17 votes
0 comments
0 shares
Save
1 views
იოსებ ჰოკინგისტი
Tbilisi · 11 months ago

ჩემი პირველი პოსტი :) 😊


იოსებ ჰოკინგისტი
Tbilisi · 11 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ჩემთან მუშაობა ძნელია, მაგრამ საინტერესო - ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური ცხოვრების გზა
ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ირაკლი ოქრუაშვილი - ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის; ადამიანს, რომელმაც თავისი რვაწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე აღიარა მის მიერ დაშვებული შეცდომა. თუმცა, მანამ, სანამ ოქრუაშვილი სააკაშვილის ,,შეცდომად” გადაკვალიფიცირდებოდა, იყო ხანგძლივი პოლიტიკური გზა, რომელიც ამ ორმა პერსონამ ერთად განვლო. ოქრუაშვილს პრეზიდენტის ,,მარცხენა ხელსაც” კი უწოდებდნენ, ვინაიდან მარჯვენა ხელად ვანო მერაბიშვილი ინათლებოდა. ,,მიხეილ სააკაშვილს ახალი ,,რკინის კაცი” მუდმივად გადაჰყავს იქ, სადაც მოცემულ მომენტში ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ხორციელდება,” - წერდა 2004 წელს ჟურნალისტი ია ანთაძე. მართლაც, ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ირაკლი ოქრუაშვილი ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო და წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო. გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი ოქრუაშვილის წარსულიდან. ირაკლი ოქრუაშვილი აქტიურად მონაწილეობდა 2003 წლის ნოემბერში მომხდარ ვარდების რევოლუციაში, რის შემდეგაც, 2 დეკემბერს, დაინიშნა შიდა ქართლის გუბერნატორად. მალევე გენერალური პროკურორის პოსტი დაიკავა. შემდგომ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში სამთავრობო კარუსელი დატრიალდა: ჯერ შს მინისტრად დაინიშნა, მალევე კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. ამ პერიოდში ვრცელდებოდა ხმები ოქრუაშვილის შესაძლო დაპირისპირებაზე თავის თანაგუნდელებთან, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. 2005 წელს კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების საბაბით შიდა ქართლის რეგიონის პოლიციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რაც ზოგიერთმა გამოცემამ ოქრუაშვილის გავლენის შესუსტებისაკენ მიმართულ კამპანიად ახსნა, თუმცა მთავრობის წევრებმა უარყვეს ეს მოსაზრება. მოგვიანებით, გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში, ირაკლი ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ აგორებულ ინტრიგებზე საუბრობდა. ამის შემდგომ მიხეილ სააკაშვილმა მოულოდნელად ირაკლი ოქრუაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი დაატოვებინა და და ეკონომიკური განვითარების მინისტრად დანიშნა. სააკაშვილის სიტყვებით, ეს გადაადგილება „განაპირობა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაზე შეტევაა“. ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ და პოლიტოლოგმა კი ოქრუაშვილის გადაყენება მის მიერ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის ვადების თაობაზე კატეგორიულ განცხადებებს დაუკავშირა - ,,თუ ჩვენ 2007 წლის 1 იანვარს ახალ წელს ცხინვალში ვერ ვიზეიმებთ, მე აღარ ვიქნები საქართველოს თავდაცვის მინისტრი,”. ასეა თუ ისე, საქართველომ ეს ვერ შეძლო, ოქრუაშვილი კი თავდაცვის მინისტრის პოსტს დაემშვიდობა. ფაქტია, რომ ოქრუაშვილი საკადრო ცვლილებებით კმაყოფილი არ დარჩენილა და მას გული სწყდებოდა სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე. ამაზე ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან მისი პირველი შეხვედრა და მიმართვაც მოწმობს - ,,თანამშრომლებს მოგმართავთ, რომ მომეხმარეთ იმაში, რომ ჩემი ენერგიის კონცენტრირება მოვახდინო აქ იმიტომ, რომ ჩემი გული და სული რჩება ქართულ ჯარში... ჩემთან მუშაობა ძნელია, მაგრამ საინტერესო.” ამ განცხადებიდან ზუსტად ერთ კვირაში ოქრუაშვილმა მინისტრის თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა, კითხვები კი პასუხგაუცემელი დარჩა. თითქმის ერთი წლის შემდეგ იგი პოლიტიკაში დაბრუნდა და საკუთარი პარტია - ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” დააარსა, რომლის პრეზენტაციაზეც ხანგძლივი დუმილი დაარღვია და ყოფილ თანამოაზრესა და ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და მკვლელობების შეკვეთებშიც დასდო ბრალი - ,,მე არაერთხელ მიმიღია პრეზიდენტ სააკაშვილისგან დავალება ამა თუ იმ გავლენიანი და მნიშვნელოვანი ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ”. ოქრუაშვილი მის ამ განცხადებებს შეეწირა - ზუსტად ორი დღის შემდეგ ახალდაფუძნებული პარტიის ოფისშივე დააკავეს. ოქრუაშვილს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი. დაკავებიდან დაახლოებით ერთ თვეში, 2007 წლის ოქტომბერში გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ოქრუაშვილის დაკითხვის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი. ამ ჩვენებაში იგი უარყოფს მის მიერ გახმოვანებულ აბსოლუტურად ყველა ბრალდებას, მათ შორის პრეზიდენტის მიერ პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შეკვეთას და აცხადებს, რომ ეს განცხადებები ,,პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად” სჭირდებოდა. მაშინდელი გენპროკურორის მოადგილის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი თავად გამოთქვა, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს დარჩა განცდა, რომ ეს აღიარება მოპოვებულ იქნა დიდი ზეწოლისა და დაშინების შედეგად. აღიარებითი ჩვენების შემდეგყოფილი მინისტრი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საქართველო გაურკვეველ ვითარებაში დატოვა და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო საფრანგეთში. საფრანგეთში ოქრუაშვილი 2012 წლამდე დარჩა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აცხადებდა, რომ მას აღიარებითი ჩვენება იძულებით მიაცემინეს. 