13 votes
0 comments
0 shares
Save
17 views
ლადო ნიკურაძე
Batumi · 11 months ago

მტირალას ეროვნული პარკი


ლადო ნიკურაძე
Batumi · 11 months ago
Similar Posts
Batumi Daily
Batumi, Georgia · 2 months ago
3 ადგილი აჭარაში, რომელიც კარანტინის დასრულებისთანცე უნდა დალაშქროთ
კორონავირუსის პანდემიამ ყველას გვაიძულა, სოციალური დისტანცია დაგვეცვა და გარეთ გატარებული დრო მაქსიმალურად შეგვეზღუდა. ბევრი ადამიანისთვის ეს მძიმე აღმოჩნდა - განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც დღე და ღამე მოგზაურობასა და მოძრაობაზე ოცნებობს. ამბობენ, პანდემიის გავრცელებას სახლში ყოფნით თუ შევანელებთ, მაგრამ როგორც კი გადაივლის, სახლში გაჩერება ალბათ არ მოგვინდება. თუ თქვენც აქტიურად დასვენება გირჩევნიათ და ყოველთვის გინდოდათ, ლაშქრობებში სიარული დაგეწყოთ, პანდემია როგორც კი გადაივლის, აჭარაში გაეშურეთ სამოგზაუროთ. აქ შემოგთავაზებთ სამ ადგილს რეგიონში, რომლის დალაშქვრაც აუცილებლად ღირს. 1. მწვანე კონცხი მწვანე კონცხზე ადრეც დავწერეთ, იქ მდებარე ბოტანიკური ბაღი ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. ხშირად ერთი დღით მიდიან და მცენარეებს ათვალიერებენ. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ბოტანიკურ ბაღში კემფინგიც შესაძლებელია. 15 ლარად შეგიძლიათ, ბაღი დაათვალიერთოდ და საკუთარი კარვით ბოტანიკურ ბაღში ღამეც გაათენოთ. მწვანე კონცხი ბათუმთან საკმაოდ ახლოსაა და თუ დიდხნიანი ლაშქრობები არ გიყვართ, იდეალური გამოსავალია. ქალაქიდან ბოტანიკურ ბაღამდე რამდენიმე ავტობუსი დადის. 2. მტირალას პარკი მთამტირალას პარკში ყველაზე მარტივად ჩაქვიდან მოხვდებით, რადგან ვიზიტორთა მიღების ცენტრი სოფელ ჩაქვისთავთანაა ახლოს. პარკი იმითაა გამორჩეული, რომ ბუნებრივ სილამაზესთან ერთად, ხელმისაწვდომია. ბილიკები მარკირებულია და საკემპინგე ადგილები კეთილმოწყობილი. პარკი მეგენაიშვილის #13-ში მდებარეობს. 3. მაჭახელას ეროვნული პარკი ეს პარკი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ლამაზი ხედებით გამოირჩევა. პარკის ახლოს შეგიძლიათ ციხე-სიმაგრეების ნანგრევები და სხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობებიც ნახოთ, პარკი ტერიტორიაზე კი ბუნებსი მრავალფეროვნებით დატკბეთ. თუ საკუთარი კარავი არ გაქვთ, შეგიძლიათ ის აქ 10 ლარად იქირაოთ. მაჭახელა გაგაოცებთ ბილიკების ნაირფეროვნებითა და აჭარისთვის დამახასიათებელი რელიეფებით. #აჭარა #ლაშარობა #კემპინგი #batumidaily
დათო სარხანიძე
Batumi, Georgia · 10 months ago
მტირალას ეროვნული პარკი
სულხან მეფარიშვილი
Batumi, Georgia · 1 year ago
მტირალას ეროვნული პარკი ბათუმი
სულხან მეფარიშვილი
Batumi, Georgia · 1 year ago
მტირალას ეროვნული პარკი. ბათუმი.
ლადო ნიკურაძე
Batumi, Georgia · 1 year ago
მტირალას ტბა
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi, Georgia · 3 months ago
აჭარა
20 აუცილებლად სანახავი ადგილი აჭარაში 1.მახუნცეთის ჩანჩქერი 2.შუამთა და შუამთის ტბები 3.ხიხანის ციხე 4.ციხისყელი 5.ვაგო 6.ვარდციხე 7.მწვანე კონცხი 8.მირვეთის ჩანჩქერი 9.მირვეთის თაღოვანი ხიდი 10.გონიოს ციხე 10.პეტრას ციხე 11.ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი 12.ნურის ტბა 13.მტირალას ეროვნული პარკი 14.მახუნცეთის ჩანჩქერი 15.ბათუმი 16.ბეშუმი 17.ჭაჭის კოშკი 18.ბაკოს ჩანჩქერები 19.ტყუპი ჩანჩქერი 20.ტბიყელის ტბა #goodplaces #opinion #photo #funny #design #goodvibes #georgia #tourism
Batumi Daily
Batumi, Georgia · 3 weeks ago
მაჭახელას ეროვნული პარკისთვის 120 000 ევრო გამოიყო
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მაჭახელას ეროვნული პარკი, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 120 000 ევროს ღირებულების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის მაჭახელას ეროვნული პარკთან დაკავშირებით ხელშეკრულება მიმდინარე კვირას გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ მაჭახელას ეროვნული პარკი ბათუმიდან 30 კმი-ის დაშორებით მდებარეობს და იგი 2012 წელს, უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვის მიზნით, შეიქმნა. მაჭახელა ეროვნულიპარკი ბათუმი BatumiDaily
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
სად შეგიძლიათ იმოგზაუროთ აჭარაში დასვენებისას?
