0
TOMORROWLAND-ის ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე 64 ნარკომოვაჭრე დააკავეს BRUSSELTIMES-ის ინფორმაციით, Tomorrowland-ის ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ბელგიის ქალაქ ბომში, პოლიციამ 24 ნარკომოვაჭრე და 231 ნარკომომხმარებელი დააკავა. პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ამოღებულია 820 ექსტაზის ტაბლეტი, რომელთაგან 75 ფალსიფიცირებული აღმოჩნდა. სამართალდამცავების მიერ აგრეთვე ჩამორთმეულია ნარკოდილერებისა და მომხმარებლებისთვის 139 გრამი კოკაინი, 198 გრამი MDMDA, 153გ კეტამინი და ასევე მარიხუანა. იმ ადამიანებს, რომელთაც პირადი მოხმარებისთვის აღმოაჩნდათ მსუბუქი სიძლიერის ნარკოტიკი, 75 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს, ხოლო მათ ვისაც მძიმე ნარკოტიკი ჰქონდათ, 150 ევრო გადაახდევინეს. გასულ წელს ამავე ფესტივალზე 63 ადამიანი დააკავა ბელგიის პოლიციამ ნარკოტიკის ვაჭრობის ბრალდებით.
0