0
TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ საზაფხულო აქციის პირობებს აგვისტოს ბოლომდე ძალაში ტოვებს. ტოიოტას მარკის ავტომობილების მფლობელი ფიზიკური პირები „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას კვლავაც სპეციალურ ფასად შეძლებენ. VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვის ძველი ზეთისა და ფილტრის შეცვლა ახალი, იაპონური წარმოების ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 90 ლარად იქნება შესაძლებელი. Corolla-ს მფლობელები ამ ტიპის მომსახურებაში კვლავაც 100 ლარს გადაიხდიან, Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლები კი - 125 ლარს. ტოიოტას მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტიც, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ასევე სხვა ავტონაწილები არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის. გარდა ამისა, მომხმარებელი, რომელიც საზაფხულო აქციაში ჩაერთვება, „ტოიოტა ცენტრ თბილისისგან“ სალონისა და ჰაერის ორიგინალი წარმოების ფილტრებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენს. ამ შეთავაზებით ტოიოტას ოფიციალური დილერი გარემოსდაცვით გამოწვევებს ეხმიანება და მომხმარებელს სთავაზობს, თავი დაიცვას ქუჩაში არსებული გამონაბოლქვისა და დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვისგან, რის გარანტიასაც სალონის ახალი ორიგინალი ფილტრი იძლევა. რაც შეეხება ჰაერის ფილტრს, ის ავტომანქანის ძრავის გამართულ მუშაობას უზრუნველჰყოფს, შედეგად, გარემოს დაბინძურება მცირდება. „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ საზაფხულო აქციაში ჩართვით, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს“
0