შიდა ტურისტებს ზღვაზე დასვენების პარალელურად, აჭარაში მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტებზე შეუძლიათ იმოგზაურონ. ამ ეტაპზე, რეგიონში 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული. მათ შორის რეგიონის სტუმრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რამდენიმე საინტერესო ტურისტულ მიმართულებას სთავაზობს. ღვინის ტური ადგილობრივი ღვინის სახეობებისა და ტრადიციული აჭარული კერძების დაგემოვნების მსურველები აუცილებლად უნდა ესტუმრნონ ქედას, რომელიც გარდა მევენახეობისა ულამაზესი ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით გამორჩეული მუნიციპალიტეტია აჭარაში. ღვინის ტურისას გარდა საოჯახო მარნებში სტუმრობისა შესაძლებელია რეგიონში პოპულარული მახუნცეთის ჩანჩქერის, თაღოვანი ხიდების და სხვა ისტორიული ძეგლების მონახულება. ისტორიულ-კულტურული მარშრუტი სხალთა-ხიხანის ისტორიულ-კულტურული მარშრუტი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით გამორჩეული მიმართულებაა მთიან აჭარაში. ზღვის დონიდან 1180 მეტრ სიმაღლეზე გაფანტული ტრადიციული აჭარული სახლები, სადაც რეგიონის კულტურა და უახლოესი წარსული მოგზაურის თვალწინ ცოცხლდება აჭარული ყოფის თვალსაჩინო მაგალითია. ხეობის სავიზიტო ბარათად XII-XIII საუკუნის ხიხანის ციხე, სხალთის მონასტერი, ადგილობრივი სამზარეულო და ფოლკლორი ითვლება. სათავგადასავლო მარშრუტი ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის სათავგადასავლო მარშრუტი ალპურ ზონაში მდებარეობს. მასზე მოგზაურობისას ტურისტი გაივლის ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი - მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტს მარშრუტზე შეუძლია. მოგზაურობა აჭარულ სოფლებში ულამაზესი ბუნებითა და სტუმართმოყვარე მასპინძლებით გამორჩეულ აჭარულ სოფლებში მოგზაურობა ცალკე ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ადგილობრივი ტრადიციებისა და ისტორიის გაცნობაში ეხმარება ტურისტებს. თუკი სოფელი მერისის სავიზიტო ბარათი უნიკალური მერისული ფოლკლორია, მაჭახელას მკვიდრები ხეობის ისტორიულ-კულტურული წარსულით იწონებენ თავს. წარსულში მოგზაურობას ჰგავს სოფელი თაგოც, სადაც სოფლის ორღობეებში სეირნობისას ტრადიციულ აჭარულ სახლებს, პატარა ეზოებს, ნალიებზე გამოფენილ ჭირნახულსა და მომღიმარე მასპინძლებს შეხვდებით. ველომარშრუტი ველომოყვარულებისთვის საინტერესო ტურისტული მარშრუტია მირვეთის ველომარშრუტი, რომელიც ბათუმიდან იწყება და ქალაქიდან 23 კილომეტრში მდებარე ულამაზეს, აჭარულ სოფელ მირვეთში სრულდება. სოფელში, საპიკნიკე ტერიტორიასთან სტუმრებს საშუალება აქვთ მოინახულონ მირვეთის ჩანჩქერი, XII საუკუნეში აგებული თაღოვანი ხიდი და ულამაზესი ბზების ხეივანი. იქვე შესაძლებელია კარვების გაშლა, მდინარეში ბანაობა და პიკნიკის მოწყობა. ეკოტურისტული მარშრუტები ეკოტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში მდებარე 4 უნიკალური დაცული ტერიტორია სწორედ რომ აღმოჩენაა. მტირალას, კინტრიშის, მაჭახელას ეროვნული პარკები და ისპანის ჭაობი თავისი ბიომრავალფეროვნებითა და ხელუხლებელი ბუნებრივი სიმდიდრეებით საოცარ გარემოს ქმნის თაგადასავლების მოყვარულთათვის. დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას ადგილობრივი კერძების დაგემოვნების, ფოლკლორის მოსმენისა და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულების საშუალება კი დამატებითი სიამოვნებაა იმათთვის, ვინც წარუშლელი შთაბეჭდილებებისა და დადებითი ემოციების ძიებაშია. მთიანაჭარაში მოგზაურობის მსურველებს ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 577 909093, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე შეუძლიათ.
Batumi Daily
Batumi, Georgia · 1 month ago
რა არის "ქემფინგი" და რატომ აჭარაში?
