ამერიკის დამოუკიდებლობის დღე

0
შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს რთული ეპიდვითარებით ხვდება რთული ეპიდვითარებით ხვდება დამოუკიდებლობის დღეს შეერთებული შტატები, სადაც ახალი ანტირეკორდი დამყარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ის 57 500-მდე შემთხვევა გამოვლინდა. სულ შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 2 მილიონ 890 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 132 ათასს აღემატება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის 40-მდე შტატში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაუქმდა ან მათი ფორმატი შეიცვალა. დონალდ ტრამპმა ეროვნული დღესასწაული სამხრეთ დაკოტაში აღნიშნა. რაშმორის მთაზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ტრადიციული ფეიერვერკი მოეწყო.
0