0
23 ივლისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და CENN-ის თანამშრომლობით ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალი სტუდენტური პროგრამა — მწვანე ეკონომიკის სკოლა გაიხსნა. პროგრამა მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო რესურსების დაკავშირებას მიმდინარე სახელმწიფო და საერთაშორისო ეკონომიკურ პროგრამებთან. სკოლის ფარგლებში 20 სტუდენტი შეირჩა, რომლებიც სამომავლოდ სკოლის ამოცანაზე მორგებულ ბიზნეს მოდელებს შექმნიან. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.marketer.ge/mcvane-ekonomikis-skola/
0