ასტრალი და ქართული მითოლოგია . ნაწილი 2

0
ვფიქრობ , რომ გახუას სიზმრისმიერი მოგზაურობები შეგვიძლია ტრანსში მოგზაურობად აღვიქვათ. არ აქვს მნიშვნელობა რა სახელს დავარქმევთ. ცხადია , რომ ეს მოვლენა , როცა ძილის დროს მიღმიერ სამყაროში გადადიხარ საკმაოდ ხშირი მოვლენაა და ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ასტრალში გასვლის გამოცდილება. ისინი იღვიძებენ და საკუთარ სხეულს ხედავენ ზემოდან , სულის სახით არსებობენ და მოგზაურობენ შვიდ შრეში .
დაბალ შრეებში დაბალვიბრაციული არსებები არსებობენ , რომლებთანაც შეხვედრა არც ისე სასიამოვნოა . ასტრალის თეორიის მიხედვით ( ვამბობ თეორიას , რადგან არ შემიძლია დამტკიცება , მხოლოდ სხვისი გამოცდილების საფუძველზე) ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადგილას იმოგზაუროს, სადაც უნდა იქ მოხვდეს , მაგრამ მისი სხეული ისევ იმ ადგილას იქნება, სადაც დაიძინა.
თუ კი ეს ასტრალში მოგზაურობა ნამდვილია , მაშინ არ არის გასაკვირი ისიც , რომ შეიძლებოდა გახუასაც ასე ემოგზაურა ასტრალში და შემდეგ საკუთარი თავგადასავლები მოეყოლა . მოეყოლა როგორ შეხვდა სხვადასხვა არსებებს და ამით ხალხისთვის წარმოდგენა შეექმნა გარე სამყაროზე , სადაც დაიმონები არსებობენ.
იქნებ ეს ყველაფერი არც ისე მითიურია როგორც ახლა ჩვენ გვეჩვენება? იქნებ სწორედ ასტრალში გასვლის საფუძველზე გაჩნდა წარმოდგენები გარე სამყაროზე, დაიმონებზე , ასევე სწორედ აქედან წამოვიდა სიზმრის მნიშვნელობაც , რადგან როგორც ვიცით ადამიანების და ზებუნებრივი სულები ძირითადად სიზმრის საშუალებით ურთიერთობდნენ. აშკარაა, რომ ზოგადად ძილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის , როგორც რეალურ სამყაროში , ასევე მითოლოგიურ სამყაროშიც. ჩემი აზრით , ზღვარი რეალობასა და მითოლოგიას შორის ძალიან მკრთალია და ვფიქრობ , რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება . ყველაფერი რაღაცის შედეგია და ყველაფერს აქვს საფუძველი, იქნება ეს ადამიანის ასტრალზე დაფუძნებული წარმოდგენები და შემდეგ განვითარებული ფანტაზიები , თუ უბრალოდ რეალურ ცხოვრებაზე დაყრდნობით შეკოწიწებული .
#საინტერესო
#ქართულიმითოლოგია
#ასტრალი
#elysiumfields
0