0
კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულებამ 3 ლარს მიაღწია Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.9475 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2. 9131 კურსით დაიწყო. კომერციულ ბანკებში კი 1 ამერიკული დოლარის ღირებულებამ 3 ლარს მიაღწია. კერძოდ, ამ დროისათვის, „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2, 99 ლარად, ხოლო მისი გაყიდვა - 2, 89 ლარად შეუძლიათ; „საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის ყიდვა 2, 985 ლარად, მისი გაყიდვა კი 2, 895 ლარად არის შესაძლებელი; „ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ყიდვას მოქალაქეები ასევე 2, 99 ლარად, მის გაყიდვას კი 2, 90 ლარად შეძლებენ; „ტერა ბანკში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.985 ლარია; მისი ჩაბარება კი მოქალაქეებს 2.895 ლარად შეუძლიათ; 2, 975 ლარი ღირს ერთი დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, „ქართუ ბანკში“ კი მოქალაქეები დოლარის ყიდვას 2.97 ლარად შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ ლარმა არსებობის ისტორიაში 2, 91-ან ნიშნულს პირველად გადააბიჯა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9171 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2496 ლარია.
0