votes
comments
shares
Save
აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს
40 reads
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi · 1 month ago

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს.

გადაწყვეტილება სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. სამთავრობო კომისიის წევრების რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 17 ოჯახს გამოეყოფა - 118 518 ლარი;

ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებულ რვა ოჯახს თითოეულს გამოეყოფა 20 000 ლარი;

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ერთ ოჯახს გამოეყოფა - 10 000 ლარი;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ ოთხოჯახს - 60 000 ლარი.


აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi · 1 month ago
Write a comment