სპარტაკი ლეგენდარული თრაკიელი გლადიატორი, რომელიც მსოფლიო ისტორიაში პირველ ყველაზე დიდ მონათა ამბოხს ჩაუდგა სათავეში.
ძვწ 73 წელს სპარტაკი და რამდენიმე ასეული გლადიატორი გაიქცნენ ქალაქ კაპუადან მათ თავი ვეზუვის მთებს შეაფარეს.
სპარტაკმა მოხერხებული ხრიკით მოახერხა მის გასანადგურებად გაგზავნილი 3000 კაციანი რომალური არმის დამარცეხება სულ 200 გლადიატორით, ამის შემდეგ სპარტაკის არმია უზომოდ გაიზარდა და 100 000 მიაჰწია.
მან უამრავი რომაელი სარდალი დამარცხა და ბევრ რომაელ გენერალს ჯობდა ტაქტიკურ, სტრატეგიულ და ქარიზმატულ აზროვნებაში, მას რომის მეორე ჰანიბალსაც უწოდებნენ.
სპარტაკმა კინაღამ შეძლო და დამარცხა რომაელთა ყველა არმია იტალიაში, მაგრამ სენატმა მიიღო გადაწყვეტილება და რომის იმ დროინდელ უმდიდრეს ადამიანს მარკუს კრასუს მიმართა დახმარებისთვის რომელმაც პირადი თანხებით შეკრიბა და შეაირაღა რამდენიმე რომაული ლეგიონი, ასევე სენატმა კონსულები პომპეუსი და ლუკულუსი გამოიხმეს იტალიაში სპარტაკის შესაჩერებლად.
საბოლოდ სპარტაკი ძვწ 71 წელს კრასუსის ლეგიონებთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა და სანამ თვითონაც განგმირული დაეცემოდა კრასუსის 3 ცენტურიონი მოკლა სპარტაკის ცხედარს ვერ მიაგნეს და არც კრასუსი აღიარეს მის დამარცხებელად,
სპარტაკი კი ისტორიაში შევიდა როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლო უდიდესი გმირი