0
გორში, ფეშენ ვიკის დროს დაშავებული მუშა, კლინიკა გორმედიში გარდაიცვალა გორის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ორი დღის წინ "რეგიონ ფეშენ ვიქის" ბანერის გადატანის დროს სატვირთოდან გადავარდა, ცოტა ხნის წინ, "გორმედში" გარდაიცვალა. 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს. სამედიცინო ცენტრში ამბობენ, რომ პაციენტი სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობაში იყო და მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რამაზ ლამაზოღლის გარდაცვალების ფაქტს ოჯახის წევრების და ნათესავების ნაწილი უარყოფდა, მამის გარდაცვალება ჟურნალისტებს შვილმა, რაფიქ ლამაზოღლიმ დაუდასტურა.დაშავებულის შვილი ამბობს, რომ გასარკვევია, თუ როგორ აღმოჩნდა მამამისი სატვირთო ავტომანქანის ძარაზე. შვილისთვის ცნობილია, რომ მამამისი მუშაობდა დასუფთავების სამსახურში და ის სატვირთო ავტომანქანაზე არ უნდა აღმოჩენილიყო.
0