0
ტურიზმის ადმინისტრაცია ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას იწყებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის - 2025 განახლებას და და ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას იწყებს. ეს პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პროექტის მხარდაჭერით ტარდება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ამასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრაც, რომელსაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, USAID-ის, სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. “USAID-ის მხარდაჭერით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იწყებს ტურიზმის სტრატეგიის განახლების პროექტზე მუშაობას, მომზადდება სამოქმედო გეგმა, რომელიც წლიდან წლამდე იქნება გაწერილი თუ რა მიმართულებით ვმუშაობთ. ეს ხელს შეუწყობს უფრო მეტი ქვეყნიდან საქართველოში მხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვიდნენ. ჩვენ განვსაზღვრავთ იმ სტრატეგიულ ქვეყნებს, სადაც მოხდება სწორ პლათფორმებზე საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელება. ბუნებრივია ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ტურიზმის მიმართულებით, რაც იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის და ხალხის დასაქმებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის - 2025 USAID-ის დაფინანსებით და საკონსულტაციო კომპანიების Solimar International-ის და DAI-ის ჩართულობით განახლდება.
0