0
ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა - ლარი გაუფასურდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 25 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9010 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8971ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0039-ით გაუფასურდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2343 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2390 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0047-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.6251 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6066 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0185-ით გაუფასურდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5070 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5100 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0030-ით გამყარდა.
0