9 votes
4 comments
shares
Save
5 reads
The Daily Georgia
Tbilisi · 1 year ago

3 სტუდენტი საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ევროპაში მოგზაურობას იწყებს

სამმა სტუდენტმა საქართველოს, მისი ისტორიისა და ტურისტული ადგილების პოპულარიზაციისათვის პროექტი, სახელწოდებით SHARA - Georgia on Track შექმნა.

როლიკო ბაღათურია, დიმიტრი ობოლაძე და სტანისლავ მაჰულა ევროპის 7 ქვეყანაში იმოგზაურებენ და ინგლისურ და გერმანულ ენებზე დამზადებულ საინფორმაციო ბროშურებს დაარიგებენ.

საბოლოო ჯამში, 2 ქართველი და 1 უკრაინელი სტუდენტი გერმანიას, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთს, სერბეთს, ბულგარეთსა და თურქეთს ეწვევა. ისინი მოგზაურობას სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დიზაინის ავტომობილით მიუნსტერიდან დაიწყებენ.

„პროექტის სოციალური გვერდების მეშვეობით, დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ მოგზაურობისათვის თვალის დევნება, საქართველოს შესახებ საინტერესო ფაქტების გაცნობა და სურვილის შემთხვევაში, პროექტის ავტორებთან შეხვედრა რომელიმე ქალაქში, სადაც ისინი ადგილობრივებს საქართველოს უფრო დეტალურად გაეცნობიან. პროექტის ავტორები კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებენ ყველა იმ ადამიანს, ვიზეც საქართველომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, რათა საინფორმაციო მასშტაბი მაქსიმალურად გაიზარდოს და ერთობლივი ძალისხმევით საქართველო უფრო ცნობილი და პოპულარული ქვეყანა გახდეს. SHARA - Georgia on Track სამი მეგობრის მოხალისეობრივი პროექტია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია კამპანიის მხარდასაჭერად საკუთარი წვლილის შეტანა'', - წერენ პროექტის ავტორები.


The Daily Georgia
Tbilisi · 1 year ago
9
Write a comment