სამყარო ეგვიპტელების წარმოდგენით

0
ეგვიპტელთა წარმოდგენით ცა იყო 4 სვეტზე დაყრდნობილი სახურავი და ამ სახურავზე ღმერთები ცხოვრობდნენ, სხვა ვერსიით კი -უნაპირო ზღვა, რომელშიაც მზის ღმერთი ამონ-რა ციური ნავით დაცურავდა.ფანტაზია ცას ხატავდა ხან ქალღმერთ ნუტის სახით, რომელიც ხელ-ფეხით მიწას ეყრდნობა და მუცელზე ვარსკვლავები ჰქონდა განლაგებული , ან კიდევ ძროხად, რომლის მუცელსაც მნათობები ამკობდნენ, ხანაც ხედ, რომლის ტოტებზეც ღმერთები სხედან, გარშემო ტყეა;ერთი ვერსიით ცა ბუმბერაზი შევარდენია, ღვთაებრივი ღონით აღჭურვილი რომ მიჰქრის დედამიწის ზემოთ და თვალებად მზე და მთვარე ასხია.
#მითოლოგია
#ეგვიპტურიმითოლოგია
#საინტერესო
0