14 votes
2 comments
shares
Save
3 reads
Current News
Tbilisi · 1 year ago

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ!! -

რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ გა­ნა­ცხა­დეს, ხა­ზა­რა­ძე­სა და ჯა­ფა­რი­ძეს ბრა­ლი ედე­ბათ ჯგუ­ფუ­რად, 16 754 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, 2018 წლის 2 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სს თი­ბი­სი ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის და მო­ად­გი­ლის მიერ უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე.

მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ანა­ლი­ზის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლია შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ, მათ მიერ, ჯგუ­ფუ­რად, 16 754 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა (და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით).

ასე­ვე გვსურს გაც­ნო­ბოთ, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე დღეს და­ბა­რე­ბულ­ნი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მათ­თვის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის წარ­დგე­ნის მიზ­ნით.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა მ.ხა­ზა­რა­ძი­სა და ბ.ჯა­ფა­რი­ძის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვაწ­ვდით და­მა­ტე­ბით" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.


Current News
Tbilisi · 1 year ago
14
Write a comment