ვინ არიან გურამიშვილზე ჩაცხრილული 20 და 21 წლის ბიჭები
თბილისში, გურამიშვილის 78 ნომერში 20 და 21 წლის ბიჭები ჩაცხრილეს.
მეზობლების თქმით, ერთ-ერთი მოკლული შაკო ტყემალაძეა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულები ძმები არიან. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ერთ ერთ მათგანს შუბლში აქვს ტყვია ნასროლი.
ცხედრებიბი საცხოვრებელ სახლში ერთ-ერთის მამამ იპოვა.
მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელი მაყუჩიანი იარაღიდან ისროდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.