2012 წლის ნოემბერში ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც დააკავეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა მომდევნო წელს გაათავისუფლეს. გასული წლის ივნისში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ახალი პოლიტიკური მოძრაობა ,,გამარჯვებული საქართველოს“ დააარსა, თუმცა, ისტორია გარკვეულწილად განმეორდა - პარტიის დაფუძნებიდან მალევე იგი კვლავ დააკავეს. საქმე 20-21 ივნისის მოვლენებს ეხებოდა. რამდენიმე დღის წინ მას საქალაქო სასამართლომ 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.#ირაკლიოქრუაშვილი #პოლიტიკა #tbilisidaily
გიორგი სამხარაძე
Tbilisi, Georgia · 1 month ago
7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი ბიჭები გავდივართ, ვიდრე გოგოს მივწერთ
ინტროვერტი ბიჭები ორ კატეგორიად ვიყოფით: ისინი, ვისაც რომელიმე მიზოგინური ფეიჯი არ გვაქვს დალაიქებული ფეისბუქზე და არ ვთვლით, რომ ქალი კუხნაში უნდა ეგდოს; და მეორენი, რომლებიც ჩვენი ანტიპოდები არიან. შეიძლება მეტადაც ვიყოფით, მაგრამ ჯანდაბას მაგათი თავი. ვიდრე ფაზების ჩამოწერას შევუდგები, პრეტენზიული მკითხველის წინაშე პატარა ხარკს გადავიხდი და აღვნიშნავ, რომ პოსტი სრულიად სუბიექტურია და მიზნად განზოგადება არ მაქვს. მაშ ასე, 7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი, არამიზოგინი და ერთობ ჩვეულებრივი ბიჭები გავდივართ, ვიდრე მივწერთ გოგოს, რომელიც მოგვწონს. I ფაზა: ბჭობა დრო მიწერამდე: 3 დღე. სამი დღით ადრე ვიწყებთ რამდენიმე სანდო მეგობართან სრულმასშტაბიან კონსულტაციებს. მთავარი კონსულტანტი ძირითადად ახლო მეგობარი გოგოა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაგავაფრენდზონა. ამ ფაზის პირველი ნაწილი დაბრკოლებების ძებნაა. მაგალითად: “სინგლია? იქნებ არაა სინგლი? ვინმე ეყოლება. შანსი არაა!” “აუ, რა აზრი აქვს რო მივწერო? 5 წელში ამერიკაში მიდის და…” ასეთი დაბრკოლებების ძებნა და აღმოჩენა იმისთვის გჭირდება, რომ საბოლოო ჯამში არ მივწეროთ, მაგრამ თან, ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ გვინდა, იმას უნდა დაბრალდეს ყველაფერი. თუმცა, ახლო მეგობარი, რომელიც ამავდროულად ჩვენი მემატიანეცაა და კარგად გვიცნობს, გვაჯანჯღარებს, გვილაწუნებს და ყველა ასეთ ვერსიას, საკმაოდ წონიან არგუმენტს უხვედრებს. ბჭობის ფაზის მეორე ნაწილის დროს, ვასრულებთ მეგობრის მოცემულ დავალებებს. “დაულაიქე რაღაცები” - ყოველი დალაიქების მერე ამ მეგობარს ანგარიშს ვაბარებთ. რასაც დაახლოებით 5-6 “აი, ის დავულაიქე” მესიჯის მერე ამ მეგობრის კივილი მოჰყვება! “ვაიმე! მე ნუ მწერ, იმას მიწერე, იმას!” და ა.შ. :( შემდეგ უკვე მიდის განხილვა, თუ რა უნდა მივწეროთ: რამე ლინკი, თემაზე რომელზეც რაღაცა დააშეარა? რამეს რო დაასტატუსებს მაგის პასუხად კომენტარის ნაცვლად პიემში მივწეროთ? - ამაზე ჩემი ყველა მეგობარი თანხმდება, რომ ძალიან ბანძი ნაბიჯია. პირდაპირ კომპლიმენტი? - ამას უმეტეს შემთხვევაში თვითონაც ვხვდებით, რომ ბანძობაა და არ ვწერთ. აქ უამრავი ვერსია იდება, რომლეთა უმეტესობაც ძალიან ცუდია და ჩვენი ზემოთხსენებული მეგობარი სასტიკად აკრიტიკებს, თუმცა, ბოლოს ყოველთვის