მედპერსონალის შეურაცხყოფა კანონით დაისჯება??
სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება.
საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მინისტრის პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან ერთად წარუდგინა.
ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის რამე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება.
ამჟამად საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილება.