0
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „თიბისისთან“ თანამშრომლობას წყვეტს რატომ აიღებენ ხელფასს უნივერსიტეტის თანამშრომლები "თიბისის" ნაცვლად "საქართველოს ბანკში" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „თიბისი ბანკთან“ თანამშრომლობას წყვეტს. აღნიშნულის შესახებ შეტყობინება უნივერსიტეტის თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით დაეგზავნათ. როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული, უნივერსიტეტის თანამშრომლები ხელფასს აგვისტოდან „საქართველოს ბანკში“ აიღებენ. ამასთან, მათივე ცნობით, ბანკის მომსახურების შეცვლასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა 26 ივლისს გაიმართება, სადაც თანამშრომლებს საშუალება ექნებათ ახალი ბანკის შეთავაზებებსა და პირობებს გაეცნონ. თავად უნივერსიტეტში კი განაცხადეს, რომ აღნიშნული მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება. მათივე ცნობით, "თიბისისთან" ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, რის გამოც მაისში სხვადასხვა ბანკებთან დაიწყო მოლაპარაკებები. "შემოთავაზებული პირობები "საქართველოს ბანკს" უკეთესი ჰქონდა და სწორედ ამიტომ მოხდა ბანკის ცვლილება. რაც შეეხება "თიბისის" მასთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს და ახლაც არაერთ პროექტში, მათ შორის "წერე ქართულად" და ა.შ. ვთანამშრომლობთ მათთან, "-აცხადებენ უნივერსიტეტში.
0