"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ხელისუფლებას თურქეთში საზღვრის გახსნისკენ მოუწოდა, მისი თქმით დასავლეთ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სეზონური სამუშაოების დახმარებით ოჯახებს მთელი წელი ინახავენ.
"ეს არის ამ ადამიანებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო და ამ სამი თვის განმავლობაში, ჩვენი ერთი მოქალაქე დაახლოებით 8-დან 10 ათას ლარამდე აგროვებს, რითაც ოჯახს ინახავს მთელი წლის განმავლობაში." - განაცხადა უგულავამ
მან ასევე აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაციას გაგებით ეკიდება, თუმცა საჭიროა შემუშავდეს ისეთი მექანიზმები, რომ მოსახლეობამ წესების დაცვასთან ერთად მუშაობაც შეძლოს.
"გახსენით თურქეთთან საზღვარი, მანამ, სანამ დასავლეთ საქართველოში, პირდაპირი მნიშვნელობით, შიმშილი არ დაწყებულა" - მიმართა მან ხელისუფლებას.
#გიგიუგულავა
#თურქეთი
#კორონავირუსი
#აჭარა
#ბათუმი
BatumiDaily