0
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. ინფორმაციას ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ადასტურებს მისი პარტიის წევრი გურამ ჩალაღაშვილი. როგორც ჩალაღაშვილმა განაცხადა, ისინი დიღმის ტერიტორაზე ავტომობილით გადაადგილდებოდნენ რა დროსაც სამართალდამცავებმა გააჩერეს და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
0