ამბობს: “რავი, ჩემთვის რო ეგ მოეწერათ, არ მომეწონებოდა და ის კიდე რა ვიცი, რა ტიპია”. II ფაზა: თავის გამოჩენა დრო მიწერამდე: 2 დღე მეგობრის რჩევით, ვალაიქებთ რაღაცებს. მის რადარზე და კოგნიტურ ბაზაში უნდა დავფიქსრიდეთ, მან უნდა შეიტყოს ჩვენი არსებობის შესახებ. მაგრამ, ვიღაც ხამი რომ ჩამოუვლის და 300 ფოტოს დაულაიქებს ნახევარ საათში, მასე არა. “დასტოინად”, ყოველი მეხუთე სტატუსი. საღამოს, 2-3 საათიანი პაუზის შემდეგ, პროფილის ის ფოტოც უნდა დავულაიქოთ, რომელიც ასე, 3-4 თვის წინ ეყენა. როგორც ჩემი მეგობარი ექსპერტები აღნიშნავენ, ამით მკვეთრად ვაფიქსირებთ ჩვენს ინტერესს, მაგრამ არ ვაფრთხობთ, როგორც მაგალითად ვიღაც შიზოიდი, რომელმაც ზღვაზე გადაღებული ფოტო ღამის 4-ზე დაულაიქა. აქა-იქ შეიძლება დავაკომენტოთ კიდეც. რამე კარგი ხუმრობა. ან საშუალო. ან რამე გიფი, ან სულაც მუსიკა. მთავარია, იმ ტიპებს არ დავემსგავსოთ, ტიტლიკანები რომ დატანტალებენ ერთდროულად 20 მდედრის სტატუსზე. ცხადია, ამ დროს ჩვენი ყოველი ნაბიჯი იცის ჩვენმა ექსპერტ-მეგობარმა, რომელიც უბრალოდ გვseenავს და ვიდრე რამე ღირებულს არ გავაკეთებთ აღარ გვეკონტაქტება. III ფაზა: განტვირთვა დრო მიწერამდე: 1 დღე მთელი დღის განმავლობაში ვბლოკავთ მას ჩვენი ტვინიდან. საერთოდ არ ვფიქრობთ მასზე. საჭიროა ძალების აღდგენა, ამდენ ლაიქს და კომენტს ძალიან ბევრი ენერგია და რესურსი მიაქვს. ცხადია, განტვირთვაშიც ჩვეულებრივი ინტროვერტული აქტივობები იგულისხმება. მაგალითად: სახლში ჯდომა და სერიალის ყურება რომელიმე სტრატეგიის ან შუთერის თამაში ფეისბუქის უაზროდ სქროლვა ევერესტზე ასვლა ჩამოსვლა ფიქრი იმაზე, რომ კარგი იქნებოდა ამ კარგ ამინდში გაგვესეირნა youtube-ზე უაზრო რაოდენობის ვიდეოების ყურება ვიკიპედიაზე სან-მარინოს ეროვნული გმირების ბიოგრაფიების კითხვა IMDB-ზე 300 ფილმის ვოჩლისტში ჩანიშვნა - რომელსაც არასოდეს ვუყურებთ. ამ დროს ტვინი და ემოციები ლაგდებიან და მზად არიან დიდი დღისთვის, რომელიც მალე დადგება. საღამოს მის თაიმლაინზე შევირბენთ და ვამოწმებთ რა დაწერა და გააზიარა სანამ ჩვენ ემო-შვებულება გვქონდა, ყველაზე კარგ პოსტს, ისე, სხვათა შორის ვალაიქებთ და გავდივართ. ოღონდ, ცხადია იმ გოგომ არ იცის, რომ სხვათა შორის დავალაიქეთ, მაგრამ მაგ დროს ზუსტად სასხვათაშორისე გამომეტყველება გვაქვს სახეზე - მთავარია, ჩვენ ვიცით -.- IV ფაზა: თავდაჯერებულობის ამაღლება დრო მიწერამდე: 10-8 საათი გაღვიძებისთანავე მუცელში პეპლები გვყავს, ოღონდ ეს სხვა პეპლებია, აი, რამე ატრაქციონზე, ნავებზე ან როლერკოსტერზე ჯდომისას რომ გეღუტუნება მუცელში, ეგეთი. ექსტრიმის განცდა. ამ დროს გვახასიათებს ჰუ-ჰუ-ჰუ ტიპის სუნთქვა და საკუთარ თავთან მეორე პირში ლაპარაკი. სჭარბობს ფრაზები: “კაი, შეჩემა!” “რა გჭირს, რა იყო!” “ნუ მაშინ ნუ მიწერ, ძმაო!” “ნუ აი, ყველაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს?” “მშვიდად! პანიკის გარეშე!” “დამიჯერე, რომ გეუბნები!” ამ ფაზაში, როგორც წესი, ჩვენი თავდაჯერებული ნაწილი იმარჯვებს. მაგას რა