ფეისბუქი და ინსტაგრამი მომხმარებლებს პირბადის გაკეთებას შეახსენებენ

0
ფეისბუქის და ინსტაგრამის ფიდზე ამიერიდან მომხმარებლები პირბადის ტარების აუცილებლობის შესახებ სპეციალურ შეტყობინებას მიიღებენ. შეხსენება ფიდის თავში გამოჩნდება, რომელზე დაჭერის შემთხვევაში მომხმარებელი COVID-19-თან დაკავშირებულ ოფიციალურ საინფორმაციო ცენტრის გვერდზე გადამისამართდება. იმავე ფორმატის შეტყობინება დაგხვდებათ ინსტაგრამზეც. კომპანიაში აცხადებენ, რომ ფუნქცია აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის საპასუხოდ დაამატეს. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს აშშ-ში 24 საათში რეკორდული, 50 ათასი ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც შტატების უმეტესობა ივნისში მოხსნილი შეზღუდვების ხელახალი დაწესების საჭიროებას განიხილავენ
#coronavirus
#პირბადე
#ფეისბუქი
#technology
#tech
0