ტაჯ-მაჰალი ვიზიტორებისთვის კვლავ გაიხსნება

0
ინდოეთში მე-17 საუკუნის მავზოლეუმი, ჯატ-მაჰალი ვიზიტორებისათვის ორშაბათიდან გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ტაჯ-მაჰალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო მარტის შუა რიცხვებში დაიხურა. ქალაქ აგრაში მდებარე მავზოლეუმის მონახულების უფლება დღეში მხოლოდ 5 000 ადამიანს ექნება. ამასთან, მათ უსაფრთხოების წესების დაცვაა მოუწევთ, მათ შორის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24, 850 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 673, 165-ს შეადგენს, გარდაცვლილია 19, 289 ადამიანი.
0