0
სასტიკი მკვლელობა თბილისში - მოკლულები ძმები არიან (დეტალები) თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე "The Daily Georgia-მ” დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შეძლო. როგორც ირკვევა სასტიკი მკვლელობა მარჯანიშვილის 78 ნომერში მოხდა. მოკლულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ისინი ძმები არიან. თვითმხილველების თქმით ახალგაზრდებს მრავლობითი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით აქვთ მიყენებული. მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელი მაყუჩიანი იარაღიდან ისროდა. ცხედრები საცხოვრებელ ბინაში რამდენიმე საათის წინ იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. "The Daily Georgia-ს" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ამ წუთებში კი მისი იდენთიფიცირება მიმდინარეობს.
0