?ამ პოსტში ღამის პარიზზე გიამბობთ. გირჩევთ აუცილებლად აიღეთ ტური მდინარე სენაზე და საღამოს გემით გაისეირნეთ. ეს სიამოვნება 1 საათი გრძელდება და ისე გავა დრო ვერც გაიგებთ. მოივლით პარიზის ღირსშესანიშნაობებს. გიდი გიამბობთ თითოეული მათგანის ისტორიას. ტურები სხვადასხვა დროსაა, თუმცა ღამისას გირჩევთ. ნახავთ განათებულ ეიფელს, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია. ასევე თვალის მომჭრელია ალექსანდრე III
-ის ხიდი. ტურებს სხვადასხვა კომპანია ახორციელებს და ბევრი ადგილიდან გადის გემები.
ჩვენ ძალიან ბევრი ვიარეთ სანამ მივაგენით.
საბოლოოდ Saint Michel ხიდზე გადავედით ჩავედით კიბეებით და იქიდან გავყევით.
კრუიზის დროები: 10 a.m. to 10:30 p.m. დაახლოებით 30 წუთში ერთხელ დადის აქტიურ სეზონზე.
ფასი: 14-15€.
Paris
#nightparis
#რავნახოთპარიზში
#parisatnight
#eiffeltower
#traveladvice
#ბლოგერი
#travelwithme
#travelling
#travelblogger
#travel
#blog
#მოგზაურობა