დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ Netflix-ის 2020 წელს გამოსულ საუკეთესო პროექტებს.
ლაზიერის გამბიტი
ერთ არასწორ კომბინაციას შეუძლია თამაში წაგაგებინოთ, ხოლო არასწორ სვლას, სტრატეგია ჩაგშალოთ. სცენარისტმა მინი-სერიალში ყველაფერი დეტალურად გათვალა და შედეგად მიიღო შედევრი, რამაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. სერიალში ასევე ნახსენებია ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც სპორტის არაერთგზის გამარჯვეული გახლავთ.
ჰოლივუდი
Space Force
2019 წელს ტრამპმა ახალი კოსმოსური ჯარის შექმნა დაანონსა. ამ დროს, მსახიობმა სტივ კარელმა და ნეთფლიქსის პროდიუსერმა ეს შანსი გამოიყენეს და "ოფისის" ახალი, კოსმოსური ვერსია შექმნეს.
ედი
ჯაზ-ბარ ედის მფლობელ ელიოტს ცხოვრებაში ცუდი პერიოდი აქვს, მისი პარტნიორი განგსტერებმა მოკლეს, პოლიცია იმუქრება, რომ ბარს დაკეტავს, ყველაფერს ისიც ემატება, რომ მასთან ჩამოდის თინეიჯერი შვილი, რომელიც საშინელი ხასიათით გამოირჩევა. მელანქოლიური მინი-სერიალი ეხება ჯაზის მუსიკოსთა ცხოვრებას.
Unorthodox (2020)
ნეთფლიქსის ეს პროექტი წარმოადგენს დებორა ფელდმანის მემუარების თვითნებურ ეკრანიზაციას. გოგონა იყო ჰასიდის საზოგადოების წევრი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ებრაულ-ორთოდოქსული გაერთიანება ნიუ-იორკში. აქ ქალებს პარსავენ თმას, უკრძალავენ მეცადინეობას და კითხვას, ხოლო მათი მთავარი დანიშნულებაა იყონ ღირსეული დედები. 22 წლის გოგონამ მოახერხა, რომ გაქცეულიყო ბერლინში და ჩაებარებინა უნივერსიტეტში. მთავარი პერსონაჟის როლი, ებრაელმა მსახიობმა, შირა ჰაასმა შეასრულა.