ეს არის ჯგალის თემის ყოფილი ამბულატორია, სადაც სოფლის ექიმი და ექთანი არა მხოლოდ ჯგალის არამედ მიმდებარე სოფლების პაციენტებსაც იღებდნენ და პირველად დახმარებას უწევდნენ. ოთხი წლის წინ ამბულატორია დაიწვა და სოფლის ექიმს უწევს პაციენტების სახლში მიღება, მაგრამ სანიტარული ნორმების თანახმად გარკვეული პროცედურების ჩატარება არ შეუძლია. როგორ და რატომ დაიწვა აქ გასარჩევი არ არის, მაგრამ ვფიქრობ რომ ამხელა თემი იმსახურებს სრულფასოვან ამბულატორიას.