთ გასვლა დასჯად ქმედებად ითვლებოდა. ტოტალიტარული, „ახალი ანტროპოლოგიური ტიპის“ ( ნ. ბერდიაევი) ადამიანების მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკურ პროცესში რეჟიმის იდეოლოგიური უზრუნველყოფა იყო. ბუნებრივია, ტოტალიტარული მმართველობითი პოლიტიკური აზროვნების მქონე ნეონომეკლატურული პოლიტიკური ელიტა, რომელიც ძირითადათ პარტოკრატებით იყო დაკომპლექტებული, უპირატესად საშემსრულებლო კულტურის მატარებლები იყვნენ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ პოლიტიკურ პროცესებზე და ხელს უწყობდნენ ნომენკლატურული კულტურის ხელახალ აღორძინებას. ე. შევარდნაძის ნეონომეკლატურული მმართველი ელიტა, სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელი „უმართვადი“, „ქაოსური“ პროცესების წინაშე და ძველი, საბჭოთა მეთოდებით, ძალისმიერი ხერხებით (სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობის პირობებში) აპირებდნენ კონფლიქტების დარეგულირებას და უმეტეს შემთხვევაში მათი ქმედებები არ ხასიათდებოდა ადეკვატურობითა და კრეატიულობით. ე. შევარდნაძის ნეონომენკლატურული მმართველობის დროს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში ხშირად ქურდული მენტალიტეტი ს, პატრიარქალური კულტურის მატარებელი ადამიანები იღებდნენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რადგანაც სახელმწიფოებრივმა კანონებმა, კონსტიტუციურმა უფლებებმა, მორალურმა ნორმებმა დაკარგა მნიშვნელობა: „ძარცვა-გლეჯის ქურდული კანონებით იყო შეცვლილი სახელმწიფოს კანონები, მეფობდა ქაოსი და გაუგონარი კრიზისი“-აღიარებს ე. შევარდნაძე.18 პატრიარქალური, ქვეშევრდომული პოლიტიკური კულტურის ელემენტების სიჭარბეს, გარდა ტოტალიტარული მემკვიდრეობისა და გარდამავალი პერიოდის ავტორიტარიზმისა, გარკვეული აზრით, განაპირობებს ქართულ ცნობიერებაში, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში ქურდული მენტალიტეტის ფართოდ გავრცელება: ძნელია ვისაუბროთ ქურდული ცნობიერების ეროვნულ ფესვებზე19, მაგრამ ერთი რამ ცხადია, საქართველოში ამ მოვლენამ მეტად ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა. ქართულ სინამდვილეში ვხვდებოდით მაღალი „ინტელექტის“ (ამ შემთხვევაში ინტელექტის საზომად ფორმალური განათლება ითვლება) ქურდულპატრიარქალური კულტურის მატარებელ ადამიანებს. მათი სიჭარბე შეიმჩნეოდა, როგორც ხელისუფლებაში, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში: სკოლებში, უმაღლეს სასწავლო დაწასებულებებში; მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობის ნაწილი პატრიარქალურ-ქურდული კულტურის და კანონების თაყვანისმცელები იყვნენ. „კარგი ბიჭის“ სტატუსის მოპოვება მათთან კავშირით ან მათ „იერარქიაში“ გარკვეული ადგილის ( მაგ; მაყურებლის სტატუსის) მოპოვებით იყო შესაძლებელი. მხატვრულ ნაწარმოებებშიც „გაიპარა“ „კანონიერი ქურდების“ მიმართ სიმპატიები. ცნობილია, რომ კრიმინალური სამყაროს სუბკულტურა რთული იერარქიული სტრუქტურისგან შედგებოდა(კანონიერი ქურდის სახელი გადმობირებულმა აგენტებმა თავის თავს უწოდეს, რაც ნიშნავდა ავტორიტეტის აღიარებას, რასაც ბანაკების ადმინისტრაცია ხელს უწყობდა და „აკანონებდა.“ და ქურდული კანონი მიუხედავათ მისი სხვადასხვა ინტერპრეტაციისა, ზოგადად ითვალისწინებდა: ქურდული იდეის ერთგულებასა და მხადაჭერას, სამართალდამცავ ორგანოებთან კონტაქტის აკრძალვას, სხვა „კანონიერ ქურდებთან“ ან ავტორიტეტებთან პატიოსან ურთიერთობას, თავის რიგებში ახალი წევრების მიმხრობას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დროდადრო ყოფნას, კარტის თამაშის უნარს, პოლიტიკურ საქმიანობაზე და ოჯახზე უარის თქმას და სხვა. პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციის სპეციფიკამ ქართულ სინამდვილეში გვაჩვენა, რომ განათლებული ადამიანებიც შესაძლოა იყვნენ მრევლის კულტურის მატარებლები: უფრო მეტიც, ქართულ სინამდვილეში არ დასტურდება გ.ალმონდისა და ს. ვერბას თეზისი22, რომლის მიხედვითაც, პატრიარქალური კულტურული ორიენტაციები დამახასიათებელია წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანებისთვის, რომლებსაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ პოლიტიკური პროცესის აქტორებზე, სისტემაში შემავალ და გამომავალ სიგნალებზე და ასეთი ორიენტაციები ჭარბობს აფრიკულ ტომებში, სადაც არ არის როლებითი დიფერენციაცია. ე.შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა „ქართული დემოკრატიის“ და „პოლიტიკური თამაშის წესების“ სპეციფიკური ფორმა; სიტყვის, პრესის, მაუწყებლობისწრეგადასულითავისუფლება, „უსარგებლო პლურალიზმი“23 ტოტალური კორუფცია, გაყალბებული არჩევნების „ქართული ტექნოლოგიები“ და მათი გამომგონებლების პრივილეგირებული მდგომარეობა. პრეზიდენტის საქმიანობა უფრო მეტად წააგავდა წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრის მოღვაწეობას, რომელსაც მეტი მხარდამჭერი ქვეყნის გარეთ ყავდა, ვიდრე შიგნით. გარკვეული აზრით, მისი მართველობის პერიოდში ხელსაყრელი საგარეო გარემო შეექმნა ქვეყანას გეოპოლიტიკური ფუნქციის ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით. თუმცა, ვერ გათვალა ძალთა თანაფარდობა საერთაშორისო ასპარეზზე და დროებით დაკარგა აფხაზეთი და სამაჩაბლო. იგი დიდი დიპლომატიური ნიჭით იყო დაჯილდოებული, ფლობდა მანევრირებისა და ხელისუფლების შენარჩუნების ხელოვნებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყანაში არნახული კორუფცია და ნომენკლატურული მმართველობის ტრადიციები განამტკიცა. ე. შევარდანაძის მმართველობის პერიოდში კორუფციის დონემ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. მართალია საბჭოთა პერიოდში საქართველო კორუფციის დონით რესპუბლიკებს შორის მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ნეონომენკლატურული ელიტის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ამ მაჩვენებელმა სრულ აპოგეას მიაღწია: უკვე შეუძლებელი გახდა ინსტიტუტების ფუნქციონირება, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაწყვიტა ურთიერთობა (2002 წ) საქართველოს ხელისუფლებასთან, ბიუჯეტი ვერ სრულდებოდა, პენსიების და ხელფასების გაცემის სისტემა სრულად მოიშალა, გარდა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთისა, “ სრული უკონტროლო გახდა პანკისის ხეობა, სადაც საერთაშორისო მასშტაბის ტერორისტები აფარებდნენ თავს, სახელმწიფო მოხელეების ხელფასები მიზერულ ნიშნულსაც ვერ აღწევდა, ხოლო მათი რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით მატულობდა, მარტო პოლიციელების რაოდენობა მთელი მოსახლეობის 1, 75% აღწევდა. კიდევ უფრო გაძლიერდა არ შემდგარი სახელმწიფოს მახასიათებლები. „ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი ნათლად მიუთითებდა, თუ როგორი სახელმწიფო ჩამოაყალიბდა „ქართველი მულა ომარის“, ანუ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს და რატომ მიანიჭა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2002 წელს საქართველოს ე. წ. „არშემდგარი სახელმწიფოს“ (ინგლისურად Failed State) სტატუსი, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, დე–ფაქტოდ სრულად შეესაბამებოდა საქართველოს იმდროინდელ რეალობას.“ გარდამავალი პერიოდის საქართველოში ედუარდ შევარდნაძის ნეონომენკლატურულმა ელიტამ დამოუკიდებელი მართვის სრული უუნარობა გამოავლინა, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით გამოიყენა არჩევნების გაყალბების ნაცადი და ახალი ქართული ტექნოლოგიები და შექმნა „გამყალბებლების პრივილეგირებული კასტა“, (რომლებმაც თავისი საქმიანობა წარმატებით გააჩაღეს სააკაშვილის ხელისუფლებაში), განამტკიცა არშემდგარი სახელმწიფოს მახასიათებლები, რომლის დადასტურებად იქცა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები. როგოც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ე. შევარდნაძის ნეონომენკლატურული ელიტის მმართველობის დროს ფართო გასაქანი მიეცა ტოტალურ კორუფციას, დაირღვა ტერიტორიული მთლიანობა, შეიქმნა მძიმე სოციალ-ეკონომიკური და კრიმინოგენური მდგომარეობა. ადგილი ჰქონდა, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების მოშლას. ასეთ სიტუაციაში, „მოქალაქეთა კავშირის“ ყველაზე „ერთგულ“ მებრძოლებს შორის წარმოიშვა ახალი ტიპის ოპოზიციური, ქარიზმული თვისებებით ზედმეტად დაჯილდოვებული ლიდერი, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ყოველივემ კანონზომიერად წარმოშვა 2003 წლის რევოლუციური პროცესები. წყარო : Openscience.ge
0