ვინ იყო სილამაზის ეტალონად აღიარებული ქალბატონი?

0
სილამაზის დედოფლად აღიარებულ ამ ქალბატონს ქუთაისში „გვირილობის“ დღესასწაულის დამაარსებლად მიიჩნევენ. მისი თაოსნობით მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში „გიმნაზისტკები“ ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. საშა ჩიქოვანი გიმნაზიელებს საკუთარი ხელით ურიგებდა ცოცხალ გვირილებს. ამბობენ, რომ გიმნაზიელები ჩუმად იხსნიდნენ მიმაგრებულ ყავავილებს, რომ ხელახლა შეხვედროდნენ საშა ჩიქოვანს. საკინძეზე მიმაგრებული ყვავილი შემდეგ ქუთაისის სიმბოლოდ იქცა.
საშა (ალექსანდრა) ჭილაია 16- 17 წლის გოგონა ყოფილა, როცა თავად ჩიქოვანს მშობლიური სოფლიდან ჩამოუყვანია, მისთვის კარგი განათლება მიუცია, ინტელიგენტ ქალად უქცევია და შემდეგ ცოლადაც შეურთავს. სილამაზის და განათლების წყალობით საშამ მალევე დაიკავა შეუცვლელი ადგილი ქუთასისის საზოგადოებაში. სწორედ ის იყო ერთ-ერთი იმ ქუთაისელ ქალბატონთაგანი, რომელზეც ამბობდნენ - პარიზში როცა ახალი კაბის მოდელი შემოვიდოდა, ერთ კვირაში ეს კაბა ქუთაისელ ქალებს ეცვათო. სწორედ ასეთი ძვირფასი პარიზული ნაჭრით შეუკერავს ერთხელაც კაბა საშას, მორიგი მეჯლისისთვის. სხვა ქალსაც, საშას ჯიბრზე, იმავე ქსოვილისგან შეუკერავს კაბა. საშამ ეს გაიგო და როცა ეს მოქიშპე ქალბატონი და სხვა სტუმრები მიღებაზე მივიდნენ, ეს ქსოვილი შპალერად გაკრული დახვედრიათ
#საინტერესო
#ისტორია
#პიროვნება
#kutaisidaily
#ხელოვნება
0