ვინ დაარსა ქალაქი გორი?

0
დედამიწაზე უამრავი ლამაზი და საინტერესო ადგილია. ზოგიერთი მათგანი განუმეორებელია თვალწარმტაცი ბუნებით, ზოგი უნიკალური შენობებით, რომლების ააშენეს ბოლო წლების განმავლობაში. ასევე არსებობს ადგილები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი სიძველით და ამით იპყრობენ ჩვენს ყურადღებას... იქ, სადაც ერთმანეთს ერთვის ორი დიდი მდინარე ლიახვი და მტკვარი... იქ სადაც საუკუნეების წინ გადიოდა აბრეშუმის გზა... ქართლის დაბლობში მდებარეობს საქართველოს უძველესი ქალაქი – გორი . პირველი ცნობები ამ ქალაქის შესახებ 6 საუკუნის წყაროებშია შემორჩენილი. აქ ყველაფერია, რაც დაგვაბრუნებს ამ ქალაქის უდიდეს წარსულში, რაც შეგვაგრძნობინებს მის დიდებას. ცერზე შემდგარი მიმინოსავით გადმოჰყურებს თავის ქალაქს გორის ციხე. ისტორიკოსები მიიჩნევენ , რომ დიდმა დავით აღმაშენებელმა აღმართა ის მთის ქიმზე, უძველესი ციხის ნანგრევებზე. საუკუნეების მანძილზე ემსახურებოდა ის ადგილობრივ მოსახლეობას და მაშინდელი მეფეები სისტემატიურად ახდენდნენ მის რეკონსტრუქციას. თავად ქალაქი გორი დავით აღმაშენებელმა დაარსა მე–12 საუკუნეში.
goodplaces
#ისტორია
goridaily
0