ენაღვლება, სადღაც, ჩვენი ტვინების ბნელ კუნჭულებშია ჩამალული და იქიდან, რა თქმა უნდა, დიდი გული ექნება. მაგრამ, როგორღაც ახერხებს, რომ მისთვის უცხო გარესამყაროში გამოვიდეს ხოლმე და გამოცდილი გენერალივით დაქოქოს უწრვერულვაშო ჯარისკაცი. მერე მიდის მინი ვარჯიშები, კისრის აქეთ-იქით გრეხვა, ხელების ქნევა ზემოთ-ქვემოთ, წელის ტრიალი და კვლავ ჰუ-ჰუ-ჰუ ტიპის ამოსუნთქვები. V ფაზა: ობიექტის გადამოწმება დრო მიწერამდე: 7-5 საათი ეს ფაზა კვლავ პასუხისმგებლობის აცილებასა და ობიექტზე გადაბრალებას ემსახურება. შევდივართ მის თაიმლაინზე და ვნახულობთ. რამე ნაკლი ხომ არ აქვს: “ტონი მონტანას ფოტო ხო არ აქვს დაშეარებული წარწერით: ასეთი დასტოინი ბიჭები მომწონს!” “ფაშისტი ხომ არაა?” “ბარაქის ხე ხომ არ აქვს გადაშეარებული?” “პრინცესობა ხო არ უნდა?” მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ ასეთი არაფერი სჭირს და სულაც ნორმალური და კარგი გოგოა - რადგან დამეთანხმეთ და, ნაკლი ყველას აქვს, ყველა უბერავს თავის პონტში - იარაღს ვყრით და ვეგუებით ბედს, რომ უნდა მივწეროთ და საამისოდ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. VI ფაზა: განწყობის შექმნა დრო მიწერამდე: 4-2 საათი ეს ფაზა ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ დროს ვუყურებთ ფრაგმენტებს საყვარელი ფილმებიდან, მაგალითად: ლეონიდასის და ქსერქსეს შეხვედრას Goodfellas-ში დე ნირო რომ ჯო პეშის გადახედავს და ანიშნებს ეს მასტი უნდა მოვკლათო Six feet under-ის ბოლო 5 წუთს როსის და რეიჩელის სიყვარულის გარკვევის მომენტს მაკონაჰისა და დი კაპრიოს სცენას Wolf of wall street-იდან პალაპატინისა და ანაკინ სქაივოქერის დიალოგს Star Wars-იდან გენდალფის ჩამორბენას როჰანის კლდეებიდან დაენერისის Dracarys-ს GOT-იდან Nemsis მონოლოგს დიდი კუშიდან და ვუსმენთ რამე დებილურ მუსიკას, მაგალითად გიხაროდენს. VII ფაზა: მოთელვა დრო მიწერამდე: 1 საათი - 3 წუთი ამ დროს ექსტრიმის პეპლები საოცარი სიმძლავრითა და სისწრაფით მოქმედებენ. კისრამდე ამოდიან, უკან ჩადიან და თვალებიდან სისხლი გვდის. ვდგებით კომპიუტერიდან, ვიწყებთ ბოლთის ცემას, ვეწევით ბევრ სიგარეტს, ვსვამთ აურაცხელი რაოდენობის ჩაის და ყავას, ვხტუნავთ, ვვარჯიშობთ, ჰუ-ჰუ-ჰუურად ვსუნთქავთ, ვფრუტუნებთ და ტვინის ბნელ კუნჭულებში ჩაძინებულ თვადაჯერებულ ალტერ-ეგოს ვუხმობთ, რომელიც ზლაზვნით მოდის იქიდან და მიწერამდე ან მოაღწევს ან ვერა. ბოლოს ღრმად ამოვისუნთქავთ და ნაძალადევად ვარწმუნებთ თავს, რომ მზად ვართ! მიწერა: ბოლო ფაზის გასვლის შემდეგ სრულად გვეკვეთება სასო, ანუ სასოწარკვეთილები ვხდებით და ბედს ვეგუებით, რომ უნდა მივწეროთ, სხვანაირად არ გამოდის, ის პეპლები უკვე ეგვიპტეს რომ შეესიენ იმ კალიებად იქცნენ, ჩვენი ტაილერ დერდენი არსად ჩანს, ენერგია და ნერვი აღარ გვაქვს შერჩენილი და ვხსნით ჩეთის ფანჯარას, და ვწერთ: ჰეი ავტორი: საბა ლეკვეიშვილი
აბესალომ ქოროღლიშვილი
Tbilisi, Georgia · 10 months ago
აბა ვნახოთ სატესტო პოსტი რას იზამს... ჩემი პირველი პოსტი ამ სოც.ქსელში.
