სამყაროს ერთ-ერთი გიგანტური ვარსკვლავი უეცრად გაქრა

0
მეცნიერები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის მიმართ, რომ შორეულ გალაქტიკაში მდებარე ერთ-ერთი გიგანტური ვარსკვლავი მოულოდნელად გაუშინარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გიგანტური ვარსკვლავი მზეზე 2.5 მილიონჯერ უფრო კაშკაშაა. პირველად იგი 2001 წელს დააფიქსირეს და 2011 წლამდე პერიოდში მას მუდმივად აკვირდებოდნენ. როდესაც გასულ წელს მისი ხელახალი ხილვა დააპირეს ასტრონომებს ვარსკვლავი გამქრალი დახვდათ. მეცნიერები ამ მოვლენას ვერ ხსნიან, ვინაიდან ამ ზომის ვარსკვლავები შეუმჩნევლად არ ქრება და მას მასშტაბური ნათება ახლავს თან. ჯუჯა გალაქტიკა PHL 293B-ში მდებარე ვარსკვლავი, რომელიც დედამიწისგან 75 მილიონი სინათლის წელიწადით არის დაშორებული ასტრონომების ვარაუდით, შესაძლოა, საკუთარმა თავმა შთანთქა და შავ ხვრელად კოლაფსირდა. ხოლო, მეორე მოსაზრების თანახმად, ის გალაქტიკური მტვერით არის დაფარული და მისი დანახვა ამ მიზეზით ვერ ხერხდება.
0