ქემფინგი ინგლისური სიტყვაა, რომელიც ბოლო დროს ტურიზმში აქტიურად გამოიყენება. სინამდვილეში "ქემფინგი" იგივეა, რაც ლაშქრობა - ბუნების მოყვარულები მიდიან ღია სივრცეში, შლიან იქ კარავს და დასვენების დღეებს სუფთა ჰაერზე ატარებენ. აჭარაში ქემფინგისთვის ყველა პირობაა როგორც მთებში, ასევე ზღვაზე. ზაფხულის ცხელ დღეებში მთები უფრო პოპულარულია სიგრილის მოყვარულთათვის. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო საზღვარი ჯერ-ჯერობით ჩაკეტილია და სხვა რეგიონებთან შედარებით უკეთესი ეპიდსიტუაცია გვაქვს, ადგილობრივი ტურიზმით დაკავებისთვის ხელსაყრელი დროა. თან, შეგვიძლია აჭარის აღმოჩენა - ბევრმა მხოლოდ ბათუმი და რამდენიმე ადგილი იცის მახლობლად, მაგრამ აჭარის მთები ბევრ საიდუმლოს ინახავს. ადრე დავწერეთ, სად შეიძლება აჭარაში ქემფინგზე წასვლა - მაგალითად, ბოტანიკურ ბაღში, მტირალას მთაზე, ხულოში, შუახევში, ქედაში. დღეს კი მოგიყვებით, რატომ უნდა დავკავდეთ ქემფინგით. ქემფინგს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად კარგი აქტივობაა. ბევრი ადამინისთვის ის სტრესის დასაძლევი საშუალებაა. პანდემიით გამოწვეული 3-თვიანი იზოლაციის შემდეგ, ბუნებაში გასვლა სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. სტრესთან ერთად, მთებში ნელი სიარული ასევე კარგი ვარჯიშიცაა. სახლში ყოფნისას სიარულს გადავეჩვიეთ, მოძრაობის ნაკლებობამ კი შეიძლება ჰიპოდინამია გამოიწვიოს. ქემფინგის დროს ძილის ხარისხიც გაუმჯობესებულია. მართალია, თავიდან კარავში ძილი შეიძლება უჩვეულო იყოს, მაგრამ მთებში ძილი საათობით სიარულის შემდეგ გაცილებით უფრო სასარგებლოა. ადამიანის ორგანიზმს სრულფასოვანი ძილი სჭირდება ენერგიის აღსადგენად. ბოლოს, ქემფინგი ან კარგი სოციალიზების, ან განმარტოების საშუალებაცაა. თუ ადამიანებთან კონტაქტი ამ სამი თვის განმავლობაში მოგაკლდათ, მეგობრებთან დროის გატარების და მათი უკეთ გაცნობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა მათთან ერთად მთების დალაშქვრაა. ხოლო თუ პირიქით, იზოლაციაში დიდ ოჯახთან ერთად აღმოჩნდით, მარტო ლაშქრობა განმარტოების საშუალებაც შეიძლება იყოს - მხოლოდ თქვენ და მხოლოდ ბუნება. ქემფინგი ბუნება აჭარა ლაშქრობა batumidaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 2 months ago
ბერდვოჩინგი: აჭარის უცნობი ტურისტული მხარე
საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა სახის ტურიზმია განვითარებული. აჭარას, როგორც წესი, ეკოტურიზმსა და საზღვაო ტურიზმს უკავშირებენ. აფასებენ გასტრონომიულ მრავალფეროვნებასაც. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ რეგიონი ფრინველებზე დასაკვირვებლად ხელსაყრელი ადგილია და ესეც ერთ-ერთი ტურისტული სახეობაა, რომელსაც აჭარაში დიდი პოტენციალი აქვს. ბათუმის სანაპირო ცნობილია, როგორც აღმოსავლეთი შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი. GoBatumi-ს ინფორმაციით, რეგიონში ყოველწლიურად 1 000 000 მტაცებელი ფრინველი აღირიცხება, რაც იზიდავს ფრინველებზე დაკვირვების მსურველებს. ტურიზმის ასეთ სახელს მოკლედ ბერდვოჩინგი (ინგლისურად - ფრინველებზე დაკვირვება) ეწოდება. ბერდვოჩინგისთვის აუცილებელი ინფრასტურქტურა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ჩაისუბანსა და სახალვაშოშია მოწყობილი. ფრინველებზე დაკვირვება მტირალას პარკშიც და ისპანის ჭაობზეც შესაზლებელია. ბირდვოჩინგი, ისევე როგორც ტურიზმის სხვა სახეობები, ბოლო დროს საფრთხის ქვეშ დგას. კლიმატის სწრაფმა ცვლილებამ ბევრ ფრინველს აიძულა, უფრო ჩრდილოეთით გადასულიყო. ფრინველები ტიპურ საცხოვრებელს გარემოს იცვლიან, რადგან ადგილობრივ ტემპერატურას ვეღარ ეჩვევიან. ამ ფაქტმა შესაძლოა, არამხოლოდ ტურიზმს, არამედ ფრინველების ბევრ სახეობასაც საფრთხე შეუქმნას. #ტურიზმი #ფრინველები #ბერდვოჩინგი #აჭარა #batumidaily