12 votes
comments
shares
Save
4 reads
The Daily Georgia
Tbilisi · 1 year ago

Nike-ის სპორტული ფეხსაცმელი აუქციონზე 437 ათას 500 დოლარად გაიყიდა

Nike-ის სპორტული ფეხსაცმელი აუქციონზე 437 ათას 500 დოლარად გაიყიდა. ეს თანხა მყიდველმა 1972 წელს შექმნილი ე.წ. მთვარის ფეხსაცმელში გადაიხადა, რომელიც მსოფლიო ბრენდმა მორბენალთა ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელთან ერთად შეიმუშავა.

მთვარის ფეხსაცმელი შეზღუდული რაოდენობით, სულ 12 წყვილი გამოვიდა. აქედან დღემდე ჩაუცმელ და ახალ მდგომარეობაში მხოლოდ ერთი წყვილი არსებობდა.

ვაჭრობა ნიუ-იორკში, სოთბის სახლში გაიმართა და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სოთბის აუქციონზე მსგავსი ლოტი გაიტანეს.

1972 წლის "ნაიკის" სპორტული ფეხსაცმელი კანადელმა ინვესტორმა და ავტომობილების კოლექციონერმა, მაილს ნადალმა შეიძინა.


The Daily Georgia
Tbilisi · 1 year ago
12
Write a comment