აუცილებელი რამ რაც უნდა ვიცოდეთ ცურვის შესახებ თავდაცვის მიზნით

0
ცურვა სპორტის ერთადერთი სახეობაა, რომელსაც უკუჩვენება თითქმის არ გააჩნია. თუ რომელიმე ქრონიკულ დაავადებას უჩივით ან რამდენიმე წელია, პასიურ ცხოვრების წესს მისდევთ, ცურვის სტილისა და დატვირთვის ინტენსივობის შესარჩევად უმჯობესია სპეციალისტს მიმართოთ. თუმცა რამდენიმე გამონაკლისი აქაც არის:

1.

ბრონქული ასთმით დაავადებულებს ცურვას არ ურჩევენ, რადგან ჰიდროსტატიკური წნევა სუნთქვას აძნელებს. მეორე მხრივ, გამთბარი და ნოტიო ჰაერი, პლუს სწორი სუნთქვა, დაავადების კონტროლის საკმაოდ კარგი საშუალებაა. ქლორმა კი ასთმის დროს მართლაც შეიძლება გაგვირთულოს ცხოვრება. ასეთი ადამიანებისთვის მიზანშეწონილია აუზები, სადაც წყალს ულტრაიისფერი სხივებით უტარებენ დეზინფექციას.

2.

ძლიერი სისხლძარღვოვანი უკმარისობისას, როცა პაციენტს აწუხებს თავბრუხვევა, გულისრევა, უჭირს წონასწორობის დაცვა, ცხადია, სრული დატვირთვით ცურვა არ არის მიზანშეწონილი. ამ დროს ვარჯიში ნაკლებად ღრმა წყალში უნდა დაიწყოთ და დატვირთვის ინტენსივობა თანდათანობით ზარდოთ.

3.

წყალში ძალიან ნელა უნდა ჩახვიდეთ – სიცივე სისხლძარღვებს ავიწროებს და გული იძულებული ხდება, მეტი დატვირთვით იმუშაოს. სწრაფმა ჩაყვინთვამ შესაძლოა მიოკარდიუმის ჟანგბადოვანი შიმშილიც კი გამოიწვიოს.

4.

თუ ჯანმრთელობას არ უჩივით, ბანაობა შეგიძლიათ დაიწყოთ, როცა ჰაერის ტემპერატურა – 21-23°c-ს, ხოლო წყლისა 16°c-ს მაინც მიაღწევს, შედარებით სუსტებს კი ვურჩევთ, 25-26°c-ს დაელოდონ.

5.

არ დაგავიწყდეთ საერთო წესი: ვარჯიშამდე მოთელვაა საჭირო. მოსათელად გამოდგება მარტივი სავარჯიშოებიც, კონტრასტული შხაპიც, სხეულის დაზელაც.
#სპორტი
#ჯანსაღიცხოვრება
#ჯანმრთელობა
#ჯანმრთელობისთვის
#ცურვა
0