13 იანვარი

Byკალენდარი ფიდსზე | Calendar on FeedcGeorgia12 Jan, 2022
14
🌙🌙🌙 მთვარის მეთერთმეტე დღე. მეორე ფაზა. 🌗🌗🌗

13 იანვარს დაბადებულები

13 იანვარს წინააღმდეგობებით სავსე ადამიანები იბადებიან - ისინი თითქოს გაორებულნი არიან, ხან სიკეთესა და სიხარულს „აფრქვევენ“, ხან - სისასტიკესა და სიცივეს. შეუძლებელია მათი განწყობის პროგნოზირება, თუნდაც დაახლოებით განჭვრეტა, რას უნდა ველოდოთ მათგან. ასეთი გაორება მათ ყველაფერს უფუჭებს და წარმოადგენს, როგორც ცვალებად ადამიანებს, რომელთა ნდობა არ შეიძლება. ფინანსურად, როგორც წესი, უმართლებთ, თუმცა ფულადი სახსრების უუნარო განკარგვა მოწიფულობაში გაღარიბებასა და სხვადასხვა ნივთის დაკარგვას უქადის.
13 იანვარს დაბადებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წინ გეგმაზომიერი სვლა და ცხოვრებისეული სტატუსის ზრდა. ერთნი ბედმა კეთილდღეობით დააჯილდოვა, მეორენი კი - ამ კეთილდღეობის მოპოვებისთვის იბრძვიან. როგორც კი გადალახავენ ერთ ცხოვრებისეულ სტატუსს, უკან დაბრუნება უკვე აღარ სურთ და ახალი მწვერვალების დაპყრობის წყურვილით არიან შეპყრობილი. თუ მოახერხებენ თავიანთი „ღარიბული“ წარსულის უკან მოტოვებას, თავიანთ წარსულსა და წარმომავლობას დამალავენ. მათთვის ყველაზე ჩვეულია საშუალო კლასი ან მაღალი საზოგადოება. ამ დღეს დაბადებულები ისწრაფვიან მატერიალური კეთილდღეობის, მორალური კმაყოფილების, უსაფრთხოებისა და კომფორტისკენ. და აქ მთავარია წარმატებისკენ სვლა.                  
13 იანვარს დაბადებულებმა საკუთარი ბუნების საუკეთესო თვისებები უნდა დააყენონ პირველ რიგში - სიკეთე, დიდსულოვნება, მოთმინება და მათი მეშვეობით მიაღწიონ მორალურ კეთილდღეობას. ასევე უნდა ახსოვდეთ თავიანთი ფესვების, ახლობლების შესახებ, რომლებსაც ისინი უანგაროდ უყვართ.

ძველით ახალი წელი

ახალი წლის დადგომას მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა 1 იანვარს ზეიმობს, თუმცა არსებობენ ერები, რომლებიც ამ დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავენ, 1იანვარსა და 14 იანვარს, მათ შორისაა საქართველოც.ორი ერთნაირი დღესასწაულის არსებობა გამოწვეულია ორი კალენდარული სისტემის არსებობით, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ძველი და ახალი სისტემების ერთდროულად გამოყენებით.იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგება, ხოლო გრიგორიანული სტილით ეს დღესასწაული 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იულიუსის კალენდრის მიხედვით დამდგარი ახალი წელი, ანუ “ძველით ახალი წელი" ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება.საქართველოში ეს დღე ოფიციალურ დასვენების დღედ არაა გამოცხადებული, განსხვავებით 1 იანვრისაგან.თუმცა არანაკლები პომპეზურობით აღინიშნება.

მართლმადიდებლური დღესასწაულები :

ღირსი საბიანა 
გიორგი მცირის ცნობით, როცა გიორგი მთაწმინდელის მშობლებმა თავიანთი პირმშო შვილის, თეკლას ღვთისადმი შეწირვა - მონაზვნად აღზრდა გადაწყვიტეს, იგი წმიდა საბიანას - „ღირს და წმიდა“ დედაკაცს მიჰგვარეს, რომელიც იმ დროს სამცხის ტაძრისის დედათა მონასტერს წინამძღვრობდა. წმიდა საბიანამ „შეიწყნარა იგი, ვითარცა შვილი თვისი და კეთილად აღზარდა“.
შემდეგ ამ მონასტერში მიუყვანიათ შვიდი წლის გიორგი მთაწმინდელიც. იგი სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა წმიდა საბიანას მიერ კეთილად აღზრდილ საღმრთო „დედაკაცისა მისგან ღირსისა დისა თვისასა“.
წმიდა საბიანას შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება. „ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს“ (მათე 12, 33). წმიდა საბიანას ღვაწლი განცხადებულია მისი წინამძღვრობისდროინდელი მონასტრის ცხოვრებასა და მის აღზრდილებში.
მელანია რომაელი.

დღის საკითხავი:

ორი მგელი

ოდესღაც, დიდი ხნის წინ, მოხუცმა ინდიელმა, თავის შვილიშვილს, ერთი ამბავი მოუყვა.
— ყოველ ადამიანში, ისეთივე ბრძოლა მიდის, როგორიც ორ მგელს შორის შეიძლება მოხდეს. ერთი მგელი - ბოროტებას, შურს, ეგოიზმს, ამბიციას, ტყუილს... წარმოადგენს. მეორე - მშვიდობას, სიყვარულს, იმედს, თავაზიანობას, ჭეშმარიტებას, სიკეთეს და ერთგულებას.
პატარა ინდიელს, ბაბუას სიტყვები, სულის სიღრმემდე ჩასწვდა. ცოტა ხნით დაფიქრდა
და შემდეგ ჰკითხა:
— ბოლოს რომელი მგელი იმარჯვებს?მოხუცმა ინდიელმა გაიღიმა და უპასუხა:— ყოველთვის ის მგელი იმარჯვებს, რომელსაც კვებავ, ასაზრდოვებ.
წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ🌟მშვიდობიანად შემობრძანებულიყოს ძველით  ახალი წელი🎄🎄🎄
Byკალენდარი ფიდსზე | Calendar on FeedcGeorgia12 Jan, 2022
14