ქართულ "აიგრუპსა" და ჩინურ "ჩანგანს" შორის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა -
„აიგრუპი“ ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის პროექტირების ეტაპზე გადავიდა. თბილისში ქართული ინდუსტრიული ჰოლდინგის „აიგრუპის“ და საერთაშორისო კორპორაცია „ჩანგანის“ წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა კონკრეტული შედეგებით დასრულდა. ქართულ მხარეს ჩინელმა მწარმოებლებმა საწარმოს შენობების განლაგების, აღჭურვისა და ტექნოლოგიური სქემის ტექნიკური დოკუმენტები გადმოსცეს. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელს შეუწყობს და დააჩქარებს ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს სამშენებლო პროცედურებს.