0
ბრიტანეთის საბჭომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შემოქმედებითი ნაპერწკლის კონკურსის - „Big Idea Challenge” ნაციონალური ფინალის გამარჯვებულები დააჯილდოვა კონკურსი მოიცავდა სამ კატეგორიას: ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა და შემოქმედებითი იდეები. დასკვნით ღონისძიებაზე 9 ფინალური პროექტიდან 3 გამარჯვებული გამოვლინდა, მათგან ერთი კი „ქვეყნის ჩემპიონად“ დასახელდა. • ციფრული ტექნოლოგიების კატეგორიის გამარჯვებული პროექტი - IWANT (TSAA) - ლევან ტყემალაძე, გიორგი შეშაბერიძე, დავით პაიჭაძე; • სოციალური გავლენის კატეგორიის გამარჯვებული პროექტი - CHU (TSAA) - სალომე წიკვაძე, გურამ წიკვაძე; • შემოქმედებითი იდეების კატეგორიის გამარჯვებული პროექტი - SAPO (BTU) - ნაილი ვახანია, თენგიზ კავკასიძე; • „ქვეყნის ჩემპიონი“ - SAPO (BTU) - ნაილი ვახანია, თენგიზ კავკასიძე. “Big Idea Challenge” კონკურსანტებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან საშუალებას აძლევს თავიანთი ინოვაციური იდეები ფართო საზოგადოებას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააცნონ. კონკურსისთვის 300-ზე მეტი პროექტი შეიქმნა, მათ შორის 53 საქართველოდან.
0