6 votes
3 comments
shares
Save
6 reads
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago

ხარისხის არხი ბრენდულ დასახელებას იცვლის და სამეფო არხი ხდება. ტელევიზიის დამფუძნებლის, გიორგი ასათიანის თქმით, სახელის შეცვლა დიდი ხნის განმავლობაში სურდათ.

"ეს 1999 წლიდან გვინდოდა. ჯერ ნავიგატორი ერქვა არხს, მერე დრო, მერე ხარისხის არხი, მერე დრო და მერე ისევ ხარისხის არხი. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო მონარქიული არსობრივი სტრუქტურის წარმოჩენა საზოგადოებისთვის; სიყვარულზე დაფუძნებული, ტოლერანტობაზე, ლიბერალურზე, კარგი გაგებით", — განაცხადა ასათიანმა.

ის განმარტავს, რომ თავიდან ხალხი ამას ვერ გაიგებდა, მაგრამ ახლა მათ ელექტორატი ყავს, რომელსაც უყვართ და მზად არიან ცვლილებისთვის. მისი თქმით, სამეფო ოჯახთან ექსკლუზიური მემორანდუმი აქვთ გამოფრმებული და მეფე-დედოფალთანაც ახლო ურთიერთობა აქვთ.


Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
6
Write a comment