Facebook-ის უახლესი ვირტუალური რეალობის სათვალის კონცეპტი და ჰოლოგრაფიული ოპტიკის ტექნიკა

0
Facebook-ის Reality Labs-ის (FRL) გუნდმა ახალი ვირტუალური რეალობის სათვალის კონცეპტი წარადგინა, რომელიც ჩვეულებრივ მზის სათვალეს მოგაგონებთ. ეს საკმაოდ განსხვავებული დიზაინია ბაზარზე არსებული VR სათვალეებისგან. აქამდე ისინი არათუ სათვალის, არამედ თავსაბურავის ფორმას ატარებდნენ და თვალებთან ერთად, ხშირად ნახევარ სახესა და თავს ფარავდნენ. ფეისბუკის მიერ წარმოდგენილი დიზაინი კი მოხერხებულ, დიდ მზის სათვალეს ჰგავს და წესით, მეტად მსუბუქი და სატარებლად კომფორტული უნდა იყოს. გარდა ვიზუალური განსხვავებისა, მოწყობილობა ბაზარზე არსებული VR სათვალეებისგან ფუნქციურადაც განსხვავდება. მისი ეკრანის სისქე 9 მმ-ია და ის გაწვდით გამოსახულებას განსხვავებული ტექნიკის გამოყენებით. ფეისბუკის კვლევით განყოფილებაში ამ ტექნიკას ჰოლოგრაფიულ ოპტიკას უწოდებენ. უფრო კონკრეტულად, VR ეკრანების უმეტესობაში საერთო ხედვის ოპტიკას – მარტივ რეფრაქციულ ლინზას იყენებენ, რომელიც შედგება პლასტმასას ან მინის სქელი ნაჭრისგან. ფეისბუკის გუნდმა კი, დიზაინთან დაკავშირებული გადაწყვეტის კვალდაკვალ, ამ სისტემის ჰოლოგრაფიული ოპტიკით ჩანაცვლება სცადა. ჰოლოგრაფიულ ოპტიკა ლაზერული ნათების ლინზასთან ინტერაქციის ჩაწერის შედეგია. კიდევ ერთი ტექნიკა, რომელიც ამ მოწყობილობის შექმნისას გამოიყენეს პოლარიზაციაზე დაფუძნებული ოპტიკური საკეცია. მისი დხმარებითაც სივრცის დაზოგვა გახდა შესაძლებელი. სივრცის, რომელიც ეკრანსა და ლინზას შორისაა.
#FACEBOOK
#vr
#technology
#tech
#ახალიამბები
0