0
ადგილები თბილისში, სადაც ცხენის ხორცის რეალიზაცია დადგინდა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) განხორციელებული კონტროლის შედეგების ნაწილი გამოაქვეყნა, კერძოდ, ინსპექტირებისა და დოკუმენტური შემოწმების შედეგები. სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულია მათ შორის, მონიტორინგის, ანუ სურსათის (მათ შორის, სასმელი წყლის) ლაბორატორიული კვლევის შედეგები. სახეობრივი კვლევის შედეგების ნახვისას ჩანს, რომ თბილისში 6; ხოლო ქვეყნის მასშტაბით 49 ობიექტი შემოწმდა. დარღვევა კი მხოლოდ ორ შემთხვევაში დადგინდა და ორივე დედაქალაქში დაფიქსირდა. კერძოდ, როგორც შედეგებიდან ირკვევა, ორივე კვების ობიექტის შემთხვევაში აღმოჩენილია ცხენის დნმ. დარღვევები გამოვლინდა; გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მდებარე შპს , , კესოსა" (კაფე ბარი, რესტორანი) და ინტერნეტის ქუჩაზე მდებარე ინდმეწარმე ნინო ჩალიგავას კვების ობიექტში. რაც შეეხება სანქციებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ შემთხვევაში ობიექტი 1000 ლარიანი ჯარიმით, ხოლო მეორე - შემთხვევაში 200 ლარით დაჯარიმდა. ამასთან, ორივე შემთხვევაში მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გაეგზავნა.
0