0
უშუქოდ დარჩენილ მაღალმთიან სოფლებში მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდება. მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, კახეთისა და იმერეთის 87 სოფლის 178 ოჯახში სპეციალური სისტემების მონტაჟი სექტემბრიდან დაიწყება და იანვრის ბოლომდე დასრულდება. მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებულია მხოლოდ იმ სოფლებისთვის, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან. მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) უწევს. დახმარების ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლების ინვენტარიზაცია და პროგრამის მენეჯერის შერჩევა მიმდინარეობს, რომელიც ადგილზე პანელების დამონტაჟების ზედამხედველობას და ოჯახების გააცნობს ინფორმაციას პანელების ტექნიკური შესაძლებლობებისა და გამოყენების შესახებ. პროცესში ჩართული არიან მუნიციპალიტეტების მერები და სახელმწიფო რწმუნებულები. მზის პანელების მიწოდება-მონტაჟსა და თანმდევ საგარანტიო მომსახურებას კომპანია „იუჯითი“ განახორციელებს. ბატარეებზე მწარმოებლის გარანტია 25 წელია. ეს არის საქართველოს მთავრობის მეორე ინიციატივა, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ფონდი ასევე აფინანსებს ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობების ინტერნეტიზაციას, რომელიც დღეს მდგომარეობით აქტიურად მიმდინარეობს.
0