0
თიკა ჯამბურია დააკავეს მომღერალი თიკა ჯამბურია პუშკინის სკვერთან დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალს სამართალდამცავებთან შელაპარაკება პარკირებასთან დაკავშირებით მოუვიდა. მომღერალი დედასთან და შვილთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯამბურია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული.
0