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
მსახიობი ია სუხიტაშვილი კარანტინში მოათავსეს
“მოგესალმებით,მინდა თქვენი ყურადღება ცოტახნით დამითმოთ. დღეს ჩემი პირველი დღეა კარანტინში ყოფნის, (კარგად ვარ, ჯანმრთელად და მხნედ) თუ კი რომელიმე თქვენგანს კიდევ ეპარება ეჭვი იმაში თუ როგორი დონის უსაფრთხოების ზომებია დაცული ჩვენს ქვეყანაში?! .. იქნებ პოსტი ბოლომდე ჩაიკითხოთ და აზრი შეიცვლოთ, დიახ ეს ის შემთხვევაა როცა სიტყვაზე უნდა მენდოთ . მინდა უსაზღვროდ დიდი მადლიერება გამოვხატო თითოეული (ლარსის) მესაზღვრეების მიმართ მათი დაუღალავი შრომისთვის, სასწაული მობილიზაციაა, სათანადოდ მოწმდება ყველა რათა რისკი გამოირიცხოს,და დამოკიდებულება მგზავრების მიმართ ეს კიდევ ცალკე მოსაყოლი ამბავია. მადლობა თითეეულ იმ მძღოლს რომლებიც ჩვენთვის ამ საგანგებო სიტუაციაში თავდაუზოგავად მუშაობენ და მგზავრების უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე ზრუნავენ მადლობა ნუკრი ექიმს რომელიც ალბათ მეასედ მაგრამ დაუღალავად უხსნის ყველას, თითეეულ შემოსულ მგზავრს თუ რატომააა საჭირო დეტალური სამედიცინო შემოწმება და იზოლაციაში ყოფნა მადლობა სასტუმროს პერსონალს საოცარი მომსახურებისთვის და სიყვარულისთვის,ჩვენი განწყობის ამაღლებისთვის და მორთმეული უგემრიელესი მარწყვისთვის, საუკეთესოები ხართ. დაუღალავი მადლობა საქართველოს მედ პერსონალს და მადლობა ყელა ქართველ მოქალაქეს რომლის თვით შეგნება დარჩეს თვით იზოლაციაში მოწოდების სიმაღლეზეა და ბოლოს არანაირი უხეში კომენტარის ხილვა არ მსურს აქ მუდმივად უკმაყოფილო ადამიანებისა’’- წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.#covid19 #stopcovid19 #coronavirus
Giorgi Gvajaia
Tbilisi, Georgia · 1 year ago
ეს რა ,,ვოჟიკაცი” ყოფილა🙂👉🏻 უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პარტიის „ხალხის მსახურის“ სიის მეოთხე ნომრად, წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი დავით არახამია წარადგინა, იგივე დავიდ ბრაუნი. დავით არახამია, იგივე დავიდ ბრაუნი საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში. სიის წარდგენიდან რამდენიმე საათში, მან გამოაქვეყნა პოსტი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე👇🏻 „კარგი, სანამ დეპუტატი გავმხდარვარ, ჯერ კიდევ შემიძლია ვიყო თავისუფალი ადამიანი. დღეს, ჩამოვდივარ სცენიდან და მაშინვე მიახლოვდება ჟურნალისტი „დოიჩე ველეს“ ლოგოიანი მიკროფონით. საერთაშორისო ოფისის წარმომადგენელია და მუშაობს რუსეთის ფედერაციისთვის. - შეიძლება კითხვას დაგისვამთ? - მკითხეთ - როგორი დამოკიდებულება აქვს პუტინს „ხალხის მსახურთან“? - აზრზე არ ვარ, ვინ რაზე და რას ფიქრობს იქ თქვენთან... - და როგორი დამოკიდებულება აქვს პარტიას პუტინთან? - მე ჯერ არ ვიცი, რას ფიქრობს პარტია პუტინზე, მაგრამ შემიძლია საკუთარი შეხედულება გამცნოთ... - დიახ, რა თქმა უნდა. - იღებთ? - კი კი, თქვით. - ჩემი პირადი აზრია - „პუტინ ხუილო“. - კოლია, დროზე გამორთე კამერა. ვერ შედგა პირველი ურთიერთობა პრესასთან. და უცებ რომ აჩვენონ“...
Nanuka Zhorzholiani
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ესეც ჩემი პირველი პოსტი😍
Dakrine Kedelashvili
Tbilisi, Georgia · 1 year ago
ჩემი პირველი პოსტი ❤️
ლანა წურწუმია
Tbilisi, Georgia · 1 year ago
ჩემი პირველი პოსტი იყოს ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მიყვარს! ❤ გამარჯობათ✋
Khatuna Maghlakelidze
Tbilisi, Georgia · 1 year ago
კეთილი იყოს ჩემი პირველი პოსტი 😍😍😍
Mariam Lavrelashvili
Tbilisi, Georgia · 6 months ago
საყვარელი ადგილი და ჩემი პირველი პოსტი 🤸🏽🍷 #eveningthoughts